ძიება
საძიებო სიტყვაზე "" ნაპოვნია შედეგები

ახალ ამბებში:

15:54 | 03.07.2017

9 7-კაცა: სტაბილურად მერვე

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან პრის მესამე ეტაპიც მე-8 ადგილზე დაასრულა. მოსკოვისა და ლოძის მსგავსად, მეტის მიღწევა კლერმონშიც შეიძლებოდა, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია. პალიკო ჯიმშელაძის გუნდს ჰონკონგის საგზურის მოპოვების შანსის შესანარჩუნებლად მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავება მართებდა ...

11:02 | 03.07.2017

5 მოულოდნელობა „აჟენში“: გაგი ბაზაძემ კარიერა დაასრულა

ცოტა არ იყოს, მოულოდნელი ამბავი გავრცელდა ფრანგულ პრესაში. ტოპ 14-ში დაბრუნებულ „აჟენში“ შვებულება დამთავრდა და შაბათს, 1 ივლისს გუნდის მორაგბეები - ძველებიც და ახალწვეულებიც, კლუბის ბაზაზე შეიკრიბნენ. ყველა გამოცხადდა, ერთის გარდა. გაირკვა, რომ ერთ-ერთმა ახალწვეულმა, ქართველმა პირველხაზელმა ...

18:56 | 01.07.2017

0 კაცნაკლული “ოლ ბლექსი” ლომებთან დამარცხდა

ახალი ზელანდიის ნაკრების და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების მეორე ტესტი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. “ვესტპაკ სთედიუმზე” გამართული დაპირისპირება უაღრესად დაძაბული გამოდგა, თუმცა, სანახაობის მხრივ მაყურებელი ალბათ მეტს მოელოდა, მაგრამ მორაგბეებს ამაში ხელი ამინდმა შეუშალა – მთელი ...

18:54 | 01.07.2017

2 გიორგი მელიქიძე „სტად ფრანსეში“ დარჩა (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების 21 წლის მორაგბე გიორგი მელიქიძეს თავის ამჟამინდელ კლუბთან ხელშეკრულება გასული სეზონის დასრულებისთანავე ამოეწურა. მელიქიძე „სტად ფრანსეში“ ესპუარის კონტრაქტით სარგებლობდა და არ იყო გამორიცხული, ახალგაზრდა ბორჯღალოსანს კლუბი შეეცვალა, მაგრამ პარიზელებმა ახლახან გამოაქვეყნეს ...

17:09 | 01.07.2017

2 ქართველი მსაჯები ელიტისკენ მიიწევენ

‘მსოფლიო რაგბიმ’ ივნისის ტესტ-სერიის ერთ-ერთი მატჩის განსჯა ქართველ რეფერის პირველად ანდო და ეს მისია შოთა თევზაძემ წარმატებით შეასრულა. 23 წლის ქართველი მსაჯი 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველოში გამართულ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მუშაობდა და ვითარდებოდა, 24 ივნისს კი ბუქარესტში, რუმინეთისა ...

16:13 | 01.07.2017

3 ესპანეთთან წავაგეთ, ყველაფერი პორტუგალიასთან გადაწყდება

გერმანიის 14:12 ძლევის შემდეგ, ჩვენი 7-კაცა ესპანეთს შეხვდა და პირველი ტაიმის მიწურულს მიღებული ერთადერთი ლელოთი 0:7 დამარცხდა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, 18:36 საათზე პორტუგალიას ვხვდებით და გამარჯვების შემთხვევაში ხვალ თასის მეოთხედფინალში თამაში გარანტირებული გვექნება. საქართველოს რაგბის აკადემიის ...

15:46 | 01.07.2017

1 7-კაცამ გრან პრი გერმანიის ძლევით დაიწყო

ჩვენმა 7-კაცამ ევროპის გრან პრის მესამე, კლერმონის ეტაპის პირველ მატჩში გერმანია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა - 14:12. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა და მეტოქე 12:0 იგებდა. ლევან გოგოლაშვილმა ფინტებით მცველები მარცხენა ფლანგზე მოაგროვა, ბურთი მარჯვნივ ჩაათამაშდა და ბექა ურჯუკაშვილმა ...

20:06 | 30.06.2017

6 გურამ გოგიჩაშვილი: 5 წელი მსოფლიომდე (+VIDEO)

საქართველო ბურჯების საბადოა და ამ მხრივ წამყვანი სარაგბო ქვეყნებიც კი შურის თვალით გვიყურებენ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში, არ არსებობს გუნდი, რომელიც შერკინებაში დაგვიდგება და ამ კომპონენტში უპირატესობის მოპოვებას შეძლებს. ეს ტრადიცია გრძელდება. მით უმეტეს, რომ საქართველოში ...

11:29 | 30.06.2017

3 ზირაქაშვილის კიდევ ერთი აღიარება

პოპულარულმა ფრანგულმა საიტმა Leclubrugby-მ გასული სეზონის ტოპ 14-ის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და როგორც მოსალოდნელი იყო, ამ გუნდის მარჯვენა ბურჯი დავით ზირაქაშვილია. მოგეხსენებათ, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და არაერთი გამოცემის მიერ შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. და აი, ...

09:25 | 30.06.2017

0 ახალი ზელანდია – ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები: შემადგენლობები

ახალი ზელანდიის ნაკრებისა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების თავკაცებმა მათი მეორე დაპირისპირებისთვის შემადგენლობები გამოაცხადეს. ორივე გუნდში გარკვეული ცვლილებებია. “ოლ ბლექსს” ტრავმების გამო რაიან კროტი და ბენ სმიტი არ ეყოლებიან, რომელთაც ენტონ ლინერტ-ბრაუნი და ვაისაკე ნაჰოლო ჩაანაცვლებენ. ...

<< პირველი<< წინა223224225226227228229230231232233შემდეგი >>
1.487852