ბორჯღალოსნები

15:54 | 19.03.2021 | ნანახია 896 - ჯერ

საქართველო - რუმინეთის მატჩზე გულშემატკივართა დასწრება დაშვებულია

რაგბი ევროპას მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები თბილისში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს. რაც მთავარია, გულშემატკივარს თამაშზე დასწრება შეეძლება!

რაგბის კავშირის ვებგვერდის ცნობით, ქვეყანაში მოქმედი კოვიდ 19-ის რეგულაციების შესაბამისად, მატჩის ბილეთების მხოლოდ 30 პროცენტი იქნება ხელმისაწვდომი.

საქართველოსა და რუმინეთის მატჩი 28 მარტს, "მიხეილ მესხზე" 15:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის გათამაშებას ორი ტურის შემდეგ 9 ქულით ლიდერობენ, რუმინეთამდე კი 20 მარტს, სტუმრად რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078326