საერთაშორისო

22:37 | 7.06.2018 | ნანახია 8481 - ჯერ

ისტორიული გამარჯვება: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში შეხვედრა პირველად მოიგო

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში ირლანდიის ამავე ასაკის გუნდი 24:20 დაამარცხა. მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ქართველებს 5 ქულა დაუგროვდათ და საუკეთესო ორ მესამეადგილოსანს შორის ვერ მოხვდა, შედეგად, პატარა "ბორჯღალოსნებს" მეცხრე ადგილისთვის მოუწევთ ბრძოლა. ახალგაზრდული ნაკრებისთვის აღნიშნული გამარჯვება ისტორიული იყო, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გუნდმა პირველად გაიმარჯვა.

შეხვედრაში ანგარიში მე-11 წუთზე არსენ მაჩალაძემ ლელოთი გახსნა და გელა აფრასიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. სამ წუთში კონორ დინიმ ჯარიმით სხვაობა შეამცირა. ასევე სამ წუთში აფრასიძემ შვიდქულიანი უპირატესობა ჯარიმით დააბრუნა.

მე-20 წუთზე სანდრო მამამთავრიშვილი მაღალი ბოჭვის გამო 10 წუთით გააძევეს, ამის შემდეგ კი ირლანდიელები შეტევაში გაერთნენ და დაისაჯნენ: 22-ე წუთზე სანდრო სვანიძემ ბურთი ჩაჭრა, ირლანდიელები მას ვერ დაეწეოდნენ და ლელო დადო, აფრასიძემ კი გარდასახა. კონორ დინმა კი რიცხობრივი უპირატესობის შემდეგ ლელო დადო, გარდასახვა ვერ შეასრულა და ტაიმი საქართველომ 17:8 მოიგო.

მეორე ნახევარში თედო აბჟანდაძემ ლელო დადო და აფრასიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ირლანდიელებმა კი ორი ლელო დადეს და საბოლოოდ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.


კომენტარები (33)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:04 | 09.06.2018
krasni (587)

კარგი იყო შარშანწინდელი, უკეთესი შარშანდელი, მაგრამ წლევანდელი სულ სხვაა. მამამთავრიშვილის ყვითელის ეპიზოდი კიდევ რამდენიმეჯერ ვნახე, რა გამგელებული და რა ტემპში თამაშობდნენ ბიჭები. არ ასწავლოთ ქართველებს ხელით თამაშიო, მგონი დავიწყეთ და აწი რაღა შეგვაჩერებს. მთავარია როგორმე ამ ბიჭებს სწორი გზა მიეცეს განვითარების.

14:19 | 08.06.2018
tomuri (17)

აი აქ დავინახე დიდი რაგბის ელემენტები, თამაშის გაშლა, ხელით თამაში, 9 ნომერი(აფრასიძის) სწრაფი ტამაში, კომბინაცეიბი. ხაზის გაჭრრა... ყოჩაღ ბიჭებს, უკვე ელიტებში შევდივართ

12:55 | 08.06.2018
ოვალური კორბენი (276)

მაშ ასე, მესამე წელია ელიტურ სარაგბო მარაქაში გავერიეთ და პროგრესი იგრძნობა - თანდათან მცირდება სხვაობა ბობოლებთან, თანდათან ქრება კომპლექსებიც.
ეს უკანასკნელი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია დიდი სარაგბო ტრადიციების მქონე ქვეყნებთან ჯახში. შეიძლება 20 ქულით მოგიგონ და ერთი 20 კიდევ ამ კომპლექსების გამო დაგიმატონ. ან შეიძლება სულაც არაფრით გჯობდეს მოწინააღმდეგე და სწორედ მაგ კომპლექსებით წააგო მხოლოდ.
გუშინ ნაღდად მოგებაზე დაგეშილი საქართველო იდგა მოედანზე და სანამ დაიღლებოდნენ, იქამდე შეიქმნეს ფორა. ესეც დიდი საქმეა, სწორად გათვლის შედეგია...
შემდეგ თამაშებს რაც შეეხება. ძალიან, ძალიან, ძალიან გამიკვირდება რომ ჩვენებმა იაპონელებს ვერ მოუგონ, თან დამაჯერებელი სხვაობით.

12:31 | 08.06.2018
beeq.777 (63)

ყველაფერს ხომ ბედი უნდა ეხლა გაიგიჟეს თავი იტალიელებმა და არგენტინას ბოლო ლელო რომ არდაედო ვერცერთ ბონუსს ვერ აიღებდა და უპრობლემოდ მეორე ბადეში ვხვდებოდით სრულიად დამსახურებულად. არაუშავს ყველაფერი წინგვაქ! ისე ჯერ მოგებაზე ვოცნებობდით და მერე უცებ ბონუსიც მოგვინდა. მადლობა ბიჭებს ამ სიხარულისთვის და თავგანწირვისთვის. რაცშეილება მალე უნდა აღვიდგინოთ ძალები, ირლანდია წარსულს ჩავაბაროთ და იაპონიას აუცილებლად მოვუგოთ. მგონია რომ ირლანდიასთან კიდევ ერთი ჯახი გველის და იმედია 9-10 ადგილის გასაყოფი და არა გასავარდნი.

12:26 | 08.06.2018
DataN24 (215)

იმედია მომავალ წელს უფრო გაგვიმართლებს ჯგუფში წელს ვფიქრობ დანარჩენ ორივე ჯგუფში 5-8 ადგილებისტვის ბრძოლა არ გაგვიჭირდებოდა, ხაზი მომავალ წელსაც უძლიერესი გვეყოლება აი მეორე მესამე ხაზი მაფიქრებს ყველა წლევანდეებიდან მარტო გელაშვილს უწევს თამაში, იაპონიასთან ტრადიციული შერკინების უპირატესობაც დაგვიბრუნდება ალბათ, ფიზიკურად უნდა გადავტელოთ არც ჩვენი უკანახაზელები დააკლებენ, მტელი სერიოზულობით თუ მიუდექით დიდი ანგარიშით მოგებას ველოდებიმე პირადად

15:18 | 08.06.2018
GiorgiG83 (525)

მართალია, ჯგუფი - მურტალი იყო

14:09 | 08.06.2018
jora84 (183)

იაპონიის დამარცხების შემთხვევაში ისევ რთული ჯგუფი შეგვხვდება, 2 ნახეარფინალისიტი და ირლ|შოტ გამარჯვებული.

14:19 | 08.06.2018
DataN24 (215)

ანუ ჯობია მეთერთმეტეზე გავიდეთ ვიდრე მეცხრეზე )

17:45 | 08.06.2018
jora84 (183)

აზრი? უფრო ძლიერებთან თამაში ჯობია ყოველთვის, ჩვენ ნახევარფინალში გასვლის რესურსი ჯერ კიდევ კარგა ხანს არ გვექნება

19:13 | 08.06.2018
DataN24 (215)

ნახევარფინალში შეილება ვერა მაგრამ ამ ჩემპიონატზე დანარჩენ ორივე ჯგუფში V-VIII ადგილებისთვის დიდი შანსი გვექნებოდა , ნახევარ ფინალის 4 ეულის გარდა ნებისმიერ დანარჩენ გუნდთან მოსაგებად ბრძოლა შეილებოდა,საფრანგეთი ისეთ ფორმაშია ზელანდიას მგონი მოუგებენ, მეცხრე მეთერთმეტესთან მაინც სუსტებთან ვთმაშაობთ არ ჯობია ჯგუფში სუსტი გვყავდეს და ძლიერებთან შემდგპმ ეტაპზე ვითამაშოთ?!

12:02 | 08.06.2018
BEERTRANCE (1073)

მომავალ წელს ბოლოებში არ მოვხვდებით მჯერა იაპონიასთან ახლა მობილიზებულები გავალთ. და მე9 ადგილს ავიღებთ

11:16 | 08.06.2018
ალექსანდრე (27)

სამივე თამაშში პირველ ნახევარში უკეთესად ვითამაშეთ ვიდრე ბოლოს, რაც ფიზიკის ბრალია, ამ ასპექტში აუცილებლად მოსამატებელი გვაქვს.

10:32 | 08.06.2018
maxo_65 (458)

აქვთ ჩვენებს კიდევ რესურსი, ირლანდიის დამმარცხებელი გუნდი იაპონიასთან არ წაგებს, იტალიამ და არგენტინამ საეჭვო შედეგი დადეს..ჩვენმა გუნდმა დამსახურებულად მოიგო და თუარა ბოლო წუთებზე დაშვებული შეცდომები, როცა ორჯერ ვერ მოვაწოდეთ აუტი 10 მეტრიან ზონაში, ერთ ლელოს კიდევ დავდებდით, ისიცაა რომ ყველაზე ძლიერი ჯგუფი შეგვხვდა..ვფიქრობ ჩვენი ნაკრები მინიმუმ 1-2 გუნდ კიდევ ჯობია ამ ჩემპიონატზე, მეტს თუ არა..2 თამაში დარჩა და ვფიქრობ ძალები კარგადაა გადანაწილებული გუნდმა ყველა თამაში უმაღლეს დონეზე რომ ჩაატაროს..

10:21 | 08.06.2018
kelbo (21)

ახლა სასწრაფოდ დაწყნარება, მიწაზე დაშვება და იაპონიისთვის დიდი ყურადღებით მზადებაა საჭირო...
იაპონიასთან ერთმა წაგებამ შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს...
უსიკვდილოდ მოსაგებია ეგ

10:20 | 08.06.2018
kelbo (21)

საღოლ ბიჭებს! ენა როგორ უნდა მომიბრუნდეს რო ცუდი ვთქვა რამე ამის მერე მარა ეეეჰ....
პრგრესიც ამას ქვია კაროჩე... ირლანდიასთან მოგებით რო უკმაყოფილო დარჩები კაცი...

21:29 | 08.06.2018
miriani (151)

არ თქვა...:-D რას მოვესწარით

09:35 | 08.06.2018
giogobi (68)

საოცარი თამაში და თავგანწირვა იყო. ყოჩაღ ბიჭებო, ძალიან მაგრები ხართ. ბოლოსკენ ძალა აღარ ქონდათ, დასანანია, ძალიან დასანანი რომ ის ერთი ლელო ვეღარ დავდეთ. იმედია ძალებს აღიდგენენ ლომები, მოასწრებენ რეაბილიტაციას, ყველაფრის ფასად უნდა დავრჩეთ ტურნირში, მითუმეტეს ამ მოგების შემდეგ

09:12 | 08.06.2018
geogoli (367)

ფრანგების ჯოზეფი რა მაგარი ბიჭია, მე მგონი მომავალ ვარსკვლავს ვუყურებთ ამ მსოფლიოზე. აფრიკელი სიმელანეც მომწონს, ლელოს გარეშე არ გადის მოედნიდან

09:09 | 08.06.2018
გუგა80 (177)

რა თქმა უნდა ძალიან დიდი და კარგი შედეგი დაიდო ირლანდიასთან ჯგუფში მოგებით.
თუმცა სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ გავარდნის შანსი არც თუ ცოტაა. ბედის ირონიით, გამოჩნდა რომ სატურნირო თვალსაზრისით ამ მოგებას 0-ვანი მნიშვნელობა ჰქონდა. ვიმეორებ, სატურნირო თვალსაზრისით! და არა მორალური!
მოკლედ მაგრად არ გაგვიმართლა.
ეხლა რა ხდება, დანგრეული და ძალგამოცლილი გუნდი დავრჩით. ალბათ ხედავდით ფიზიკურად როგორ რთულად მოგვეცა ეს გამარჯვება ფაქტიურად ყოველ 5-10 წუთში ექიმის გამოძახება იყო საჭირო.
მით უმეტეს იაპონისთან მოგება ძალიან სათუოა.
და შემდეგ გავარდნაზე ალბათ შოტლანდიასთან. თუმცა უარესიც არსებობს, შარშანდელი "არგენტინის მაგალითის" სახით, როცა ჯგუფში უშანსოდ მოგვიგეს, ხოლო პლეიოფში გადაუარეთ.
მიხვდით ალბათ ნამიოკს.
მიკლედ ღმერთმა ქნას ჩემი ეს პესიმიზმი საბოლოოდ ბოდვა გამოდგეს და სულად 9 ადგილზე გავიდეთ.

15:48 | 08.06.2018
zangura (109)

ნუ ღელავ ძმაო, აუცილებლად გადავუვლით)

09:04 | 08.06.2018
geogoli (367)

მადლობა ბიჭებო ამ დაუვიწყარი საღამოსთვის, ეს ერთი და სხვა მრავალი. რაც მთავარია აღარ ვთამაშობთ ჯაჯგურა რაგბის და უკანა ხაზი არის შესანიშნავი - ეწევა ნელნელა შერკინების ბიჭებს. მაგრამ ყველაფერი ჯერ წინაა, შემდეგი აუცილებლად მოსაგები თამაშია, რომ ამდენი შრომა წყალში არ ჩაგვეყაროს. მჯერა მწვრთნელები კარგად შეისწავლიან იაპონიას და გასაღებსაც მოუძებნიან. იაპონია არ იყო U18 ევროპაზე რომ დავამარცხეთ, თანაც დიდი ანგარიშით? აქაც შეიძლება მათი ძელევა.

08:20 | 08.06.2018
გზავნილი (81)

ძალიან ვამაყობ ლომებო თქვენით, საოცარი ბრძოლის უნარიანობა გმოვლინეთ! ყოჩაღ!!!
პიტბულებივით ხრავდით ირლანდიელების ძვლებს!!! ახლა მთავარია ბოლომდე, ბოლო წამამდე ვისწავლოთ ბრძოლა. ციცი გონებით მოვუგოთ იაპონიას, რომელიც ვფიქრობ ძალიან სახიფათო გუნია.

დღეს გწამდათ გამარჯვების ამიტომაც აღფრთოვანებულია, სრულიად ქართველობა!
ყველანი მაგრები ხართ, მაგრამ ჯალაღონია - სასწაული იყო, საიდან აქვს ამდენი ენერგია ამ ბიჭს? ასე ნამდვილად გაფრინდება ევროპულ სერიოზულ გუნში!

06:55 | 08.06.2018
dinamo222 (692)

ისე ამ ბოლო დროს ვაკვირდები და შერკინებებში აღარ გვაქვს ისეთი უპირატესობა ! ალბათ ასეა როცა ერთ კომპონენტში უმატებ მეორე უკან იხევს და ჯანდაბას ნუღარ გვექნება შერკინებებში უპირატესობა ოღონდს ასე ვითამაშოთ და მოვუგოთ ბობოლებს DD

06:48 | 08.06.2018
dinamo222 (692)

ნოლო წუთებზე 24-8 ს რო ვიგებდით მგონი მანდ უნდა გაერისკათ ბიჭებს იმათი შეტევის დროს ჩაჭრაზე ეთამაშათ საბონუსე ლელოსთვის როგორც პირველ ტაიმში სვანიძემ ითამაშა ! ასეთი თამაში ავანტურაც და სარისკოცაა იმიტომ რომ წინ გასული ბურთს თუ ვერ ჩაჭრის დაცვაში მისი ადგილი ღიად რჩება და ხშირად ეს შეცდომა ლელოთი მთავრდება მაგრამ სულ ერთია არანაირი რისკი აღარ იყო თამაში მაინვ მოგებული იყო

01:25 | 08.06.2018
krasni (587)

დიდი მადლობა ჩვენს ოქრო ბიჭებს, მათ მწვრთნელებს. გენაცვალეთ.

00:35 | 08.06.2018
tokageo (45)

ბიჭებმა სული ჩადეს, დიდი მადლობა თითოეულს, თავი ზღაპარში მეგონა. იმედია ძალების აღდგენას მოახერხებენ

23:50 | 07.06.2018
ICEMAN (162)

ფრანგებთან რომ სასტავი დავასვენეთ იასნი იყო რომ ირლანდიას თავს შეაკლავდნენ და მაგრად მჯეროდა გამარჯვების, მაგრამ რეალურად გამოჩნდა რომ მარტო მონდომების ხარჯზე კი არ მოვიგეთ ისედაც არ ვართ ირლანდიაზე ნაკლები, და ის რომ ირლანდიამ ბოლოს მაგრად შემოგვიტია ბევრს არაფერს ნიშნავს რადგან მაგ დროს ფაქტიურად მოგებული გვკონდა თამაში. თუმცა მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ რადგან ასეთი წარმატებული ჩემპიონატი წარმატებითვე უნდა დავასრულოდ, იაპონია მაგარი სწრაფი და ჭკვიანი გუნდია და ეს თამაში აუცილებლად მოსაგებია ადგილი რომ შევინარჩუნოთ

23:44 | 07.06.2018
erovnuli-nakrebi (224)

არაა ახალ ზელანდიაზე
ყველას 6 ქულა და მეტი აქვს

23:44 | 07.06.2018
გუგა80 (177)

ჩვენი ბედი მოვდღან!
ძლივს ერთი თამაში მოვიგეთ ჯგუფში და მაინც გავარდნის შანსი გვაქვს...
იტალიის ყისმათა დედას შევთესლე კიდევ

23:40 | 07.06.2018
თორღვა პანკელი (387)

ჯერ მგონი გვაქვს შანსი ვიბრძოლოთ მეხუთე ადგილისთვის, ახალ ზელანდიაზეა ჯერ კიდე დამოკიდებული როგორც ვხვდები.

23:34 | 07.06.2018
თორღვა პანკელი (387)

ასე თქვენ გენაცვალეთ! რაგბი ჩვენი თამაშია! გამოუშვით იაპონია უნდა გავაგოროთ რავაც ტოჩიმ გააგორა ჰაკუჰო! DDDDDDDDD.

23:32 | 07.06.2018
ogafa (407)

ყოჩაღ გილოცავთ


Fatal error: Uncaught TypeError: Unsupported operand types: string & int in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php:354 Stack trace: #0 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/functions.php(379): geoip_open() #1 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/pages/article.php(580): printComments() #2 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/index.php(774): include('...') #3 {main} thrown in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php on line 354