ბორჯღალოსნები

21:29 | 8.11.2018 | ნანახია 4267 - ჯერ

მილთონ ჰეიგი იტალიასთან მატჩის შესახებ

ბორჯღალოსნები 10 ნოემბერს ფლორენციაში, „არტემიო ფრანკიზე“ იტალიასთან გასამართი მატჩისთვის ემზადებიან. დღეს მილტონ ჰეიგმა საქართველოს ნაკრების სამატჩო შემადგენლობა დაასახელა და გამოცდილი და შედარებით ახალბედა მოთამაშეების ნაზავს იდეალური კომბინაცია უწოდა.

„ჩვენს მიერ დასახელებული შემადგენლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ თამაშის მნიშვნელობას. სასტარტოში გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად გვყავს ისეთებიც, რომლებიც შედარებით ნაკლებად გამოცდილად მიგვაჩნია, თუმცა სწორედ ისინი მატებენ გუნდს ენთუზიაზმს, ენერგიასა და მიზანდასახულობას, რადგან მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ნაკრების ძირითადში ყოფნას იმსახურებენ. მწვრთნელისთვის ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?!“

„ასეთივე მდგომარეობაა მარქაფაში და მიგვაჩნია, რომ შაბათის მატჩში ეს მოთამაშეები გადამწყვეტ როლს შეასრულებენ“ - ამბობს ჰეიგი და მერაბ შარიქაძის დაბრუნება ახარებს:

„გაგვიმართლა და მოხარულები ვართ, რომ ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე სწორედ ამ თამაშის წინ დაგვიბრუნდა, რომლის ლიდერობაც აქამდე ძალიან გვაკლდა“.

ბორჯღალოსანთა თავკაცი მომავალი რკენის მნიშვნელობაზე ყურადღებას კიდევ ერთხელ ამახვილებს:

„გვეძლევა მშვენიერი შესაძლებლობა, მთელს სარაგბო სამყაროს და განსაკუთრებით ექვს ერში გადაწყვეტილებების მიმღებებს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ქართულმა რაგბმა დიდი პროგრესი განიცადა! ჩვენ კარგად ვიცით და გააზრებული გვაქვს, რომ შაბათს ფავორიტები არ ვიქნებით, მაგრამ ადრეც მითვამს და განვმეორდები - ასე თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობთ!“.

ჰეიგი ყურადღებას მეტოქის სიძლიერეზე ამახვილებს და დასძენს, რომ 10 ნოემბერს, 18 საათზე, ბორჯღალოსნები იტალიელებს დიდ ბრძოლას გაუმართავენ:

„იტალია ძალიან ძლიერი, პირველი ეშელონის სარაგბო ერია რომელსაც ზურგს ძალიან დიდი სარაგბო ისტორია უმაგრებს, საქართველო კი „უბანში ახლად გადმოსული ბიჭია“, რომელსაც თავისი ისტორიის შექმნა უნდა!“

„წინ უდაოდ დიდი ბრძოლა გველის, მაგრამ ჩვენ ხომ სწორედ ბრძოლაში ვართ ბედნიერნი!“.

rugby.ge


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:51 | 10.11.2018
maxo_65 (458)

ძირითად შერკინებაში შეიძლება გაგვიწიონ წინააღმდეგობა, მაგრამ სათადარიგოებთან შანსი არ ექნებათ..

10:44 | 10.11.2018
maxo_65 (458)

ქუბრიაშვილი სტატიკაში რეალურად ყველაზე მაგარი 3-ია

13:04 | 09.11.2018
rachuka (32)

შემადგენლობა ძირითადად ის არის რასაც ველოდი, კვესელაძეს მეგონა რო ძირითადში დაიწყებდა ცენტრში ან ფლანგზე თუ თაზოს ცენტრში დააყენებდა. მჭედლიძე რო ცენტრში დააყენა კარგია რეალურად 12 ნომერია თაზო და მაგ პოზიციაზეა ყველაზე პროდიქტიული, ფლანგისთვის სისწრაფე აკლია, თან ყველა ნაკრებს ცენტრში ერთი ფიზიკურად ძლიერი გამგლეჯი მოთამაშე უყენია ხოლმე. კვესელაძე და შარიქაძე სტილით ძალიან გვანან ერთმანეთს. შერკინებაში ნარიაშვილი ჩილაჩავს წყვილს ველოდი მაგრამ ქუბრიაშვილს ორ წელია მემგონი ნაკრებში არ უთამაშია, ნარიაშვილთან კი კარგად არის შეწყვილებული და ეგ პრობლემა არ უნდა იყოს წესით სტატიკაში. თან იმ ფონზე რო მიქაუტაძის არ ყოფნის გამო რეალურად მეორე ხაზს სიმძიმე დააკლდა ქუბრიაშვილის ნაირი მძიმე და მასიური ბურჯის დაყენება გამართლებულია სტატიკაში პოზიციები, რომ არ დავთმოთ ჩილაჩავს მარქაფაში გადაყვანით კი შერკინების შეცვლაც სოლიდური გამოგვდის. კოშაძის და ძნელაძის დაყენება ფლანგებზე გარკვეულწილად ტრამვების გამო არის გამოწვეული,სანდრო სვანიძის და თოდუას ტრამვა, რომ არა ფალნგზე არამგონია დაეყენებინა. გელას და აბჟანდაძის დუეტის დაყენება რისკი იყო ერთი ასაკის და გამოცდილების გამო თან ასეთ მნიშვნელოვან მატჩში, და მეორე პრობლემაც არის გელას და თედოს თამაშის სტილს ბურთების განაწილებას, შებრუნებულ პასებს, ხაზის გაჭრებს, იმ სისწრაფეებს რამდენად აუბამდა მთლიანად გუნდი მხარს, ჩემი აზრით აფარასიძე და თედო რო დაეყენებინა 9 და 10 ზე მივიღებდი ქაოსს სადაც 9 და 10 განსხვავებულ რაგბის თამაშობს და დანარჩენი ნაკრები განსაკუთრებით შერკინება განსხვავებულს ამ ქაოსში და არეულ თამაში კი იტალიელები ისარგებლებდნე კარგად, რეალურად მაგათი მიაზანი თამაშის არევა იქნება ეხლაც. თან თედო დაცვით ფუნქციებს მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდიანრე რამდენად კარგად შეასრულებდა არავინ არ ვიცით მალაღურაძე კი მაგ გაგებით ბევრად უკეთესია მათ შორის ხმალაძეზეც და თან უნივერსალია. ხმალაძე კი უბრალოდ უფრო გამოცდილია თედოზე. აბჟანდაძე აფრასიძის დუეტი მილტონმა სრული დატვირთვით ერთათასზე უნდა ათამაშოს ჩემი აზრით რომ მსოფლიოსთვის გუნდდთან შეთამაშდნენ.

12:32 | 09.11.2018
test (124)

ვიგებთ შაბათს.


Fatal error: Uncaught TypeError: Unsupported operand types: string & int in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php:354 Stack trace: #0 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/functions.php(379): geoip_open() #1 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/pages/article.php(580): printComments() #2 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/index.php(774): include('...') #3 {main} thrown in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php on line 354