სიახლეები

12:02 | 23.06.2018 | ნანახია 4101 - ჯერ

ზაფხულის ტესტების დასასრული: უქულოდ იაპონიასთან

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტები წარუმატებლად დაასრულა. მილტონ ჰეიგის გუნდმა ნაგოიაში, “ტოიოტა სთედიუმზე” იაპონიის ნაკრებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

“ბორჯღალოსნები” აზიელებს მეტ-ნაკლებად პირველ ტაიმში დაუდგნენ და მეტოქისგან სამი უპასუხო ჯარიმა მიიღეს. აი, მეორე ნახევარში კი სხვაობა კიდევ უფრო სოლიდური გახდა. იაპონიამ სამჯერ დალაშქრა საქართველოს ნაკრების ჩათვლის მოედანი. საპასუხოდ, ჰეიგის გუნდს შეტევაში კარგად თამაში არ გამოსდიოდა და ფაქტობრივად მეტოქეს ვერ აწუხებდა.

საქართველომ შეხვედრა უქულოდ დაასრულა და თუ ამას ფიჯიზე ჩატარებულ მეორე ნახევარსაც დავუმატებთ, გამოვა, რომ ზედიზედ სამი ტაიმია გუნდს 1 ქულაც არ მოუპოვებია. შედეგს, რომ თავი დავანებოთ, “ბორჯღალოსანთა” თამაშის ხარისხი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს და იმედია, განვლილი ტესტ-მატჩებიდან სწორი დასკვნები გაკეთდება.

საქართველოს მორაგებთა ნაკრები მომდევნო მატჩებს ნოემბერში ჩაატარებს და სწორედ ამ თვეში დაუპირისპირდება იტალიის ნაკრებს. ეს შეხვედრა 10 ნოემბერს, ფლორენციაში, "არტემიო ფრანკის" სტადიონზე შედგება. მანამდე კი, შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ტესტებში საქართველოს ნაკრებმა ტონგა დაამარცხა, ხოლო ფიჯისთან და იაპონიასთან თავად დამარცხდა. იქამდე იყო მატჩი თბილისში და გამარჯვება ფრანგ ბარბაროსებთან.

იაპონია – საქართველო 28:0 (9:0)

ქულები: ვან დერ ვალტი (ლ), ლემეკი (ლ), კაზუკი (ლ), ტამურა (2ჯ, 2გ), ნოგუჩი (ჯ)


კომენტარები (23)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:01 | 24.06.2018
test (124)

კარგი ახლა არ გინდათ განგაშის ზარების შემოკვრა და ყველაფრის დროზე ადრე დასამარება. ტესტებია რა. ექსპერიმენტები არ უნდა ატაროს მწვრთნელმა, ცოტათი თამაშის სტილი არ გვაქ შესაცვლელი თუ რა? შერკინებიდან დაწყებული ხაზში დამთავრებული, ცდილობენ სხვანაირად ითამაშონ, კარგით რა ყველაფერი 2019 წელს გამოჩნდება და დარწმუნებული ვარ ყველაფერი იმაზე კარგად იქნება ვიდრე წარმოგიდგენიათ, მახსოვს წინა მსოფლიომდე ტესტები რომ წავაგეთ ხალხი ისეთებს ლაპარაკობდა რამის სისხლი გამეყინა ვენებში, დაჟე ერთი იყო აქ ექსპერტი ,, ნიუკასტლი ფალკონზთან,, თამაშს რომ წააგებს ყველაფრის ღირსი ხარო)))))) . მაგრამ მსოფლიოს მერე სხვანაირად დაიწყო ჭიკჭმკი.))))) მოკლედ ყველაფერი იქნება შოკოლადში, ოღონდ თქვენ არ ინერვიულოთ.

16:41 | 24.06.2018
პანტელეიმონი (1218)

ღმერთმა ქნას ყველაფერი შოკოლადში იყოს, მაგრამ რა ვქნა, ეჭვი მეპარება. აქ არ არის ლაპარაკი ერთი და ორი თამაშის წაგებაზე. მთავარი აქ ის არის როგორ აგებ, როგორ შემადგენლობას აყენებ, ატარებ კი რეალურად ექსპერიმენტს?
მე პირადად წინააღმდეგი ვარ მილტონზე ჯოხის გადატეხვის (რომელსაც პიროვნულად უდიდეს პატივს ვცემ), მაგრამ მასთან მკაცრი ლაპარაკი მოგვიწევს, რათა შემდგომში გამორიცხოს უკვე წინასწარ ყველასთვის ცნობილი ჩასაგდებად განწირული თამაშები (შარშანდელი რუმინეთი - საქართველო) და ტესტები (წლევანდელი ზაფხულის). თუმცა ღიად უნდა ითქვას დაკმაყოფილდა, თუ არა მისი მოთხოვნები მოსამზადებელი პერიოდისთვის დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით. აი აქ უნდა გაანალიზდეს რაგბის კავშირის საქმიანობა ბოლო პერიოდში. აშკარაა, რომ განვითარების ტემპი საკმარისი არ არის და ქართული რაგბის მამებს "შემოლაწუნება" არ აწყენდათ რომ გამოფხიზლდნენ. არც სახელმწიფო და სპონსორების დაფინანსება საკმარისი არ არის, რომ რაგბის განვითარების იმ ტემპის ადეკვატური იყოს რომელიც მეორე ეშელონის ქვეყნების უმეტესობა ახორციელებს, აღარაფერს ვიტყვი იმაზე, თუ როგორი არაადეკვატურია ჩვენი ძალისხმევა ელიტაში დაწინაურებისათვის.
გამოსავალი შემდეგშია;
1. სრკ-ს პრეზიდენტმა ბატონმა გოჩა სვანიძემ სასწრაფოდ უნდა წარმოადგინოს მინიმუმ ერთი წლის გეგმა სადაც გაწერილი იქნება ეროვნული ნაკრების, მეორე ნაკრების (რომელიც უნდა გახდეს ჩვენი პრწყინვალე ახალგაზრდობის განვითარების პლაცდარმი) და ასაკობრივი ნაკრებების წვრთნისა და შეკრებების (გასამართი ტესტების ჩათვლით) გეგმა.
2. უახლოეს დღეებში უნდა ითქვას, გვაქს თუ არა ფინანსები "დიდი 10"-ის ფინალისტების მონაწილეობისათვის ევრო ტურნირებში.
3. სრკ-ს ხელმძრვანელობამ სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკებები სამთავრობო და პარლამენტის შესაბამის სტრუქტურებთან "დიდი 10"-ის დაფინანსების მინიმუმ გაორმაგების შესახებ უკვე ახალი გათამაშების დაწყების წინ (რათა ახალი იმპულსი მივცეთ საკლუბო რაგბის განვითარებას).
4. ბოლოს და ბოლოს მოეფინოს ნათელი საკითხს ვქმნით თუ არა ფრანჩიზს და გვაქვს, თუ არა
კონკრეტული მოლაპარაკება და დასტური რომელიმე ლიგასთან. თუ ფრანჩიზს ვქმნით, მაშინ მართებული იქნება, თუ მეორე ნაკრებს და მას ერთ და იგივე ხელმძღვანელობა და ინფრასტრუქტურა ექნება.
ჩემი გათვლებით აღნიშნიშნული პროგრამის დაფინანსებას დამატებით 17-დან 20 მილიონამდე ლარი დაჭირდება ყოველ წლიურად. სრკ-ს ხელმძღვანელობამ უახლოეს დღეებში უნდა გასცეს პასუხი არის თუ არა მზად განვითარების ამ პროგრამისთვის მოიძიოს ხელისუფლებისგან და სპონსორებისგან (მათ შორის სასპონსორო ხელშეკრულების გადახედვის გზით) ეს თანხები და თუ არა მაშინ ისინი უნდა გადადგნენ და გზა დაუთმონ უფრო ამბიციურ გუნდს, რომელიც შეძლებს ზემოთ ხსენიებული პროგრამის განხორციელებას ! ! !

04:53 | 25.06.2018
test (124)

არ ვიცი მე მაგ მხრივ სანერვიულოს არაფერს ისეთს არ ვხედავ, ტყუილად ნერვიულობთ მე უფრო მარტივად ვხედავ სიტუაციას და არავის თავს არ ვახვევ. დარწმუნებული ვარ უბრალოდ რომ ყველაფერი მიდის კარგად და მუშაობს გუნდი გამართულად. ხოდა ამ ფორუმებს მარტო გულშემატკივარი არ უყურებს, ბევრი ჩვენი ბიჭი კითხულობს თუ რა იწერება სოც ქსელებში და დაიჯერეთ მათთვის ეს ადვილი არაა, და ცოტა უნდა გავითვალისწინოთ ეს ხალხი და ზედმეტ სტრესის ავარიდოთ რაც აქ გამოთქმულია უპასუხისმგებლო გამონათქვამები შეიძლება გამოიწვიოს.. ეს ყველა ამ ფორუმის მონაწილეს ეხება მათ შორის მეც.

21:41 | 23.06.2018
davit-tg (12)

რაგბში და ფედერაციაში ვერ არის მთლად კარგად საქმე. თავის დროზე რას ერჩოდნენ ნიჟარაძეს მაინც ვერ გავიგე,რა დააშავა იმ კაცმა,თუმცა ჩვენთან ხო ლოგიკა არ არსებობს,ხუშტურების პარადია.
ბიჭების ლანძღვისგან კი თავი შევიკავოთ ყველგან,ამათმა რაც გააკეთეს საქართველოს რაგბისთვის უკვე საკმარისია რომ მადლობა ვუთხრათ. რაც შეეხება ფედერაციას პასუხი უდა გაგვცენ რა და როგორ? ბოლო ორი წელია ნაკრები ერთ დონეზეა თუ უარესი არაა

02:09 | 25.06.2018
ICEMAN (162)

იმპირობებში როგორშიც ქართული რაგბი იმყოფება ნაკრებმა მიაღწია შესაძლებლობის მახსიმუმ, შესაბამისად ლოგიკურია რომ მას შემდეგ იგივე დონეზე ვართ, შემდეგ დონეზე ასაწევად საჭიროა ან 6 ერში დამატება ან ჩვენი კლუბების ჩართვა რომელიმე ტოპ ჩემპიონატში. სხვა შემთხვევაში ამ დონეზე გავიყინებით და გამომდინარე იქიდან რომ სხვები პროგრესირებენ მალე უკუსვლაც დაგვეწყება

20:02 | 23.06.2018
buratino (480)

მივმართავ რაგბის კავშირს: სასწრაფოდ დაიბარეთ ჰეიგი და უთხარით, რომ მისი ბოლო შანსი ნოემბერში იტალიასთან მატჩი იქნება!
თუ იქაც წავაგეთ, მაშინ უპირობოდ უნდა გავუშვათ (მადლობის მოხდით)

00:23 | 24.06.2018
BEERTRANCE (1073)

ბურატინო როგორ გგონია ახალი მწვრთნელი რამეს დაალაგებს მსოფლიოზე?

19:51 | 23.06.2018
BEERTRANCE (1073)

იმას თუ ვიტყვი რომ იმედია ადეკვატური ახსნა განმარტებები იქნება

17:37 | 23.06.2018
თორღვა პანკელი (387)

ჩვენი ნაკრების ასეთი უსახური ტესტები მე არ მახსოვს, სვანიძეს კონტრაქტით უნდა განსაზღვროდა გარკვეულ დროში ნაკრებისთვის და კლუბებისთვის ალტერნატიული ტურნირის მოძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ამას ვერ მოახერხებდა უნდა დაეხურა ქუდი და უნდა წასულიყო, ჩვენი გულშემატკივრების ბრალიცაა რომ თავის დროზე, გია ნიჟარაძის გვერდში უფრო აქტიურად უნდა დავდგომოდით და არ უნდა მიგვეცა უფლება ასე ადვილად გაეწიათ ეს კაცი, ახლა უფრო თვალნათლივ გამოჩნდა რომ ნიჟარაძის კვალიფიკაციასთან და პროფესიონალიზმთან სვანიძის შედარება ცოტა არ იყოს უხერხულია. ვინც არ უნდა გვაკლდეს და რა ფორმაშიც არ უნდა ვიყოთ, იაპონია ამ ანგარიშით ვერ უნდა გვიგებდეს ვერსად, სანამ კიდევ უფრო უარესობისკენ არ წავიდა საქმე, სასწრაფოდ უნდა მოეთხოვოს სვანიძეს ორი კლუბის ევრო ტურნირებზე ჩართვა თავისი შესაბამისი და შესაფერისი დაფინანსებით, ასევე დაწვრილებით და დეტალურად წარმოადგინოს, მსოფლიო ჩემპიონატამდე თითოეული ნაბიჯი და რა გეგმა აქვთ და რას აპირებენ ამ დროში, საკმარისია რაიმე მსგავსი იტალიასთან შეგვემთხვას რომ უკვე გასაგდები დარჩება, მე პირადად მომხრე ვარ თუ ახლა წავა და მის ადგილზე ილია ზედგინიძე დაინიშნება.

16:55 | 23.06.2018
temuchin (431)

ფედერარიას არც აქამდე აკეთებდა წუწუნის მეტს არაფერს და არც ახლა გააკეთებს. ქართული რაგბი მიტოვებულია და უკომპასო გემივით დადის კუნძულებს შორის, სხვა ს ყველას კი ჩვენს დონეზე უკვე მშვენიერი ნავსაყუდელი(ტურნირი) აქვს ნაპოვნი. გამოვა ახლა სვანიძე თავისი ძაან მშვიდი და გაზეპირებული კომენტარებით. ნაკრებს თავისი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ ჩვენი აშკარა სტაგნაციის დაწყება ყველაზე მეტად ფედერაციის ბრალია და თუ არ იციან როგორ მოიზიდონ ფინანსები ან როგორ ელაპარაკონ რაგბის მამებს, დაიხურონ ქუდი და წავიდნენ!

16:37 | 23.06.2018
გუგა80 (177)

ეხლა ნახეთ ჩამოვა ნაკრები, გამოვა ფედერაცია გულუბრყვილო სახით და გამოუშვებს ბოლს, რომ ცუდი არაფერი მომხდარა, რომ ყველა თამაშს ვერ მოიგებ, რომ რეიტინგში კი დავკარგეთ ქულები მაგრამ რეიტინგა რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომ ექსპერიმენტებს ვატარებდით და მოსამზადებლად გამოვიყენეთ ეს ტურნე, რომ თურმე ეს შემადგენლობა "მეორე" იყო, რომ რაგბის ბურთი ოვალურია და აშ...
ხოლო ამ კატასტროფისთვის ცხადია არავინ დაისჯება.

16:32 | 23.06.2018
გუგა80 (177)

რამდენიმე კომენტარს გამოვეხმაურები:
- არ გეჩვენებათ. საქართველოში ხომ კრიტიკა არავის უყვარს მით იმეტეს რაგბის მიმართ რატომღაც სტერეოტიპია ჩამოყალიბებული რომ "მათი კრიტიკა არ შეიძლება და ტეხავს".
ყველამ ერთხმად ჟურნალისტიან გულშემატკივრიანა კრიტიკის ქარცეცხლში უნდა გავატაროთ პირველ რიგში ფედერაცია და ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი: ეს იყო დიდი ჩასვრა დიდ გარშოკში.
- ნატურალიზებასთან დაკავშირებით, ეს იყო ნიჟარაძის პოზიცია რომელსაც არ ვიზიარებდი. ფედერაცია შეგნებულად არ აკეთებს ნატურალიზებას, იმიტომ რომ ადგილობრივ ბიჭებს უჯიგროს. არადა კონკურენცია ყველგან და ყოველთვის რომ სიკეთის მომტანია საბოლოო ჯამში ავიწყდებათ.


Fatal error: Uncaught TypeError: Unsupported operand types: string & int in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php:354 Stack trace: #0 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/functions.php(379): geoip_open() #1 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/functions.php(424): printComments() #2 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/pages/article.php(580): printComments() #3 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/index.php(774): include('...') #4 {main} thrown in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php on line 354