საფრანგეთის ნახევრად პროფესიულ მესამე ლიგის federal 1 დივიზიონში, Pro D2-ის საგზურისთვის პლიე ოფის მერვედფინალები დასრულდა და აღზევებითვის ქართველი ლეგიონერების ორი გუნდი იბრძვის.
დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, არჩილ კობაურის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასიმ”, თედო ზიბზიბაძის, გიორგი გაბელიასა და ნიკოლოზ მაღალდაძის “პერიგო” მეორე მატჩშიც დაამარცხა (19:0) და მეოთხედფინალში “ექს-ან-პროვანსს” შეხვდება. განვლილ შეხვედრაში სრულად ითამაშა მესამეხაზელმა სუთიაშვილმა ტაიმის ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო. აშვეთია შეცვლაზე 52-ე, ყუფარაძე 56-ე, ხოლო დადუნაშვილი 66-ე წუთზე შევიდა. სტუმართა შორის სრულად ითამაშა შუამარბმა ზიბზიბაძემ, ხოლო გაბელია თამაშში 75-ე წუთიდან ჩაერთო.
ნოდარ ჭეიშვილის “ნევერმა” ტარიელ დონაძის “როდეზი” შინ 28:24 დაამარცხა და ახლა “ტიროსს” შეხვდება. ქართველ ლეგიონერებს განვლილ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. ავთო კოპალიანის “მაკონიმ” “კასტანეს” 25:11 სძლია და მეოთხედფინალში “ლილს” დაუპირისპირდება. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია