საერთაშორისო

23:30 | 5.04.2018 | ნანახია 4590 - ჯერ

“მსოფლიო რაგბი” ბელგია-ესპანეთზე: “საუკეთესო გამოსავალი გადათამაშებაა”

“მსოფლიო რაგბიმ” დღეს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი, რომელშიც ბელგიის ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და ეს შეხვედრა ამავდროულად, 2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა გახლდათ, უნდა გადათამაშდეს.

როგორც მოგეხსენებათ, ზემოხსენებულ მატჩში ბელგიამ მოულოდნელად 18:10 იმარჯვა და ესპანეთს პირველი ადგილი დააკარგვინა, მაგრამ ამაში უდიდესი წვლილი რუმინელმა მსაჯმა ვლად იორდაკესკუმ შეიტანა, რომელმაც აშკარად არაობიექტურად იმსაჯა და ყველაფერი გააკეთა, რომ ესპანეთს წაეგო და რუმინეთს იაპონიის საგზური მოეპოვებინა.

შეხვედრის დასრულებისთანავე ესპანეთი მოთამაშეები მსაჯს მისცვივდნენ და ცოტა დააკლდათ, რომ ფიზიკურად არ გასწორებოდნენ. “მსოფლიო რაგბი” ამ ეპიზოდზეც აპირებს რეაგირებს, თუმცა იქამდე ესპანელთა საჩივარს მიხედეს, რომლებიც აღნიშნული მატჩის გამოძიებას და გადათამაშებას მოითხოვდნენ.

“მსოფლიო რაგბის” განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩატარებული გამოძიების და გარემოებების გათვალისწინებით, სპორტისთვის საუკეთესო გამოსავალი შეხვედრის გადათამაშებაა, ხოლო ცალკე იქნება განხილული იმ ესპანელი მოთამაშეების საკითხი, რომელთაც რუმინელი მსაჯის ცემა დააპირეს.

ბელგია-ესპანეთის შეხვედრის საბოლოო ბედი “რაგბი ევროპის” დამოუკიდებელი კომიტეტის შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს, თუმცა “მსოფლიო რაგბის” ნებას წესით წინ ვერ უნდა აღუდგენ. საბოლოოდ კი რაც იქნება და როგორც დასრულდება ეს გრძელი ამბავი, აუცილებლად გაცნობებთ...


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია

Fatal error: Uncaught TypeError: Unsupported operand types: string & int in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php:354 Stack trace: #0 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/functions.php(379): geoip_open() #1 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/pages/article.php(580): printComments() #2 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/index.php(774): include('...') #3 {main} thrown in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php on line 354