საერთაშორისო

17:22 | 17.09.2017 | ნანახია 10210 - ჯერ

საქართველო იტალიას შეხვდება

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Daily Mail–ი იუწყება, რომ 2018 წლის შემოდგომის ტესტებზე ერთმანეთს საქართველოს და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ზემოხსენებული წყაროს ცნობით, აღნიშნული მატჩის ჩატარებასთან დაკავშირებული შეთანხმება ლოს-ანჯელესში, “მსოფლიო რაგბის” შეხვედრაზე შედგა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გაიმართება ნახსენები ჯახი.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები იტალიას “მსოფლიო რაგბის” რეიტინგში უსწრებს, თუმცა 6 ერის თავჯდომარე ჯონ ფიანი ტურნირზე “ბორჯღალოსნების” მიღების ან გადასასვლელი ფლეი-ოფის შემოღების წინააღმდეგია.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:02 | 18.09.2017
buratino (480)

მშვენიერია! ბოლოსდაბოლოს, გვეღირსა მაკარონნიკებთან ტესტი. ოღონდ, სავარუდოდ იტალიაში მოგვიწევს თამაში, სადაც მასპინძლებს ფავორიტის სტატუსი ექნებათ და მსაჯები მიეხმარებიან. ამიტომ, თუ მოგება გვსურს, ჩვენს თავს უნდა გადავახტეთ.
თუ ისე მოხდა, რომ თბილისში შეგვახვედრეს, აი მაშინ სტადიონზე მთელი საქართველო უნდა მივიდეს

00:20 | 18.09.2017
BEERTRANCE (1073)

როგორც იქნა, იმედია სიმართლეა.

საკუთარ თავს უნდა გადავახტეთ ამ თამაშში.

22:35 | 17.09.2017
test (124)

ნაკრებიდან წასვლა არ წასვლა, მოთამაშის გადასაწყვეტია, თამაშს გუნდი არიან და თან საკმაოდ კარგი თაობა მოდის და ჯობია ნელნელა განვაახლოთ სისხლი, იტალიას რაც შეეხება რადგან ექვს ერში ყველაზე სუსტი გუნდია იმას არ ნიშნავს რომ ზოგადად სუსტი გუნდია, საკმაოდ კარგი მოთამაშეები ყავს და სერიოზული ომი გველოდება.


Fatal error: Uncaught TypeError: Unsupported operand types: string & int in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php:354 Stack trace: #0 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/functions.php(379): geoip_open() #1 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/pages/article.php(580): printComments() #2 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/index.php(774): include('...') #3 {main} thrown in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php on line 354