ბორჯღალოსნები

16:47 | 7.02.2021 | ნანახია 2434 - ჯერ

"ბორჯღალოსნებმა" რუსეთი ზედიზედ მე-19-ედ დაამარცხეს

რაგბის ევროპის ჩემპიონატის ორჯერ გადადებული მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, როგორც იქნა ჩატარდა. „მიხეილ მესხზე“ ლევან მაისაშვილის გუნდმა პრინციპულ მეტოქეს უმასპინძლა და გამარჯვებათა სერია გაარგძელა.

თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თამაშის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებდა და ალბათ, ძნელი გასახსენებელია, ბოლოს როდის გაგვიჭირდა ასე ძალიან „დათვების“ ძლევა. პირველ ტაიმზე სათქმელიც არაფერია, „ბორჯღალოსნებს“ არაფერი შეუქნიათ და რუსებმა ერთხელ ჯარიმა ააცილეს. ეს იყო და ეს, ლოგიკური 0:0...

მეორე ტაიმის სტარტზე ვასილ ლობჟანიძემ მეტოქის დაცვა გაარღვია და ჩათვლის მოედანში ბურთი დაამიწა - 5:0. გარდასახვა თედო აბჟანდაძემ ზუსტად დაარტყა,რასაც 5 წუთში ჯარიმაც მიაყოლა და 10:0. თუმცა, როგორც ვთქვით, ქართველ მორაგბეებს დალხენილი ცხოვრება არ ჰქონიათ და სულ მალე სხვაობა შემცირდა. ფედოტკომ ლელო მიითალა, ხოლო გაისინმა ზუსტად გარდასახა და მხოლოდ 3-ქულიანი უპირატესობა დარჩა.

საქართველოს ნაკრებმა თამაშის ბოლოს მაინც მოახერხა ვითარების დამშვიდება და ეს თედო აბჟანდაძის ორი ჯარიმის დამსახურებაა. შედეგად, 16:7. „ბორჯღალოსნებმა“ რაგბი ევროპის გათამაშებაში ხუთივე თამაში მოიგეს და გათამაშების ჩემპიონები გახდნენ. ვთქვათ ისიც, რომ საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ზედიზედ მე-19-ედ და ისტორიაში 22-ედ დაამარცხა.

საქართველო - რუსეთი 16:7 (0:0)

ქულები: ლობჟანიძე (46, ლ), აბჟანდაძე (47, გ), აბჟანდაძე (53, ჯ), ფედოტკო (61, ლ), გაისინი (62, გ), აბჟანდაძე (66, ჯ), აბჟანდაძე (75, ჯ)


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია

Fatal error: Uncaught TypeError: Unsupported operand types: string & int in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php:354 Stack trace: #0 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/functions.php(379): geoip_open() #1 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/pages/article.php(580): printComments() #2 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/index.php(774): include('...') #3 {main} thrown in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php on line 354