ბორჯღალოსნები

14:14 | 6.11.2018 | ნანახია 3908 - ჯერ

იტალიელელებმა “ბორჯღალოსნებთან” მატჩისთვის უძლიერესი შემადგენლობა შეკრიბეს

იტალიის სარაგბო ნაკრებმა, რომელიც 10 ნოემბერს ფლორენციაში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ტესტ-მატჩს გამართავს, უძლიერესი შემადგენლობა შეკრიბა.
ცნობილია, რომ იტალიელები “ბორჯღალოსნებთან” შეხვედრას განსაკუთრებული ინტერესით ელიან. “აძურიში” ქართველ მორაგბეთა ექვს ერში სწრაფვა აღიზიანებთ და არ მალავენ, რომ ჩვენებურთა სამაგალითოდ დასჯა სურთ.
ამ ფონზე გასაკვირი არ ყოფილა, რომ აპენინელთა ირლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ქონორ ო’შიმ ჩიკაგოში “სამყურებთან” სათამაშოდ, ფაქტობრივად, მე-2 შემადგენლობა წაიყვანა, ამჯერად კი, ყველა საუკეთესოს უხმო.
ო’შიმ “ბორჯღალოსნებთან” მატჩისთვის გაფართოებული 34-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც აპენინელთა აღიარებულ ლიდერებს – ფერარის, ლოვოტის, გირალდინის, ძანის, ბადს, კაპიტან პარისეს, ნეგრის, პოლედრის, ალანს, კასტელოს, ბენვენუტისა და ჰეივარდს ვხედავთ.
“აძურის” დამრიგებელი საბოლოო რაზმს ხუთშაბათს გამოამზეურებს, გაფართოებული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
სიმონე ფერარი (“ბენეტონი”, 14 კეპი), ანდრეა ლოვოტი (“ძებრე”, 27), ტიციანო პასკუალი (“ბენეტონი”, 10), ჩერიფ ტრაორე (“ბენეტონი”, 2), ჯოშუა ძილოკი (“ძებრე”, 2), ლუკ ბიჯი (“ბენეტონი”, 12), ოლივიერო ფაბიანი (“ძებრე”, 7), ლეონარდო გირალდინი (“ტულუზა”, საფრანგეთი, 96), ჯორჯ ბიაჯი (“ძებრე”, 23), დინ ბადი (“ბენეტონი”, 13), მარკო ფუსერი (“ბენეტონი”, 30), მარკო ლაძარონი (“ბენეტონი”, 3), ალესანდრო ძანი (“ბენეტონი”, 106), რენატო ჯიამაროლი (“ძებრე”, 3), იოჰან მეიერი (“ძებრე”, 1), სებასტიან ნეგრი (“ბენეტონი”, 9), სერჯიო პარისე (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 134), ჯეიკ პოლედრი (“გლოსტერი”, ინგლისი, 3), აბრაჰამ სტეინი (“ბენეტონი”, 22), ჯიმი ტუივატი (“ძებრე”, 1), გულიელმო პალაცანი (“ძებრე”, 25), ტიტო ტებალდი (“ბენეტონი”, 26), ტომასო ალანი (“ბენეტონი”, 40), კარლო კანა (“ძებრე”, 30), ჯულიო ბისენი (“ძებრე”, 11), მიკელე კამპანიარო (“ექსეთერი”, ინგლისი, 35), ტომასო კასტელო (“ძებრე”, 12), ლუკა მორისი (“ბენეტონი”, 17), მატია ბელინი (“ძებრე”, 15), ტომასო ბენვენუტი (“ბენეტონი”, 52), ჯეიდენ ჰეივარდი (“ბენეტონი”, 10), ლუკა სპერანდინო (“ბენეტონი”, 3).
ტრავმების გამო, იტალიის ეროვნულ ნაკრებს ამჯერად ვერ დაეხმარებიან: ორნელ ჯეგა, ფედერიკო ძანი (ორივე – “ბენეტონი”), ჯიოვანი ლიკატა, მაქსიმ მბანდა, მატეო მინოცი, ედოარდო პადოვანი, მარჩელო ვიოლი (ყველა – “ძებრე”), ლეონარდო სარტო (თავისუფალი აგენტი).


კომენტარები (25)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:03 | 07.11.2018
McCaw (168)

გიორგი16 ჩემი აზრით ჰეიგი ამ შემადგენლობას დააყენებს და ენდობა შერკინება:1 ნარიაშვილი 2 ბრეგვაძე 3 ჩილაჩავა 4 ჭეიშვილი 5 ლომიძე 6 ბიწაძე ან ცუცქირიძე 7 გიორგაძე 8 გორგაძე. უკანახაზელები: 15 მათიაშვილი 10 ხმალაძე 9 ლობჟანიძე 14 მჭედლიძე 11 თოდუა 12 მალაღურაძე ან კვესელაძე 13 შარიქაძე.

15:20 | 07.11.2018
McCaw (168)

თუმცა რამდენად სწორია ბიწაძე 6 ნომრად არ ვიცი მარბიელი გდაყრაზე და რაქის წმენდაზე უნდა მუშაობდეს მაგრად ამიტომ 6 ნომრად უფრო ჯანიანი ცუცქირიძე ჯობია და ბიწაძე ჩემთვის ყველაზე ეფექტური 8 ნომრადაა თუმცა ასე ჯობია გორგაძე გადავიდეს 6 ნომერზე პოზიციით ისედაც ფლანკერია და 8 ბიწაძე დადგეს თუმცა მილტონ ჰეიგს ჩემზე უკეთ მოეხსენება ვინ სად როგორ დადგეს და დააყენოს

15:46 | 07.11.2018
გიორგი16 (34)

სიჭინავა თოდუა აფციაური შუბითიძე და ქერდიყოშვილი იტალიასთან არ იქნებიან,
12 თაზო 13 ბუკა 15 მათიაშვილი 10 ხმალაძე/თედო 14 კოშაძე და მგონი 11 ზე ძნელაძე ლოკომოტივიდან, ნარიაშვილი ბრეგვაძე ჩილაჩავა ეს უპირობოდ, 4-5 მე ჭეიშვილი და სუთიაშვილი მგონია, 8 ზე გორგაძე 5 6 7 ნომრებს გიორგაძე ცუცქირიძე და ლომიძე გაინაწილებენ

15:56 | 07.11.2018
McCaw (168)

თოდუას რა სჭირს რა მოუვიდაა აი სუთიაშვილი არამგონია ძირითადში იყოს ვერ წამრომიდგენია რაღად დროს სუთიაშვილია შალვა არააა იმ დონის მითუმეტეს ამ ეტაპზე დაბერდა უკვე და ძირითადში იყო იტალიასთან თან მხტომელად ძაან მეეჭვება მერე შემოუყვანს მეორე ტაიმში ჰეიგი შეიძლება არც შემოიყვანოს ძნელაძეც მეეჭვება ძირითადში იყოს ეგეთი ხალხი იტალიასთან ყოვლად დაუშვებელია რაღად დროს ექსპერიმენტებია კოშაძე კიდე შეიძლება თაზო პრინცპში ცენტად მოსულა იმიტომ რომ ჯანიანია და შუამარბად უთამაშია კიდევაც.

15:59 | 07.11.2018
გიორგი16 (34)

მონპელიეში ვაჯიშებზე მიიღო ტრამვა როგორც ვიცი, ხვალ საღამოს ან ზეგ დილით უკვე გვეცოდინება ოფიციალური შემადგენლობა და მაგრად მაინტერსებს ვინ იქნება ძირითადში, რომლის პროგნოზები უფრო ახლოს იქნება მაინტერესებს

16:10 | 07.11.2018
McCaw (168)

სუთიაშვილს არ ველოდები ძირითადში ცოცხალი თავით არ მჯერა რაღაც

16:09 | 07.11.2018
McCaw (168)

იტალიის ნაკრების მორაგბე ტომასო კასტელო გამოცემა Maximitalia.it-ს ესაუბრა, სადაც იტალიური რაგბის, ირლანდიასთან მარცხის და საქართველოსთან მომავალი მატჩის შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

27 წლის სპორტსმენის თქმით, საქართველოს ნაკრები 6 ერის კარზე აკაკუნებს, მათ კი უნდა ანახონ, რომ სცენა უკვე შევსებულია.

"საქართველოსთან მატჩი დიდი გამოწვევაა. ისინი 6 ერის კარზე აკაკუნებენ და უმაღლესი დონის რაგბიში შემოსვლა სურთ. ჩვენი ამოცანა იქნება, მათ ვაჩვენოთ, რომ "სცენა" სავსეა და იტალია აქ მთავარი მსახიობია. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან თამაში კი მნიშვნელოვანია, თუ გაზრდა გვსურს", - განაცხადა იტალიელმა ნახე რას წერენ ეს რორიშვილები ესენი ძვლები უნდა დაუნაყონს ამათ მინდვრიდან 4 კაცის გასატანი უნდა გახდენენ რა ნერვები მეშლება როგორ ირონიულად ცინიკურად ლაპარაკობენ

12:36 | 07.11.2018
McCaw (168)

გიორგი 16 და რა იყო გულზე მოგხვდა ბრატ ჩახედულობაზე საკითხი? შენი მსჯელობა სარაგბო კუთხით ალოგიკური იყო და გამომდინარე აქედან გითხარი ჩახედული არ ხარ თქო რაგბიში, ჩახედული კაცი არ უნდა იძახდეს ზემოთ ჩამოთვლილი ხალხზე დანაკლისი არ არისოო და სხვათა შორის კორექტულად და ჯანსაღათ გეუბენბი ეხლაც შენი მსჯელობა ამ თემაზე არაა ლოგიკური და მართებული, მოდი დავიწყოთ იმით რომ გუნდის ვიცე კაპიტანზე გუნდის ძირითად მხტომელზე იძახი დანაკლისი არ არისო ამის თქმა უკვე მცდარია ჯიგარო შენ დღეს ნემსაძის შემცვლელი ნაკრებში არ გყავს არც მაგის დონის ვინც ნემსოს
სრულფასოვნად შეცვილის ჯერ ეს ერთი ვინც შენ ჩამოთვალე ნემსაძის ადგილას არცერთი
არაა ჭეიშვილის გარდა პოზიცით ტიპიური მხტომელი არც ლომიძე არც სუთიაშვილი უთამაშია მეორე ხაზში არ ნიშნავს იმას რომ ნემსაძეს შეცვლის ნემსაძეს მხოტემალდ ვერც სუთიაშვილი და ვერც ლომიძე ვერ შეცვლის ნუ ჭეიშვილს ხომ საერთოდ არ ვადარებ ნემსაძეს დონით, როცა ასეთი დონის ნაკრებს ეთამაშები როგორიც იტალიია და ასეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის მატჩში მაშინ იქ ტიპიური მხტომელი უნდა გყავდეს აი გამოჩნდება შენი სუთიაშვილი და ლომიძე როგორ შეცვლის ნემსაძეს და იტალიელ ძანისთან და ბადისთან როგორ გაუჭირდებათ დერეფანში ლომიძე არის ტიპიური 8 ნომერი ანუ შერკინების შმეკვრელი და დერეფანში მაგის დაყენბა ძან აპასინია იტალიის დონის გუნდთან მიუხედავად იმისა რომ უთამაშია სუთიაშვილიც პოზიით ფლანკერია არც სუთიაშვილი და არც ლომიძე არ არის მამუკა გორგოძე რომ ნემსაძე მხტომელის პოზიციაზე სრულფასოვნად შეცვალოს, გამომდნიარე აქედან მიუხედავად იმისა შენ ართვლი ნემსაძეს დანკლისად ნაკრებისთვის მისი არ ყოფნა უდიდესი ზარალია ბრატ, რაც შეეხება ასეიშვილის ვერც ჯვანია და მითუმეტეს გოგიჩაიშვილი დღეს ვერ შეცვლის მაგას როგორც შენ იძახი ყველა თამაშს ვუყურებო ნაკებისასო მაშინ არ უნდა იძახდე მაგას, ეხლა კოლელიშვილი მამუკას წასვლის მერე შენ 6 ნომერზე მარბიელად და 7 ნომერზე მღლეტავად ვიტოსნაირი არ გყავს ტრავმები აწუხებს ეგ სხვა საკითხია მაგრამ ღლეტვაში ვიტო და გადაყრაში ძალისმიერ ბოჭვაში ვიტოც უკონკურენტოა გამომდინარე აქედან უდიდესი დანკლისია დღეს მისი არ ყოფნა.ეხლა კოკი თხილაშიშვილი კოკის მოგებული მარტო თამაშები მახსოვს იაპონისთან და ტონგასთან კოკის თამაშები ეხლაც თვალწინ მიდგას ძალიან ბევრეჯრ შეუტანია მატჩი ძირეული გარდატეხა კოკის ნუთონგასთან მარტო მისი თამაში ერთ რამედ ღირს მეეჭვება დღეს მაგარ ფორმაში მყოფი კოკი ვინმემ სრულყოფილად შეცვალოს,ეხლა რაც შეეხება მეკოს ჩვენი ცენტურიონი ჩვენი მთავარი მექულე მიუხედავად ასაკისა და ის ძველი მეკო არა დღეს ძალიან დიდი ძალაა მეკო მისი ელვისებური გარღვევები და ფეხჩუბინობა იტალიასთან ძალიან დაგვაკლდება და ძალიან ძალიან მნიშველოვანი ფიგურაა იქნებოდა იტალიასთან მითუმეტეს უკანახზელებში როგორ გვიჭირს მოგეხსენება და მეკო რომ უდიდესი დანაკლისია არც ეგააა სადავო და საკამათო, ყველაფერი მაქსიმალურად დეტალურად აგიხსენი ჯიგარო და კიდევ ერთხელ გეტყვი რომ ნახევარი გუნდი არ გვყავს ყველა მნიშვნელოვანი ფიკურააა ესენი და ყველას შეეძლო იტალიასთან რომ ყოფილიყვნენ თამაშში უდიდესი გარდატეხის შეტანა და ამათზე იმის თქმა რომ დანაკლისიი არააა სარაგბო თვალსაზრისით აბსოლიტურად გაუმართლებელია

13:15 | 07.11.2018
გიორგი16 (34)

მოკლედ მე და შენ ვერ შევთახმდებით ამ საკითხში, ნემსოზე შევჯერდებით და გეთანხმები რომ ლომიძე ვერ შეცვლის და ზოგადად ვერავინ ვერავის ვერ შეცვლის მაგრამ ესე რომ ვისაუბროთ ნახევარი გუნდი არ გვყავსო ეგრეც არ არი, ჩვენი შანსი იტალისთან მოგების მცირეა მაგრამ საბრძოლო გუნდი გვყავს, შერკინების შემკვრელს რაც შეეხება კიდე გორგაძე გვყავს გუნდში და ის დადგება, ისე გამოდის რომ 1–2 წელში ვეწერანები რომ წავნელ გუნდი აგარ უნდა გვყავდეს შენი პოზიცია მე ესე დავინახე, მე გულზე არაფერი მომხვდა, შენ შეიძლება არაობიექტურობაში მდებ ბრალს მეგობარო მაგრამ მე არ გეთანხმები, ამაზე ხო არ ვისაუბრებთ თამაშამდე მე ჩემი აზრი მაქ შენ შენი. მთავარია თამაში ისეთი გამოვიდეს და ისეთი ანგარიში მორჩეს რომ ჩვენ გაგვიხარდეს და დიდი იმედი მაქ მე მაგის და იმედია შენც

13:49 | 07.11.2018
McCaw (168)

რა თქმა უნდა ვინც მინდორზე გავა ისინიც ბოლომდე იბრძოლებენ და ძვალს და ტყავს დატოვებენ არცერთი წამით უკან არავინ დაიხევს საკუთარ თავებს გადაახტებიან მომავალს არ შევხებივარ საერთოდ კარგი თაობა გვყავს მაგრამ სანამ ისინი სრულფასოვან ძირითადი ნაკრების მორაგბებად ჩამოყალიბდებიან მაგას დრო უნდა უცებ მარტივად არ მოხდება შენ მე პიროვნოლ არაობიექტურობაში არ გდებ ძმაო ბრალს ეგ უსაფუძვლო ბრალდებააა შენი მხრიდან მე გითხარი სარაგბო ხუთხით და სპორტული ხედვით ალოგიკურია შენი მსჯელობა თქო სხვა მეტი არაფერი ოქრო კაცო, იმედი მაქვს საქართველოში რაგბი ერთად ერთი გუნდური სპორტის სახეობაა სადაც იმედი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში მაქვს მითUმეტეს იტალიელებმა თამაშის წინ წაან წაიგრძელეს ენა ქართველებს გავაჩუმებთ მოვაკეტინებთ ვატირებთო და მსგავსი ცინზმი 6 ერის სარაგბო ქვეყანას არ ეკადრება ძალიან მიდა თამაშის მერე მტირალი და სახე ახეული და ძვალ რბილ გაერთიანებული პარისე ბენვენუტი ალანი ძანი ბადი კამპანარო და ეგენი ვნახო ძალიან მინდა ქართელბის ძალა ერთხელ და სამუდამოდ შეიგრძნონ

13:56 | 07.11.2018
გიორგი16 (34)

გაგიმარჯოს ღმერთმა, შენ როგორ გგონია რა შემადგენლობას დააყენებს ჰეიგი და ამ გაფართოებული სიიდან იტალიაში ვინ გამოაკლდებათ

10:58 | 07.11.2018
McCaw (168)

ჩემი აზრით სავარაუდოდ ამ შემადგენლობას გამოიყვანს კონორ ოში შერკინება:1 ლოვოტი 2 გირალდინი 3 ფერარი 4 ძანი 5 ბადი 6 ნეგრი 7 პოლედრი 8 პარისე (კაპ) ბექები: 15 სპერანდიო 14 ბენვენუტი 11 ბელინი 12 კასტელო 13 კამპანიარო 9 პალაცინი 10 ალანი სავარაუდოდ ეს სასტავი იქნება, ისე 9 ნომერზე პრობლემა აქვთ იტალილებს ძირითადი 9 ნომერი ვიოლი დამტვრეულია და გორი რატომ არ გამოიძახა ოშიმ რა პონტში ამჯობინა ტებალდი და პალაცინი ვერ მივხდი, შერკინებაში ბევრს ვერაფერს გვიზამენ მაგრამ უკანა ხაზი ბენვენუტი ბელინი კამპანიარო ალანი ჩვენს უკანახაზელებს დაჩაგრავენ სამწუხაროდ კიდევ კარგი მინოძი და ვიოლი რომ არ ყავთ.

20:42 | 06.11.2018
არჩილ სოხუმელი (484)

დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები - იტალიას 3-5 ქულით დავამარცხებთ.

17:29 | 07.11.2018
პანტელეიმონი (1218)

შენს პირს შაქარი ! ! !

20:16 | 06.11.2018
არჩილ სოხუმელი (484)

დარწმუნებული ვარ, 2015 წლის მსოფლიო თასზე, რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს საქართველო და იტალია და ნამუსიანი მსაჯობა ყოფილიყო 100% დავამარცხებდით და შეიძლება დიდი ანგარიშითაც

20:12 | 06.11.2018
არჩილ სოხუმელი (484)

1. stripslashes((strlen('https://sportall.ge/ragbi/erovnuli-nakrebi/124112-italieltha-kapitani-bodishs-vikhdi-shecdomebisthvis-da-saqarthvelosthan-chveni-dzlieri-mkhareebi-unda-gamoviyenoth.html')>0?' https://sportall.ge/ragbi/erovnuli-nakrebi/124112-italieltha-kapitani-bodishs-vikhdi-shecdomebisthvis-da-saqarthvelosthan-chveni-dzlieri-mkhareebi-unda-gamoviyenoth.html':' https://sportall.ge/ragbi/erovnuli-nakrebi/124112-italieltha-kapitani-bodishs-vikhdi-shecdomebisthvis-da-saqarthvelosthan-chveni-dzlieri-mkhareebi-unda-gamoviyenoth.html'))
2. stripslashes((strlen('https://sportall.ge/ragbi/erovnuli-nakrebi/124120-testi-ra-ici-metoqeze-italiis-moragbetha-nakrebi.html')>0?' https://sportall.ge/ragbi/erovnuli-nakrebi/124120-testi-ra-ici-metoqeze-italiis-moragbetha-nakrebi.html':' https://sportall.ge/ragbi/erovnuli-nakrebi/124120-testi-ra-ici-metoqeze-italiis-moragbetha-nakrebi.html'))
3. stripslashes((strlen('http://lelo.ge/article/perche,-italia-აპენინელებმა-ლამის-ანჩხლი-დედაკაცივით-დაგვწყევლონ-ქართველებს-პირს-გავაკმედინებთო-9625?fbclid=IwAR1JoGZam7bpGg25bC_SHkZnW62j1_LbA2IstAdtN7C1sGPa1R-eOUwE5e8')>0?' http://lelo.ge/article/perche,-italia-აპენინელებმა-ლამის-ანჩხლი-დედაკაცივით-დაგვწყევლონ-ქართველებს-პირს-გავაკმედინებთო-9625?fbclid=IwAR1JoGZam7bpGg25bC_SHkZnW62j1_LbA2IstAdtN7C1sGPa1R-eOUwE5e8':' http://lelo.ge/article/perche,-italia-აპენინელებმა-ლამის-ანჩხლი-დედაკაცივით-დაგვწყევლონ-ქართველებს-პირს-გავაკმედინებთო-9625?fbclid=IwAR1JoGZam7bpGg25bC_SHkZnW62j1_LbA2IstAdtN7C1sGPa1R-eOUwE5e8'))

20:06 | 06.11.2018
არჩილ სოხუმელი (484)

მსოფლიო რაგბის მამები ალბად ელოდნენ გორგოძის წასვლას. ამ თამაშზე ყველანი საქართველოს წინააღმდეგ იქნებიან - მსაჯები, ექვსი ერის მამები, სტადიონი... მაინც მჯერა ჩვენი მორაგბეების, მჯერა იტალიელებს იქით ავატირებთ...

18:25 | 06.11.2018
McCaw (168)

თურმე მიქაუტაძე და კაჭარავაა დანაკლისი და ნემსაზე თხილაიშვილი კვირიკაშვილი ასეიშვილი და კოლელიშვილი ვინები არიან ვაბშე გსმენიათ ამათზე რამე ოდესმე

18:23 | 06.11.2018
McCaw (168)

გიორგი16 ესეიგი შეასამჩნევი დანაკლისია მარტო შენი აზრით მიქაუტაძე და კაჭარავა მაშინ ის მითხარი ნემსაძე ასეიშვილი კოლელიშვილი თხილაიშვილი კვირიკაშვილი ამათი არ ყოფნა არაა ხომ შესამჩნევი? თუ ეგენი მინდორზე სემიჩკის საჭმელად გადიოდნენ რამდენჯერ გადაუწყვეტიათ ამათ თამაშის ბედი? გეტყობა რომ პირდაპირ გადასარევად ხარ ქართულ რაგბში ჩახედული.

11:38 | 07.11.2018
გიორგი16 (34)

მოდი ჩახედულობაზე რაგბის ცოდნაზე და ასე შემდეგ ძალიან გთხოვ თავი შეიკავე მე ჩემი აზრი დავწერე და ეხლა კიდე დავწერ, მე ვარ გულშემატკივარი და მაქ ჩემი აზრი და ნება იბოძე და პატიცი ეცი და მიპასუხე ისე როგორც საჭიოა
ეხლა რაც შეეხება შენ ჩამოთვლილ დანაკლის პირველიდან დავიწყებ:
1. ნემსაძე, გუნდში გვყავს სუთიაშვილი ჭეიშვილი ლომიძე სუთიაშვილი და ჭიშვილი მეორე ხაზელები არიან და შესწევთ იმის ძალა რომ მეორე ხაზში არ გაგვიჭირდეს. ჩემი აზრით მიქაუტაძე უფრო დიდი დანაკლისია ვიდრე ნემსო
2. ასეიშვილი, თუ უყურებ პრემიერშიფს და ტოპ 14, გვყავს ალეიშვილის შემცვლელები და პირველ ხაზზში რომ არ გვიჭირს და ძირითადი ბირთვი არის მგონი უნდა ვხედავდეთ,
1. ნომერზე: ნარიაშვილი გოგიჩაშვილი ჟვანია. არც ამას უნდა მგონი კამათი დიდი
3. კოლელიშვილი: კოლელიშვილს რაც შეეხება ბოლო წლებია ვერ არის ისეთ ფორმაში როგორშიც იყო გუნდშიც არ უწევს თამაში და სულ ტრამვები აქვს.
4. თხილაიშვილი: კოკი ჩემი ერთ–ერთი ფავორიტი მორაგბეა და მომწონს მისი თამაშები მაგრამ ესე რო გავყვეთ სულ ერთი და იგივე შემადგენლობა უნდა ვათამაშოთ და თაობა არ შეიცლება ჩამოხვალ დაბალ დონეზე, იტალისთან აუტებში გაგვიჭირდება და მაღალი მეორე ხაზი გვინდა.
5. კვირიკაშვილი: კვიკირაშვილი გამოცდილია და ამაში ორი აზრი არ არსებობს მაგრამ ვეტერანია შეიძლება მეორე ხაზელმა ითამაშოს 40 წლამდე მაგრამ მის პოზიციაზე რთულია მე ვუყურებ ლელოს თამაშებს და დიდი 10 ის დონეზეც კი ვეღარ არის ისეთი პროდუქციული როგორიც უნდა იყოს.
პ.ს. კიდევ ერთხელ ვამბობ ეს ჩემი პირადი აზრია, ჩახედულიც ვარ და ყველა თამაშს თუ ვერ ვესწრები ტელევიზორში სულ ვუყურებ და არა მარტო ქართულ რაგბს: და ქართველები სადაც თამაშობენ იმ ჩემპიონატებს არამედ სხვა მეორე ჩემპიონატებსაც,
მოდი ჩემო მეგობარო ჯანსაღად და კორექტულად ვესაუბროთ ერთამნეთს მითუმეტეს ორივეს რაგბის განვითარება და ჩვენი ბიჭების წარმატება გვინდა

18:15 | 06.11.2018
McCaw (168)

აი ასეთი სასტავი უნდა გვყავდეს გაასწორებდა შერკინება: 1 ნარიაშვილი 2 ბრეგვაძე 3 ზირაქაშვილი 4 მიქაუტაძე 5 ნემსაძე 6 კოლელიშვილი 7 გორგოძე 8 ლომიძე
ბექები: 10 მათიაშვილი 9 ლობჟანიძე 14 მჭედლიძე 11 თოდუა 13 შარიქაძე 12 კაჭარავა 15 კვირიკაშვილი. აი ამ გუნდით თამამად ვიტყოდი რომ იტალიელებმა ვინც გინდა დააყენონ სასტავში მოვუგებდით


Fatal error: Uncaught TypeError: Unsupported operand types: string & int in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php:354 Stack trace: #0 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/functions.php(379): geoip_open() #1 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/pages/article.php(580): printComments() #2 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/index.php(774): include('...') #3 {main} thrown in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php on line 354