უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში, მასპინძელთა ნაკრებს დიდი ბრძოლა გაუმართეს და კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ მათთან იოლ მოგებას არავინ უნდა ელოდოს.
ილია მაისურაძემ, ლადო კილასონიამ და ზურაბ ამონაშვილმა, 4 დღის წინ სამხრეთ აფრიკასთან ნაომარ სასტარტო შემადგენლობაში 7 ცვლილება განახორციელეს და ამ ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ჩვენი გუნდის 28-კაციანი შემადგენლობა თანაბარძალოვანია. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან 13 წუთის განმავლობაში ლიდერობდა და ტურნირზე კიდევ ერთი ბონუს-ქულის აღების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა.
შარშანდელი 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, ფრანგებმა უმცროს ბორჯღალოსნებს ‘ავჭალაზე’ 8 ლელო გაუტანეს და 54:0 იმარჯვეს, ერთი წლის თავზე კი, ფრანგულ ბეზიეში მათ მხოლოდ სამი ლელო მიითვალეს და დაგეგმილი ბონუსის გარეშე დარჩნენ.
თამაში მასპინძლების შეტევებით, მაღალ ტემპში დაიწყო და მართალია ლელოს დაცვა მოვახერხეთ, მაგრამ მე-9 წუთზე ჩვენს 22-ში დავჯარიმდით და ჯარიმა მივიღეთ. განახლდა თუ არა თამაში ქართველმა მორაგბეებმა ბურთი მოიპოვეს და გელა აფრასიძემ 22-ის ხაზამდე ირბინა. შეტევა მაღალ ტემპში, მიმართულებების ცვლით გაგრძელდა, გიორგი ნუცუბიძემ, თენგიზ ზამთარაძემ, გიორგი წიკლაურმა და დემე თაფლაძემ ყველა ჯერზე მოახერხეს უპირატესობის ხაზის გადაკვეთა. სულ ბოლოს კარის წინ წარმოქმნილი რაქიდან თორნიკე ჯალაღონიამ თავად შეუტია და ბურთი ძელებსშუა დაამიწა, ხოლო აფრასიძემ გარდასახა - 7:3.
გაშვებული ლელოს შემდეგ ფრანგებმა ბურთზე კონტროლი დაიბრუნეს და განუწყვეტლივ უტიეს. უმცროსი ბორჯღალოსნები თავს კარგად იცავდნენ და ხაზიც სწრაფად ეწყობოდა, მაგრამ ლავაუს ორიგინალური გადაწყვეტილების შემდეგ, ლელო მაინც გავიდა, გარდასახვაც ზუსტი იყო და 25-ე წუთზე მასპინძლებმა 3-ქულიანი ლიდერობა დაიბრუნეს.
მეტოქემ წნეხი გააძლიერა, თუმცა საქართველოს ნაკრების დაცვას გასაღებს კვლავ ვერ უძებნიდა. 34-ე წუთზე სიტუაცია გართულდა, როდესაც რეფერიმ საკამათო სიტუაციაში სანდრო მამამთავრიშვილი გაასინბინა. ტაიმის ბოლოს თედო აბჟანდაძემ თამამი გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენი ლელოდან ხელდახელ შეუტია. მას კარგად მიყვა ოთარ ძაგნიძე და აფრასიძე, რომელმაც ფეხით კიდევ უფრო დიდი მანძილი მოიგო. ტაიმის დასრულებამდე აღარაფერი რჩებოდა, როდესაც მეტოქემ მეტობის გამოყენება მაინც მოახერხა და მეორე ტაიმს 10-ქულიანი უპირატესობით შეხვდა - 17:7.
მეორე ტაიმის დასაწყისში აფრასიძემ ჯარიმის გატანა 60 მეტრიდან სცადა. ბურთი ძელებსშუა მიფრინავდა, თუმცა დარტყმას ძალა დააკლდა. ამის კვლავ ფრანგთა მასირებული შეტევები მოყვა და 55-ე წუთზე მესამე გარდასახული ლელო გავიდა.
დასკვნით 20 წუთში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა და 69-ე წუთზე ქართველებმა ფრანგებს მეორე ლელო გაუტანეს. მეტოქე მათსავე 22-ში, 5-მეტრიან წყვეტილთან შევავიწროვეთ და შეცდომა დავაშვებინეთ, მიხეილ ალანიამ ბურთი მარცხნივ გაიტანა, ლუკა დვალიშვილმა მცირედი ყოვნით ფრანგთა დაცვის ხაზი გატეხა და ძაგნიძე ლელოში მარცხნიდან შევიდა. გარდასახვა არაზუსტი იყო, ბონუსის ასაღებად დასკვნით 10 წუთში ლელოზე უნდა გვეთამაშა. სამწუხაროდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და მასპინძელმა საფრანგეთმა 24:12 იმარჯვა.
უმცროსი ბორჯღალოსნები ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს 7 ივნისს ნარბონში, ირლანდიასთან გამართავენ. შეხვედრა საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება.
RUGBY.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გზავნილი
კონკრეტული (და ამავე დროს მარტივი) კითხვები დაგისვი, დამავალებ თუ თითოეულს ასევე კონკრეტულად უპასუხებ - თეორიების განვრცობის გარეშე
საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა. რაიონებში სკოლები იხურება. თუ სკოლა შემორჩა ზოგიერთი კლასი სულ არ არსებობს ან კლასში ერთი ორი ბავშვი დადის. ვიყავი სამგრელოს, რაჭის, ლეჩხუმის ზოგიერთ სოფელში, ბავშვები ვერ ვიპოვე. არ არიან. მოხუცებია უფრო, შვილები თავიანთი ოჯახებით ან თბილისში იმყოფებიან ან წასულები არიან საზღვარგარეთ სამუდამოდ. სამეგრელოში მათ ადგილას ჩინელები ვნახე. გული მტკივა, რომ იკარგება ქართული გენი. 0 დან 19 წლიანები აზერბაიჯანელებზე და სომხებზე, რომ არაფერი ვთქვათ ჩეჩნები, ლეკები, ავარიელები, ინგუშები... გვისწრებენ. გული მიკვდება, რომ ფარნავაზის, მირიანის, დავით აღმაშენებლის, გიორგი მერჩულეს, თამარ მეფის, შოთა რუსთაველის, ცოტნე დადიანის, ... ილია ჭავჭავაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, სულხან საბა ორბელიანის, .... ბევრი ვაჟკაცის, ძალიან ბევრის (უბრალოდ ძაან დიდხანს მომიწევს წერა) საქართველო იღუპება. ჩვენი მორაგბეების, მოჭიდავეების, მკლავჭიდელების, ძიუდოისტების... საქართველო იცლება ქართველებისაგან და საქართველოც პატარავდება ტერიტორიულად. ნუთუ ქართველებმა დავკარგეთ ინსტიქტი თვითგადარჩენისა? ბევრი გარბის ქვეყნიდან, აქ კიდევ ან არ ოჯახებდა ან ერთ შვილს აჩენს და იმაზე ჯერდება. კი ვიტყვით გაჭირვებააო, მაგრამ სხვაგან რა ულხინთ? თუ არ გამოვფხიზლდით საქართველო დაიღუპება. იმ რაგბისტების, მოჭიდავეების, ძალოსნების, მკლავჭიდელების... კიდევ ბევრ სხვათა ოჯახებში (აქ მხოილოდ სპორტზე ვიტყვი) რომ ყოლოდათ კიდევ ერთი ორი ბიჭით მეტი, თუნდაც გოგოები ხომ უფრო ბევრნი და უფრო ძლიერები ვიქნებოდით? გვეყოლბა არა ერთი ლევან საღინაძე, ერთი ლევან გორგაძე, ერთი ლაშა ტალახაძე ... არამედ ბევრად მეტი... ბევრად. გამრავლდით ქართველებო.
P.S: აფხაზეთში მრავალშვილიანობაზე აიღეს აქცენტი. 40-47 წლის ქალები აჩენენ მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეტ შვილს. თვითონ ვიცი. ნუთუ ყველამ უნდა გვაჯობოს ჭკუაში?
ღმერთო დაიფარე საქართველო!!!
გაიხარე მეგობარო სიმართლის თქმისთვის, შენ ნამდვილად ჩვენი ქვეყნის სამწუხარო რეალობა აღწერე ! ! !
ბოდიში ლევანთან - ლევან საღინაშვილი...
ამ ეტაპზე მწვრთნელების გადაყენებაზე ფიქრი და მეტის მოთხოვნა რბილად რომ ვთქვათ არასწორია, წარმოუდგენელი პროგრესი გვაქვს იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე რაც ქვეყანაშია: ოჯახების უმეტესობას არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ბავშვი ჰყავდეს ისეთ კვებაზე რომ ყველა საჭირო პროდუქტი მიიღოს ორგანიზმმა, სანთლით საძებარი გვყავს მაღალი ბიჭები და მეორე ხაზში ერთადერთი 2 მეტრიანი ბიჭი გვყავს ბოლო ბოლო 5 წელიწადში თუარვცდები, მოთამაშეებს ვარჩევთ სულ რამდენიმე კლუბიდან, გვაქვს დაბალი ფინანსები კლუბების დასაფინასებლად. ჩამოტვლილი კომპონენტებით ყველაზე დაბალი შესაძლელობ უნდა გვქოდეს ლოგიკურად ამ 12 გუნდს შორის, იგივე საფრანგეთს რომ შევადაროთ რამდენიმე მოთამაშეს რომ წაიყვანენ კლერმონი, რასინგი, მონპელიე და ა.შ ეგ გვიხარია და იმათ რომ ყველა მოთამაშე ამისთანა კლუბებში ჰყავთ და იქიდან არჩევენ ?! ამ ყველაფრის ფონზე ზალიან დიდი პროგრესი გვაქვს რაც სტატისტიკის გარეშეც აშკარაა, აი ცოტა მერე გვიჭირს 20 წლამდელების შეკრებებს რო რჩებიან და მერე ზოგი უცხოეთში ზოგი ადგილობრივ კლუბში ვერ აღწევს ისეთ პროგრესს როგორსაც ველით ჩემი აზრით ესეც იმ შეკრებების და მომზადების მაღალ დონეზე მიუთითებს რასაც 20 წლამდელები გადიან შეკრებაზე
100%-იანი ხარ
პროგრესი რომ სახეზეა ციფრები მეტყველებს
2016-ში სამივე თამაში წავეგეთ
0:55 ზელანდია
9:10 უელსი
7:35 ირლანდია
ჯგუფში 16/100 ანუ -84 და ერთი ბონუს ქულა გვქონდა
პლეიოფებში
18:17 იტალია და 24:27 საფრანგეთი = 10 ადგილი
ჯამში
5-1-0-4/58:144 -86 ქულა (ბალანსი)
2017-ში
ჯგუფში ისევ სამივე თამაში წავაგეთ:
26:37 არგენტინა
14:38 აფრიკა
0:54 საფრანგეთი
ჯგუფში 40/129 ანუ -89 ბონუსს ვერ შევწვდით
პლეიოფებში კი
26:25 არგენტინა და
18:24 ირკლანდია
ანუ ჯამში
5-1-0-4: 84/178 -94 ქულა (ბალანსი)
წელს (2018)
ჯგუფში ორი მატჩი წავაგეთ (ლიდერებთან)
27:33 აფრიკა
12:24 საფრანგეთი
დაგვრჩა ირლანდია, რომელიც ლიდერებთან ასევე დამარცხდა
2-0-0-2 მოვიპოვეთ ბონუს ქულა, ბალანსი კი შემდეგია:
39:57 ანუ -18 ქულა
გასული ორი წლის უარყოფითი ბალანსის საშუალო, რომ განმეორდეს ირლანდიამ +68 ქულა უნდა გაგვიკეთოს
წლევანდელი ჩვენი საკბილოთა კატეგორიიდან (ორი ტურის თავზე შედეგებით-მეტნაკლებად) იაპონია, შოტლანდია, უელსი, იტალია და ირლანდიაა
თუ მომდევნო მატჩს ვერ მოვიგებთ და ვერ მოიგებს ვერც შოტლანდია და იაპონია ვხვდებით სქოტებს (უარეს სცენარში კი თუ მათთანაც დავმარცხდებით იაპონია ირლანდიაში დამარცხებულს_სავარაუდოდ იაპონიას)
მაგრამ მჯერა, რომ ირლანდიას 55/60 წუთი თუ 5-8 ქულაზე არ გავუშვებთ, მერე მვოუგებთ
გიორგი გეთანხმებით ზემოთ მოყვანილ სტატისტიკაში და თქვენ მსჯელობის ხაზში, მაგრამ ეს სტატისტიკა რას გვაძლევს 10 წლის მერე?
10 წლის მერე როცა ეს ბიჭები იქნებიან ეროვნული ნაკრების ბირთვი, პლიუს წინა ორი თაობა ჯამში მივიღებთ იმას რომ მსოფლიო რეიტინგის ათეულში ვიქნებით ისევ და პირველი ეშელონის გუნდებთან კომპლექსებით. ანუ თუ ლოგიკაში გამომყვებით ფაქტიურად არაფერი შეიცვლება - არ მიგვიღებენ 6 ერში, გვექნება მხოლოდ წელიწადში 2-3 ტესტი და მერჩა. სად გამოდის აქ ლოგიკა?
რა უნდა გაკეთებულიყო ჩჰემი აზრით - ძალიან მაგარი რამე მოხდა რომ 18 წლამდელებმა ევროპა მოიგეს! უნდა გაგრძელებულიყო შეტევის ხაზი 6 ერის გუნდებზე 20 წლამდელებში რომ გვქონოდა თუნდაც 20 წლამდელთა 6 ერში შესვლის პრეტენზია. ეს ყველა შემდეგ თაობას მიცემდა მათთან თამაშის კომპლექსის მოხსნას. ჩვენს ბიჭებს ექნებოდათ გამოცდილება მათთან თამაშის და გამარჯვებების - თუნდაც შიდაგადაშიგ და თუნდაც 10 წლის შემდეგ გვექნებოდა 6 ერში შესვლის უფლება ბეხის დაბაკუნებით.
ახლა რა გვაქვს? - ყოველ წელს ვეთამაშებით მათ 2 წლით პატარა ბიჭებით იმ ლოგიკით რომ გამოცდილები იქნებიან. ამას გვეუბნებოდენ 3 წლის წინაც და თუ არ მოვითხოვეთ ამ მწვრთნელთა გადადგომა დედაბუდიანად და უცხოელი მწვრთნელის ჩამოყვანა გვეყოლებიან - მშიშარა, გამოუცდელი, მცირე კვალიფიკაციის (თუმცა მჯერა რომ პატრიოტები და რაგბის ქომაგნი) მწვრთნელები რომლებმაც უკვე "შეიწირეს" სამი თაობა! მგონი კმარა.
უცხოელ მწვრთნელს არ ექნება კომპლექსი, გათვლის რეალურ შესაძლებლობებზე (დამიჯერეთ არ ვითხოვ მსოფლიო ჩემპიონობას), არ მოხვდებიან იქ მამიკოს შვილები, არ მოხვდებიან 18 წლამდელები, რომლებიც, ფიზიკურად და მენტალურად არ იმსახურებენ (მაგალითად აბჟანდაძე, თაფლაძე, ჟალაღონია) და გვეყოლება გუნდი, რომელიც იბრძოლებს ღეალურად თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმზე და მაგალითად არ გამოიყვანს საკვანძო მოთამაშეებს თამაშიდან მაშინ როცა ფრანგებთან გაწვიმდა და დადგა ჩვენთვის სასურველი სიტუაცია როცა შანსი გაგვიჩნდა და უნდა შეგვეტია.
გიორგი ახლა მითხარით სად არის ეს ლოგიკა მცდარი?
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გუშინდელი თამაშის მერე - ჯალაღონიაზე და მთელი მისი კარიერიდან გამომდინარე - აბჟანდაძეზე, როგორ უნდა თქვა რომ მენტალურად არ იმსახურებენ? გულშემატკივრები უკვე იმას ამბობენ რომ აბჟანდაძე 2019 წელს მსოფლიოზე უნდა იყოს და 20 წლამდელებს არ იმსახურებს?
აბჟანდაძეზე და ჯალაღონიაზე პირიქით ვიგულისხმე როგორც გამონაკლისები დავასახელე, ბოდიში მათთან, გამომჩა- მაგალითად გამონაკლისია. Iსინი ძალიან ალე დაიმკვიდრებენ ადგილს ეროვნულშიც
მეგობარო ნუ მიწყენ მარგამ იმდენად არაადექვატურია შენი ნაწერი რომ - პირველი აბზაცის საერთოდ პათოსს ვერ ჩავწვდი (არათუ ლოგიკას)
უკუღმა დააყენე ყველაფერი
ანუ ჯერ უმცროსები მიიღონ 6 ერში და მერე დიდების 6 ერში?
ამ დროს ეს არის დედამოკითხული კომერციული ტურნირი 6 ერი და იგივე ქვეყნები იგივე ფორმატით ათამაშებენ საკუთარ ასაკობრივ ნაკრებებს - ესაა ლოგიკა
ჩვენი 1-ლ დონესთან ვერ მოგების მიზეზები მარტო ფსიქოლოგიური მომენტი რომ არ არის ეგ უნდა იცოდე როდესაც ამხელა ნარკვევს გამოამზეურებ - მომზადების დონე - ფიზიკა, ტაქტიკა, ტექნიკა - და ეს სამი კომპონენტი ყველა თაობაში თანაბრად + წლიდანწალმდე კონკურენცია, რაც ჩვენ ვერ გვაქვს გარდა იმისა რომ ღატაკია ქვეყანა არც დემოგრაფიულად გვილხინს
3 თაობა შეიწირესო და მე-4 ს იწირავენო - ამაში რას გულისხმობ? აი ეგ ამიხსენი ანუ დააკომპლექსეს და ზრდის საშუალება მოუსპეს?
1995, 96, 97, 98 წლიანებში ვინც გამორჩეული იყო 3-4 გამონაკლისის გარდა ყველა წაიყვანა ფრანგებმა (1-2 სხვებმაც) მარგამ ვინც ვერ ივარგა მოაბრუნეს...
ამ დროს სპორცმენი იზრდება კლუბში სადაც მთელ ცხოვრებას ატარებს, ნაკრებში შეკრებაზე 2-3 კვირა გაზრდილი სპორცმენი სამყაროში არ არსებობს.
აი მამიკოს შვილებიო რომ ამბობ (ანუ ალანიას, ძაგნიძეს და მარჯანიშვილს გულისხმობ) ნამუსიც კაი საქონელია რა - ეს ბიჭები U18 ში მაგრები იყვნენ, დიდი10ში თავს იჩენენ და ახლა გახდნენ მამიკოს ბიჭობით მოხვედრილები?
იცი რამდენი გუნდიდან ხდება სანაკრებო სელექცია? (თუ იცი თან ჩამოთვალე!) რომელი გუნდი "ა", "ბ" ლიგაში და ზოგი ახალგაზრდა დიდი10-ში რას წარმოადგენს?
ა და ბ ლიგში 2-3 გუნდი რომ იმიტომ ერთდება, რომ კონტიგენტი ვერ ჰყავთ?
ან რატომ გვყავს ნაკრებში 19 და 18 წლის ბიჭები?
იქნებ სელექციის პრობლემების გამო ან იქნებ იმის გათვლითაც რომ მომავალი და შემდგომი წლის კონტიგენტი ხმაურიანი გამარჯვებებისთVის აქედანვე შეიკვრას, ან იქნებ ორივე ერთად?
ან აბჟანდაძე, თაფლაძე და ჯალაღონიას რომ ახსენებ - მათი რამე იცი? თამაში გინახავს? თავიანთ თაობას სადმე შეადარე?
აი ამ სამს (ზუსტად რომ მორაგბე მამების შვილებში აგერია - ეგეც არ გცოდნია) რას უწუნებ - ჩამოთვალე
მერე იმ ფრანგების პოტენციალი მოიკითხე რამდენი კლუბი კი არა აკადემიაა და რამდენი კლუბი იღებს სელექსიაში მონაწილეობას?
ან წარმოდგენა არ გაქვს რას წერ, ან ილუზიებში ცხვორობ, ან იაფფასიან პროვოკაციას თეს...
ეს ბოლო არ მგონია, ვერ გკადრებ - გულ ანთებული გულშმეატკივრის შთაბეჭდიელაბს ტოვებ, როემლიც რეალობას აცდენილია
მიზანი არის დარჩენა ანუ მე11 ან მე10 ადგილის დაკავება - შესაბამისად მე9 ადილი და ზევით უკვე წარმატებაა ამ მიზნის მისაღწევად კი მწვრთნელების შეხედულებები გულისხმობს აბჟანდაძეს, მაჩალაძეს, ჯალაღონიას, მამიკოს ბიჭებს და ა.შ. ...
არ გეკადრება, უხერხულია
მოდით იქედან დავიწყებ, რომ ერთი სიტყვის გამორჩენის გამო კონტექსტი სულ შემეცვალა და ხაზს გავუსვამ რომ აფრასიძე, ჯალღონია თაფლაძე და აბჟანდძე ყველაზე გამორჩეულები არიან ამ ნაკრებში და იმედია კიდევ უფრო წინ წავლენ.
მოდით ვეცდები ნაბიჯ-ნაბიჯ გიპასუხოთ:
1.უკუღმა დაწყებაზე - დიახ ზუსტად ეგ მქონდა მხედველობაში რომ ჯერ 18 და 20 წლიანებში ვცადოთ შევიდეთ 6 ერში და მერე დიდებში. საერთოდ მიმაჩნია რომ ეს უკუღმა კი არა წაღმაა, მაგრამ თუ თუნდაც 2-3 გუნდს არ დააგორებ მსოფლიოზე მაგ ექვსეულიდან, რა ინტერესი ექნებათ 6 ერის მამებს მანდ გიხილონ. თანაც ვფიქრობ რომ სპონსორების პრობლემას აქ მაინც არ მოიშველიებენ და ჩვენ რამდენად ვისარგებლებთ აქედან სადავო არ უნდა იყოს.
2. ის დედამოკითხული იმიტომ არის თავგასული რომ მაღალ ფეხებზე დგას და თუ ამ ფეხებს არ შევუმოკლებთ ჩვენ თვითონ, ყოველთვის მაღლიდან გადმოგვხედავს. ჩვენი ნაკრების თითქმის არცერთ თამაშს არ ვტოვებ (მხოლოდ აარგენტინაში ვერ წავედი) და ძალიან საინტერესო საუბრები მქონდა გულშემატკივრებთან. მათი აზრია - სანამ ჩვენ რეალურად არ დავიწყებთ მათ მოგებას მანამდე არაფერი არ იქნება. სხვათა შორის მათ მითხრეს, რომ ერთგვარი გაცვლითი პროგრამა აქვთ გულშემატკივრებს ერთმანეთში - სხვა ქვეყნების ქომაგებს სტუმრობენ სახლებში და მერე თვითონაც მიდიან მეორე მხარეს (სოლიდურ თანხებს ზოგავენ ორივე მხარე) და იქნება მოხდეს როგორმე დაკავშირება ფანკლუბებთან. ამ ტიპის თანამშრომლობა ხომ საუკეთესო რეკლამაა ჩვენი რაგბის.
3. ჩვენი 1-ლ დონესთან ვერ მოგების მიზეზები მარტო ფსიქოლოგიური მომენტი რომ არ არის ეგ ვიცი მაგრამ ვერ დაგეთანხმები, რომ მარტო ფიზიკა, ტაქტიკა და ტექნიკაა მთავარი. მაგრამ ეს ოთხი მომენტი გამბედავ, ძალიან გამოცდილ და მეტი ფანთაზიის და ამბიციის მქონე მწვრთნელებთან არის კომპლექსი რომელიც ყველა ერთადაა საჭირო წარმატების მიასაღწევად.
4. თაობების შეწირვაზე - არ ვიცი გიორგი სპორტით დაკავებული ყოფილხართ თუ არა ოდესმე მაგრამ ამ ასაკში 2 წელი ძალიან დიდი სხვაობაა სპორტისთვის - ვდულისხმობ როგორც ფიზიკურს ისე გონებრივ და ფსიქოლოგიურ გამოცდილებას. თქვენ თვითონ საკუთარი თავი არ გახსოვთ 18 და 20 წლის ასაკში რამდენად განსხვავდებოდით? მესმის რომ არსებობენ გამონაკლისები, მაგალითად აბჟანდაძე რომელიც ჩემი აზრით ჯინჭველაშვილს ახლაც ჯობია ყველაფერში, მაგრამ მისი ამ ასაკში ეროვნულში დაყენება ალბათ სისულელეა. აქ სიტყვაზე თუ არ გამოვეკიდებით ერთმანეთს და ვიხმართ გაწირულის მაგიერ გამოუყენებელ თაობებს რომლებმაც როგორც გუნდმა საკადრისს შედეგს ვერ მიაღწია არაფერი შეიცვლება. სამი წელია საუბარი მიდის იმაზე, რომ პატარებს ვათამაშებთ რომ შემდეგ გამოვიყენოთ, მაგრამ ეს შემდეგ როდის უნდა დადგეს - 2030-ში? კატეგორიულად მჯერა რომ კამაზის საბურავივით დანამატებით გაჟღენთილ 6 ერელებს მინიმუმ თავისი ასაკის მორაგბე უნდა დავახვედროთ. სად წავიდნენ ის ბიჭები რომლებიც შარშან და შარშანწინ თამაშობდნენ და 18 წლისანი იყვნენ, სად გამოვიენეთ ისინი? მაშინ რა აზრი ქონდა მათ იმ ასაკში დაყენებას? ან დარწმუნებული ხართ რომ ეს 17-18 წლის ბიჭები გაისად და გარდამაისად ნაკრებში იქნებიან? კი მაგრამ ისე ჩასვრილად გვაქვს საქმე რომ 19-20 წლის ბიჭებით ერთი სრული გუნდი ვერ დაგვიკომპლექტებია? მაშინ ფედერაცია რას აკეთებს, რას აკეთებებენ აკადემიები, რომლებითაც ასე ვამაყობთ? გეთანხმებით რომ ნაკრების მწვრთნელები 2-3 კვირაში კი არა 2-3 თვე მაინც არიან ერთად ნავარჯიშები მაგრამ ვერ ასწავლის ანაბანას. მელიტონა თუ დასევს ჩვენს ლომებს, აკონტროლებს და ინსტრუქციებს აძლევს ამხელა კაცებს ამათმა ვერ გამონახეს დრო რომ დროდადრო ჩამოუარონ ბიჭებს და ადგილზე ნახონ როგორ ვარჯიშობენ და სად უნდა გაამახვილონ ყურადღება? მარტო ჩემპიონატის დროს იღებენ ხელფასს?
5. მამიკოს შვილებზე - ამ ტერმინში რაგბისტების შვილებს არ ვგულისხმობდი, ვგულისხმობდი ყველას ვინც არაა მზად არაა ამ დროისთვის ამ წუთას. მე არ ვიცი ვისი შვილია ჭიჭინაძე - შვილებს ვფიცავარ მართლა მჯერა რომ გაისად თუ არა შემდეგ წელს დედის რძეს ამოანთხევიებს ყველას, მაგრამ ახლა ამ წუთას ძალიან ბავშვია და ეს ფაქტია. ძალიან ძნელია ალანიაზე რამის თქმა - შესანიშნავი სალელოვე პასი გააკეთა, მაგრამ 3 9 ნომერი რაში ჭირდება გუნდს, როცა სხვა ორის კვალიფიკაცია საეჭვო არაა და ამ დროს გუნდში გვყავს მხოლოდ ერთი 18 წლის 15 ნომერი, რომელმაც საბედისწერო შეცდომები დაუშვა წინა თამაშში და კინაღამ ამ თამაშში იგივე გააკეთა. ძაგნიძე არც მიგულისხმია, ფიზიკურად ძალიან ძლიერია ასაკის მიუხედავად და ძალიანაც სწრაფია. თავად ხომ არ გაგიჩნდათ კითხევები მის მიმართ? ). მარჯანიშვილს რაც შეეხება არ არსებობს კითხვის დასმის ლეგიტიმაცია როცა ბავშვი დამტვრეულია და მსოფლიო ჩემპიონატზე მიყავთ?
6. რაც შეეხება რესურსების უკმარისობას - თუ არ მოითხევე (და არ თხოვე) მთავრობას საიდან გაჩნდება რესურსი. თუ ფეხბურთი 50 მილიონს ღებულობს წლიურად რატომ აქვს რაგბს მხოლოდ 7.5? გამოვიდა სადმე და მოითხოვა ფედერაციამ და არ დავუდექით გვერდით? ჩემი ძმიშვილი 12 წლისაა და ამერიკიდან ვუგზავნი ბიცებს და ბურთებს. ვისაც ტალანტი აქვს და ბუცი კი არა ბურთის ფული არ აქვს იმან რა ქნას? ამაზე ვინ უნდა იზრუნოს? ფედერაცია მთავრობას არაფერს თხოვს და 6 ერს მოთხოვს რამეს? მის აღმატებულებას სვანიძეს კარდიფში ქუჩაში შევეჩეხე და ვკითხე რას ვიზამთ დღეს მოვიგებთ თქო და მიპასუხა ხვალ გეტყვიო!!! პრეზიდენტს რომ არ წამს წარმატების მწვრთნელს მოთხოვს ამას? ნიჟარაძის მერე რაღაც თვითდინებით მივდივართ და ეს სასტიკად არ მომწონს!
7. მიზანი - მიზანი შეიძლება იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი. მოკლევადიან პერსპექტივაში (ფაქტია რომ ვიზრდებით ძალიან ნელა) დარჩენა შემდეგ მსოფლიო თასზე მოხდება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ვთქვათ 10 წლის მერეც ვიქნებით სადღაც 10ულში. 10 წლის მერეც ხომ ეს ბიჭები იქნებიან ეროვნულში პლიუს წინა 2 წლის, მომავალი 2 წლის თაობა, ასევე ვინმე ვუნდერკინდი თუ იქნება. მაშინაც უნდა ვიყოთ რაგბი ევროპაზე და ვიბრძოლოთ შემდეგი მსოფლიო თასისთვის რომ ჯგუფში 2 თამაში მოვიგოთ?
გიორგი მეგობარო, მე არ ვცხოვრობ ილუზიაში, მე ცხოვრობ ამერიკაში - ქვეყანაში სადაც მხოლოდ შენი თავის იმედი გაქვს და მხოლოდ შენ შეგიძლია შენი მომავლის გამოჭედვა. აქ არ ვცხოვრობთ ილუზიაში, აქ მაგის დრო არ გვაქვს უბრალოდ.
ჩვენ თუ დავდგებით ახლა დავაქუხებთ გულისგამხეთქავ სადღეგრძელოებს, რომ ყველაფერი კარგადაა, ჩვენ ვერ შევძელით მაგრამ თქვენი და ჩემი შვილები მაინც მოესწრებიან 6 ერში შესვლას ილუზია ეს იქნება. მე (თუ მართლა ფიქრობთ რომ მე ილუზიაში ვარ) მინდა რომ წინ წავიდეთ. ამისთვის ფედერაცია უნდა გაინძრეს, მოძებნოს ფინანსები, მოძებნოს მინიმუმ სამი გუნდი წარმატებული უცხოელი მწვრთნელების (აღმოსავლეთის და დასავლეთის აკადემიებისთვის და ერთი 20 წლამდელებისთვის), უზრუნველყოს თუნდაც აკადემიებში არსებული კონტინგენტის კვება და განვითარება. იზრუნოს თუნდაც 18 და 20 წლამდელების 6 ერში შესვლაზე - ცადოს მაინც!!!
ეტყობა არ გაქვს საკმარისი ინფორმაცია რომ დასკვნები აკეთო - სამწუხაროა
ვერ ვისაუბრებთ მე და შენ - ძალიან სხვაგან ხარ, რეალობას აცდენილი
და აქაურ კომენტარში ვერ ჩავატევ იმ ინფორმაციას რაც სხვაგვარად შეგახედებდა მოვლენებზე
გასაგებია, ეტყობა რომ ან ძალიან პირადილს შევეხე ან Fედერაცასთან დაახლოებული პირი ხართ ბატონო გიორგი. ამიტომ თუ ამას ილუზიასI არ ჩამომართმევთ იქნებ ფედერაციას ხმა მიაწოდოთ რომ გასვლით ტამაშებში იმის ორგანიზება მაინც გააკეთონ რომ გულშემატკივარი ერთ სექტორში მაინც ვიჯდეთ და დაქსაქსული არ ვიყოთროგორც მე და თქვენ ახლა. განსაკუთრებით ეს იაპონიას ეხება სადაც ალბათ ძალიან ცოტა გულშემატკივარი ვიქნებით. ეს მარტო ჩემთვის არ მინდა ბიჭებს ჭირდებათ გულშემატკივრის მხარდაჭერა საჭირო მომენტში...
:facepalm:
აი ეგეც "გასვლით ტამაშებში იმის ორგანიზება მაინც გააკეთონ რომ გულშემატკივარი ერთ სექტორში მაინც ვიჯდეთ და დაქსაქსული არ ვიყოთ" მაგარი მოთხოვნაა, მე და შენ ბილეთებსრომ ცალცალკე ვიყიდით - სხვადასხვა ადგილს ერთად როგორ უნდა დაგვსვან?
კათხა ლუდთან ვისაუბროთ, მე კავშირის გულშემატკივარმა ან წარმომადგენელმა და თქვენ
გირგი ერთი საათი წრერე თქვენთვის პასუხი და ამ საიტს ვერაფერი გავუგე, სადGაც გაქრა. ახლა სამსახურში მივდივარ და მოგვიანებით გიპასუხებთ
მარტივი და კონკრეტული კითხვები დაგისვი და იქნებ ჯერ მათ უპასუხო
თეორიები, მოსაზრებები, სურვილები და მსგავსი სამომავლოდ
ძალიან მაინტერესებს ჩემს მიერ დასმულ კონკრეტულ კითხვებზე პასუხი
ჯერ-ჯერობით რაც გამოჩნდა ამ ჩემპიონატზე ძალიან მომატებული გვაქვს შეტევაში - რამდენჯერაც შევედით 22-ში ქულის გარეშე არ გამოვედით. ძალიან გვიჭირს - ბურთზე კონტროლის მოპოვება.
ვნახოთ ირლანდიასთან რა იქნება. ისე რა ხალხი ვართ ეს ქართველები, 4 წლის წინ ალაფას ვთამაშობდით და დღეს ირლანდიასთან გამრჯვებას ვითხოვთ. წაგების შემთხვევაში ბევრი უკმაყოფილოც დარჩება, არადა ირლანდიააა...
4 წლის წინ ალაფას ვთამაშობდით და დღეს ირლანდიასთან გამრჯვებას ვითხოვთ - 4 რატომ? 2015 ალაფა ვითამაშეთ
წაგების შემთხვევაში ბევრი უკმაყოფილოც დარჩება, არადა ირლანდიააა... - ტაქტიკურად ძალიან
სწორ რაგბს თამაშობენ, შემკვრელი ყავთ მაგარი მონსტრი, რაქი, საჰაერო ბრძოლები და მიყოლა მაგარი აქვთ, უბრალოდ მგონი ფიზიკაში მოიკოჭლებენ და მარქაფა ვერ უვარგათ ორივე მატჩის მე-2 ტაიმები უშანსოდ დათმეს, ისე რო თამაშებიც წააგეს
ძალიან გვიჭირს - ბურთზე კონტროლის მოპოვება - ამის მიზეზი რამდენიმეა: რაქში უნდა ვივარგოთ, მაქსიმალურად მეტოქის ნახევარზე ვითამაშოთ ანუ ზურგში დარტმული ავიღოთ და ან ხელდახელ ავიტანოთ ან ბოქსქიქს ისე მივყვეთ რომ ხაზი ავწიოთ და პრველი კონტაქტიბოჭვა არ გავაცუდოთ, რასაც დროული ჩახურვა თუ არ მიყვა - ბურთს ვერ მოიპოვებ - დერეფანი გამოსწორებული გვაქვს, თუმცა მიწოლაშიც (სტატიკა/მოლი) ისე ვერ ვდომინირებთ, როგორც მიჩვეულები ვართ
ხოდა სამი წელი მსოფლიო და მეოთხე ალაფა.
სწრაფ შეტევებზეა აქცენტი და მაგას ვაბრალებ ბურთის ვერ შენარჩუნებას, თუ გამოვა შეტევა ხომ კარგი თუ არა და ბურთი იკარგება. რასაც ვუყურებ აიღე და მიეძალეს არ ვიყენებთ მაინცდამაინც, არადა გუშინ საფრანგეთთან შეიძლებოდა მოედნის ცენტრში ბურთი ცოტა ხნით დაგვეჭირა და დაგვეჩეჩქვა ფრანგები.
მივზაწერე შენს მოსაზრებას, რომ ამ თაობის კოზირი რაღაც ვერ არის მიწოლა
ქართველობა წართმეული შერკინება გვაქვს
მოკლედ ჩემი ვარაუდით როგორც დავთვალე შემდეგ ტურში არგენტინამ უნდა მოიგოს იტალიასთან და ჩვენ ირლანდიასთან რომ მოვხვდეთ 5-8 ადგილების გათამაშების ბადეში. წაგების შემთხვევაში დიდი ალბათობით შოტლანდიასთან მოგვიწევს თამაში რომელიც ინგლისს ეთამაშება და 99% წააგებს. თუ მოვიგეთ და არგენტინამ წააგო იტალიასთან მაშინ დიდი ალბათობით იაპონიას შევხვდებით.
პირიქით მე ვიტყოდი, რომ ამ თამაშის მოგება უფრო შეიძლებოდა, რომ გვეთამაშა, მაგრამ შემადგენლობიდანაც ჩანდა, რომ გუნდს სხვა დავალება ჰქონდა და ამას თვითონ მწვრთნელებიც არ მალავენ. ჩმეი აზრია შევეშვათ ამ ერთი თამაშის მოგების დაგეგმარებებს, რაც არანაირად ჯდება რაგბის სულისკვეთებაში, მოედანზე წასაგებად გასვლა მე არ გამიგია, და გადავიდეთ ყველა თამაშში მოსაგებად გასვლაზე, თუნდაც ყველა მათგანი წავაგოთ, დამიჯერეთ მასე უფრო გაიზრდებიან ეს ბიჭები.საფრანგეთი ვერანაირად ჯობდა სამხრეთ აფრიკას, თუმცა არ ვითამაშეთ. ჩემთვის ამ მიდგომას გამართლება არ აქვს.
Fatal error: Uncaught TypeError: Unsupported operand types: string & int in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php:354 Stack trace: #0 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/functions.php(379): geoip_open() #1 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/pages/article.php(580): printComments() #2 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/index.php(774): include('...') #3 {main} thrown in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php on line 354