20-წლამდელები

22:56 | 11.06.2018 | ნანახია 6137 - ჯერ

20წ | იაპონიისთვის მხოლოდ ორი შეიცვალა

ხვალ, საქართველოს დროით 20:30 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნები იაპონელ თანატოლებს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის IX-XII ადგილების ნახევარფინალში შეხვდებიან და ზედიზედ მესამედ მოწინავე ათეულში დარჩენას ეცდებიან.

მატჩი პერპინიენში გაიმართება და პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ჩვენი 20-წლამდელები ჩემპიონატში ზედიზედ მეორე თამაშის მოგებას ეცდებიან რაც გაისად 12-გუნდა ელიტაში ადგილის შენარჩუნების ტოლფასი იქნება.

უმცროსი ბორჯღალოსნები მოწინავე 12-ში 2016 წელს აღზევდნენ და გასულ ორ ჩემპიონატში მეოთხე მატჩის მოგებით (2016-ში იტალიასთან და 2017-ში არგენტინასთან) მე-10 ადგილი დაიკავეს.

იაპონია პირველ ორ 20-წლამდელთა ჩემპიონატში თამაშობდა (2008-2009 წლებში), როდესაც მასში 16 გუნდი მონაწილეობდა. აზიელები 12-გუნდა ტურნირში 2015 წელს აღზევდნენ და სამოას ძლევით ადგილი შეინარჩუნეს, თუმცა 2016 წელს ბოლო, მე-12 ადგილზე დარჩნენ და ელიტას წელს დაუბრუნდნენ.

მიმდინარე ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იაპონია პირველ ორ მატჩში უშანსოდ დამარცხდა - ახალ ზელანდიასთან 0:67 და ავსტრალიასთან 19:54, ხოლო 4 დღის წინ უელსს ბოლომდე ებრძოლა და მინიმალური სხვაობით, 17:18 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში იაპონელთა გამარჯვების შემთხვევაში, უმცროსი ბორჯღალოსნები V-VIII ადგილებისთვის იბრძოლებდნენ, ხოლო უელსი იაპონიასთან ერთად ქვედა ოთხეულში დარჩებოდა.

საქართველომ ტურნირის პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკას დიდი წინააღმდეგობა გაუწია და გამარჯვების შანსს ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ბონუსს დასჯერდა - 27:33. მეორე ტურში მასპინძელ საფრანგეთსაც ღირსეულად ვეთამაშეთ (12:24), ოთხი დღის წინ კი, ირლანდიასთან ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ - 24:20.

როგორც ზემოთ ვთქვით, მომავალ თამაშს პერპინიენი უმასპინძლებს, სადაც ჩვენ 30 მაისს სამხრეთ აფრიკას შევხვდით, ხოლო იაპონიამ ამ ქალაქში წინა შეხვედრა (უელსთან) გამართა.

თითო ცვლილება

ილია მაისურაძემ, ლადო კილასონიამ და ზურა ამონაშვილმა, ირლანდიასთან გამარჯვებულ შემადგენლობაში ხაზსსა და შერკინებაში თითო ცვლილება განახორციელეს.

ზედიზედ მეოთხე თამაშს იწყებენ გელა აფრასიძე (9), თედო აბჟანდაძე (10), ბექა მამუკაშვილი (15) და ფრთის მოთამაშეები - ოთარ ძაგნიძე და დემე თაფლაძე(საფრანგეთთან ცენტრში ითამაშა). ტრავმის გამო პირველი შეხვედრა გამოტოვა და მას შემდეგ მესამე თამაშს იწყებს ცენტრი გიორგი წიკლაური, რომელსაც ლაშა ლომიძეშეუწყვილდება. ის მარქაფიდან ნაცვლად დაწინაურდა.

შერკინების მოთამაშეთაგან უცვლელი მხოლოდ თორნიკე ჯალაღონიაა, რომელიც საფრანგეთთან და ირლანდიასთან შერკინების შემკვრელი იყო, ახლა კი ფლანკერის პოზიციაზე დაბრუნდა. მეორე ფლანკერი სანდრო მამამთავრიშვილია, რომელსაც ირლანდიასთან არ უთამაშია და მას შემდეგ სასტარტოშია. შემკვრელად ბრუნდება არსენ მაჩალაძე, ის ირლანდიასთან მეორე ხაზში იდგა.

მეორე ხაზში ბრუნდება ლაშა ჯაიანი, რომელიც გუნდის კაპიტან ბექა საღინაძესშეუწყვილდება. უცვლელია შერკინების პირველი ხაზი - გურამ გოგიჩაშვილი, ლევან პაპიძე და ლუკა ჯაფარიძე.

ერთი ცვლილებაა მარქაფის პირვენ ხაზში და თენგიზ ზამთარაძისა და გიორგი ნუცუბიძესთან ერთად, იქ ლუკა აზარიაშვილი ბრუნდება. მარქაფაში გამოჩნდა მეორეხაზელი ლუკა გელაშვილი, ხოლო თენგიზ გიგოლაშვილი მესამე ხაზს გააძლიერებს.

9 ნომრის შემცვლელი ლუკა დვალიშვილია, ხაზში კი კოტე მარჯანიშვილი და თემურ ჭიჭინაძე გამოჩნდებიან.

მეცხრე ადგილის მეორე ნახევარფინალში ირლანდია შოტლანდიას ეთამაშება, ხოლო 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნითი მატჩები 17 ივნისს გაიმართება.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (34)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:00 | 13.06.2018
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ ბიჭებო, საქართველოს გახარებისთვის ! ! !

ოეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

01:04 | 13.06.2018
BEERTRANCE (1073)

ძლივს მოვახერხე დაწყნარება. სასწაული იყო. ეგაა მებრძოლი სული და ბოლომდე ბრძოლა.

ღირდა ნერვებად. გილოცავთ ყველას

00:44 | 13.06.2018
Datodachi (18)

Gilocavt kvelas.mogebulze vitkvi 20 nakrebs ucxoeli magali kvalifikaciis mcvrtneli sch
irdeba

23:49 | 12.06.2018
temuchin (431)

იქ თამაში გადაარჩინეს ბიჭებმა და აქ მე.. გადავირიე, კომენტარის თავიც აღარ მაქვს, ერთი სიტყვით მაგარია რომ უკვე ასეთი არეული, შეცდომებით სავსე, უიღბლო და თითქოს წასაგებად განწირული თამაშების შემოტრიალებაც შეგვიძლია უფრო დიდი თავგანწირვის და საბრძოლო ჟინის ხარჯზე!

22:59 | 12.06.2018
krasni (587)

მაგარი იყო. ბიჭებს ვენაცვალე. გილოცავთ ყველას. ამ შემადგენლობის დაშლა იქნება?! დაგეწვათ მილიარდები.

22:42 | 12.06.2018
erovnuli-nakrebi (224)

აფრასიძემ რაც დაარტყა, ეგეთი დენ კარტერს არ დაურტყია. ნარდად მოივლის აფრასიძის ვიდეო მსოფლიოს

22:42 | 12.06.2018
shakooo7 (17)

ტქვენ გენავვალეთ ბიჯოო გათიშული მაქ ნეტიც და ტელევიზიაც და 12-22 ვიცოდი ბოლოს ანგარიში ინტერნეტიანი ტელეფონი გავჩითე და დაჯღანული შევედი 5 პროვენტიანი იმედი მქონდა და ზღაპარი დამხვდა ფაქტიურად ფლეშსკორზე

22:41 | 12.06.2018
erovnuli-nakrebi (224)

ბოლოს მოლიდანაც ბურთი აბჟანდაძემ გამოიტანა ანუ მაგან ამხელა იაპონელი შებოჭა და ძირს არ დაუშვა?

22:38 | 12.06.2018
erovnuli-nakrebi (224)

ნიაზი ცუდად გახდა მგონი ბოლოს :დ

22:38 | 12.06.2018
erovnuli-nakrebi (224)

აბჟანდაძეს ძალიან დიდი პროგრესი ქონია

22:35 | 12.06.2018
bedena (10)

ყველას გილოცავთ,უმაგრესი ქართველი ვაჟკაცები. თედო შენ შემოგევლე.

22:32 | 12.06.2018
ალექსანდრე (27)

შემდეგ თამაშში თუ შოტლანდიასაც მოვუგებთ, ძალიან მაგარი იქნება!

22:31 | 12.06.2018
zura-mesi (33)

გილოცავთ ყველას, ბოლოში ლამის მართლა მივიღე ინფარქტი, ბურთი რო ჩააბარეს იაპონკებს...
არა მგონია ირლანდიისთვის მეორედაც მოგვეგო, ამიტომ ყველანაირად გადამწყვეტი თამაში იყო.

22:31 | 12.06.2018
ალექსანდრე (27)

გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას!

22:30 | 12.06.2018
shotai-olimpi (89)

უფფ ეს რა იყო ჰა? კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ სულ უფრო და უფრო ვვითარდებით, ასეთი თამაშების მოგებით ყალიბდებიან ჩემპიონები!!

22:27 | 12.06.2018
beeq.777 (63)

გამარჯვება არის ჩვენი სულის ნება. გილოცავთ ყველას და ქედს ვიზრი ამ ბიჭების და სამწვრთნელო შტაბის წინაშე. ყველა ძალიან მაგარი ბიჭები არიან, მაგრამ თედო უმაგრესი ბიჭია!


Fatal error: Uncaught TypeError: Unsupported operand types: string & int in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php:354 Stack trace: #0 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/functions.php(379): geoip_open() #1 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/pages/article.php(580): printComments() #2 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/index.php(774): include('...') #3 {main} thrown in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php on line 354