ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი, ფინალური მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ორი თასი
18 მარტს მილთონ ჰეიგის შეგირდებს "დინამო არენაზე" ორი თასი აქვთ დასაბრუნებელი. შარშან ბუქარესტში, რუმინეთმა მინიმალური სხვაობით იმარჯვა (8:7) და ბორჯღალოსნებთან 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, რითაც რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული და ჩვენს შორის საზიარო „ანთიმოზ ივერიელის სახელობის“ თასი თავისთან დაიტოვა.
შარშანდლამდე, უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში (2011-2016) ეს ორივე თასი საქართველოში იზამთრებდა და ახლა ბორჯღალოსნების უმთავრესი მიზანი მათი შინ დაბრუნებაა.
ამისათვის ერთი მარტივი გზა არსებობს - თამაშის მოგება. ეს ერთადერთი გზაა „ანთიმოზ ივერიელის“ თასის შინ დასაბრუნებლად. საქართველო და რუმინეთი, საზიარო თასისთვის 2002 წლიდან იბრძვიან და დღემდე ბორჯღალოსნებმა ის 10-ჯერ, ხოლო რუმინელებმა 6-ჯერ შემართეს. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ბორჯღალოსნები მოედანზე ორივე თასის დაბრუნებისთვის იბრძოლებენ!
ნაცადი შემადგენლობით
გასულ შაბათს კრასნოდარში რუსეთთან 29:9 მოგების შემდეგ, ჰეიგმა შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა.
პირველ ხაზში ანტონ ფეიქრიშვილის ნაცვლად ბრუნდება ბურჯი ლევან ჩილაჩავა. ის მიხეილ ნარიაშვილსა და შალვა მამუკაშვილს შეუწყვილდება. წლევანდელ რაგბი ევროპაზე ამ სამეულმა ორი თამაში დაიწყო - გერმანიასთან და ესპანეთთან. პირველი ხაზის მარქაფაში ის სამეულია, რომლებმაც კრასნოდარში ითამაშეს - ბადრი ალხაზაშვილი, კახა ასიეშვილი და გიორგი მელიქიძე.
უცვლელი დარჩა შერკინების მეორე და მესამე ხაზი. გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს კვლავ ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება, ფლანკერები კოკი თხილაიშვილი და ვიტო კოლელიშვილი არიან, ხოლო შერკინების შემკვრელი ლაშა ლომიძეა.
დარჩა ღერძი და უკანა ხაზი. 9-10 ნომრებზე შესაბამისად ვასილ ლობჟანიძე და ლაშა ხმალაძე იდგებიან; ცენტრში გიორგი კვესელაძე და დავით კაჭარავა, ხოლო ფრთებზე ანზორ სიჭინავა და სოსო მათიაშვილი.
მერაბ კვირიკაშვილი 18-ში თავის 110-ე კეპს მოიხვეჭს და მსოფლიოს მასშტაბით, ნაკრების კვართით ჩატარებული მატჩების რაოდენობით 25-ე პოზიციამდე აღზევდება. ამავე სიაში 28-ე ადგილზე დაწინაურდება კაჭარავა, რომელსაც „მეკოზე“ ერთით ნაკლები კეპი აქვს.
მეორე ხაზის მარქაფაში შალვა სუთიაშვილია, მესამე ხაზს მიხეილ გაჩეჩილაძე გააძლიერებს, 9 ნომერზე გელა აფრასიძე შევა, ხოლო ხაზში - ლაშა მალაღურაძე და ალექსანდრე თოდუა.
სტატისტიკა, თამაშები და ქულები
რუმინეთს პირველად 20 წლის წინ (1998), დუბლინში (ირლანდია) 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევში ვეთამაშეთ და გამარჯვება მეტოქეს დარჩა (27:23), 2000 წლიდან კი, ‘სტეჟარს’ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რეგულარულად ვხვდებით.
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ურთიერთშეხვედრების პირველ ნახევარში უპირატესობა მეტოქის მხარეს იყოს. პირველ 9 წელიწადში, 2006 წლამდე, 7-ჯერ გამარჯვება მეტოქეს დარჩა, ჩვენ კი მხოლოდ 2-ჯერ ვიმარჯვეთ - 2001 წელს ბუქარესტში 31:20 და 2005 წელს ეროვნულზე 20:13.
2007 წლიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და რუმინეთი 9-ჯერ დავამარცხეთ, ერთი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, ორი თამაში კი მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.
"სტეჟარს" სარეკორდო სხვაობით 2016 წელს, "დინამო არენაზე" მოვუგეთ. ბორჯღალოსნებმა გაიტანეს ერთი მატჩისთვის რეკორდული - 6 ლელო, თავად ლელო არ მიუღიათ და ლამაზ სტილში, 38:9 იმარჯვეს. საქართველომ რუმინეთთან ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება 2011 წლის მსოფლიო თასზე, პამერსთონში (ახალი ზელანდია) მოიპოვა - 25:9, რაც იმ დროისთვის სარეკორდო სხვაობა იყო.
სულ რუმინეთი 21 შეხვედრიდან დავამარცხეთ 11-ჯერ, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. ლელოთა თანაფარდობა 34/30-ზეა ჩვენს სასარგებლოდ, ქულების - 392:356.
საქართველოს ბორჯღალოსნები
"რაგბი ევროპა" | ბოლო, V რაუნდი | ანთიმოზ ივერიელის თასი | – რუმინეთი
კვი 18/03 2018 | თბილისი, დინამო არენა | 16.00
1989 - 2017 206 ტესტი | 252 ბორჯღალოსანი | სრულად
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | მერაბ კვირიკაშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1983 | 109 | 16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 5სბ |
14 | ანზორ სიჭინავა | აკადემია [საქ დ 10] | 1995 | 5 | 2ლ სბ |
13 | დავით კაჭარავა | ენისეი [რუს სუპერ] | 1985 | 108 | 22ლ [4 კაპ] 3სბ |
12 | გიორგი კვესელაძე | მარნეულის არმაზი [საქ დ 10] | 1997 | 6 | 3ლ |
11 | სოსო მათიაშვილი | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1993 | 8 | 4ლ 14გ 10ჯ [78 ქ] |
10 | ლაშა ხმალაძე | ბათუმი [საქ დ 10] | 1988 | 61 | 8ლ 4გ [48 ქ] |
9 | ვასილ ლობჟანიძე | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 31 | 5ლ |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 50 | 2ლ სბ |
2 | შალვა მამუკაშვილი | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1990 | 53 | 5ლ სბ |
3 | ლევან ჩილაჩავა | ტულონ [სფრ ტოპ14] | 1991 | 38 | 7ლ სბ |
4 | გიორგი ნემსაძე^კაპ | ბრისთოლ [ინგ ჩემპ] | 1984 | 80 | 13ლ [4 კაპ] 5სბ |
5 | ნოდარ ჭეიშვილი | შონბრი [სფრ ფედ1] | 1990 | 10 | : |
6 | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ დ 10] | 1991 | 44 | 10ლ სბ |
7 | ვიტო კოლელიშვილი | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1989 | 47 | 4ლ [1 კაპ] 2წბ 6სბ |
8 | ლაშა ლომიძე | ლონდონ აირიშ [ინგ პრემ] | 1992 | 40 | 5ლ + 2შ სბ |
თადარიგი [რეზერვი] | |||||
23 | სანდრო თოდუა | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1987 | 70 | 9ლ 2სბ |
22 | ლაშა მალაღურაძე | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1986 | 83 | 4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ |
21 | გელა აფრასიძე | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1998 | 7 | : |
16 | ბადრი ალხაზაშვილი | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1995 | 8 | : |
17 | კახა ასიეშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1987 | 30 | 4ლ |
18 | გიორგი მელიქიძე | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 6 | ლ |
19 | შალვა სუთიაშვილი | ანგულემ [სფრ პრო დ2] | 1984 | 65 | 2ლ [15 კაპ] 3სბ |
20 | მიხეილ გაჩეჩილაძე | ენისეი [რუს სუპერ] | 1990 | 4 | 2ლ |
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რომელ საათზეა და რომელი არხი აჩვენებს ძმებო?
ბორჯღალოსნებო, დღეს ლაღად, ლამაზად, დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ ! ! !
Fatal error: Uncaught TypeError: Unsupported operand types: string & int in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php:354 Stack trace: #0 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/functions.php(379): geoip_open() #1 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/pages/article.php(580): printComments() #2 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/index.php(774): include('...') #3 {main} thrown in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php on line 354