ბორჯღალოსნები

19:43 | 7.02.2021 | ნანახია 1549 - ჯერ

მერაბ შარიქაძე: "ინგლისთან არ გვინერვიულია ისე, როგორც ახლა"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რუსეთის ნაკრებთან (16:7) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი მორაგბის განცხადებით, დიდად გახარებულები არ არიან, მაგრამ გამარჯვება ყოველთვის გამარჯვებაა და მთავარი მინუსი ნერვიულობა იყო.

„ეს არ იყო რუსეთთან ყველაზე მძიმე თამაში. დარწმუნებული ვარ გულშემატკივარი ამ თამაშით არ იქნება ბედნიერი და დიდად არც ჩვენ ვართ გახარებულები, მაგრამ მოგება მოგებაა. რეალობა ისაა, რომ რუსეთთან თამაში იმხელა პასუხისმგებლობაა, იმდენად ემოციური და მძიმეა, რომ ეს ხშირად ხელს გვიშლის ხოლმე. იგივე მოხდა ახლაც. დღეს ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი იყო ის, რომ ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით, რაც სწორედ ემოციების ბრალია. გასახდელში ბიჭები ამბობდნენ, რომ ინგლისთან არ გვინერვიულია ისე, როგორც ამ თამაშშიო. ამის დაძლევა მარტივი არ არის, თუმცა ღვთის წყალობით ისტორიაში კიდევ ერთი მოგება ჩავიწერეთ და ესაა მთავარი“, - განაცხადა შარიქაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ისტორიაში 22-ედ და მათ შორის, ზედიზედ მე-19-ედ დაამარცხა. "ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის გათამაშება 5 გამარჯვებით პირველ პოზიციაზე დაასრულეს და დამსახურებული თასიც აღმართეს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:26 | 08.02.2021
qomagi (248)

სირცხვილი თქვენ ბიჭებო და პირველ რიგში ამ მთავრობას და რაგბის ფედერაციის თავკაცებს, ასე სამარცხვინო სიტუაციაში რომ ჩააგდეს ქართული რაგბი. რა ვერ გაიყავით ადგილები და ფული თქვე ღორებო!!! რაგბიც გინდათ დაასამაროთ ფეხბურთივით?


Fatal error: Uncaught TypeError: Unsupported operand types: string & int in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php:354 Stack trace: #0 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/functions.php(379): geoip_open() #1 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/pages/article.php(580): printComments() #2 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/index.php(774): include('...') #3 {main} thrown in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php on line 354