ამბები

15:24 | 21.05.2014 | ნანახია 2350 - ჯერ

შვიდკაცა ნაკრებმა “ამსტერდამ სევენზე” მე-2 ადგილი დაიკავა

საქართველოს კაცთა და ქალთა რაგბი შვიდის ნაკრებებმა ყოველწლიურ ტურნირზე “ამსტერდამ სევენზე” იასპარეზეს. ამსტერდამის ტურნირი, ქალთა და კაცთა ნაკრებებისათვის, ევროპის გრან-პრის სერიის ეტაპების წინ ბოლო მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა.

საქართველოს კაცთა ნაკრებმა ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. შვიდკაცა “ბორჯღალოსნებმა” ფინალამდე ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრებაში ძირითადად ნაკრებებთან ერთად საკლუბო გუნდებიც, რომლებიც სპეციალურად ამ ტურნირისათვის იკრიბებიან, ასპარეზობენ.

ჩვენმა მორაგბეებმა ფინალში მძაფრი ბრძოლა გაუმართეს რაგბის კლუბ “სამურაი სევენს ინთერნეიშენელს”, რომელიც მსოფლიოს ცნობილი მოთამაშეებისგან კომპლექტდება და ასეთ ტურნირებში იღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა მხოლოდ ოთხი ქულის სხვაობით დათმო – 31:35. ჩვენ ნაკრებს ბოლო ლელო რაგბი შვიდის ცნობილმა ამერიკელმა ვარსკვლავმა, კარლ ილსმა დაუდო ფინალური მატჩის მიწურულს.

საგულისხმოა, რომ ამ ტურნირში ჩვენი ნაკრები  ეროვნული ნაკრების მორაგბეებმაც იასპარეზეს. ესენი არიან: დავით კაჭარავა (ენისეი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), მერაბ კვირიკაშვილი (ვიენი) და მერაბ შარიქაძე (ბურგ ან ბრესი).

 

I ეტაპი

საქართველო-ემლენდი (შოტლანდია) 12:7

საქართველო-ერასმუსი 47:0

საქართველო-ვესტერნ ქუკი 28:0

 

II ეტაპი

საქართველო-სირიეს სტაფი 31:17

საქართველო-ფრი სევენსი 26:7

 

ნახევარფინალი

საქართველო-გერმანია 19:7

 

ფინალი

საქართველო-სამურაიზი 31:35

 

ქალთა ნაკრებმა პირველ სატურნირო დღეს ორი მატჩი მოიგო და ბრაზილიის ქალთა ნაკრებთან დათმო შეხვედრა. პლეიოფების ეტაპზე ჩვენ გოგონებს ნაკლებად გაუმართლად და ორი შეხვედრა დათმეს, რის შედეგათ ისინი გამოეთიშნენ ასპარეზობას.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093438