ამბები

22:24 | 29.04.2014 | ნანახია 3699 - ჯერ

Aviva Stadium-ის ავტორი საქართველოშია

29 აპრილს, სამინისტროში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდიამ რაგბის კავშირის პრეზიდენტს გია ნიჟარაძეს და ირლანდიელ ინჟინერს მაიკლ გრინს უმასპინძლა. მაიკლ გრინის დაპროექტებულია დუბლინის Aviva Stadium-ი, რომელიც 2010 წლის მაისში ოფიციალურად გაიხსნა და 51 700 მაყურებელს იტევს.

სტადიონი ირლანდიის ფეხბურთის და რაგბის ეროვნული ნაკრებების მატჩებს მასპინძლობს. მაიკლ გრინის სტუმრობის მიზანი ქართული მხარისთვის გამოცდილების გაზიარება და რჩევების მიცემაა.

იმ შემთხვევაში თუ საქართველო რაგბის ეროვნული ნაკრებისთვის სტადიონის აშენებას გადაწყვეტს, მაიკლ გრინისგან რჩევებს და მითითებებს მიიღებს – როგორ უნდა შესრულდეს მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რა ტევადობის იქნება სტადიონი, რა ხარჯების გაწევა მოუწევს რაგბის კავშირს და სახელმწიფოს...

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდიამ სტუმართან ერთად სტადიონის საკითხის ირგვლივ ყველა საჭირბოროტო თემაზე ისაუბრეს და მოსაზრებები გაცვალეს.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082872