საერთაშორისო

21:09 | 14.03.2021 | ნანახია 1855 - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "ჩვენი შეცდომები უკან გვეწეოდა, მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ესპანეთის ნაკრებთან გამარჯვების (25:19) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, რომ შეცდომები ბევრი იყო, მაგრამ გუნდმა მთავარ მიზანს მიაღწია და გამარჯვება მოიპოვა.

„თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, თავიდანვე მივითვალეთ ლელო, სამწუხაროდ, მალევე მივიღეთ საპასუხო, რომელიც პირდაპირ ვიტყვი, რომ არ გაგვიმართლა ამ ეპიზოდში. მუდმივად, სადაც უპირატესობას ვიღებდით, უკან გვეწეოდა ჩვენივე შეცდომები, ისევ იგივე პრობლემა რჩება, მაგრამ ესპანეთი ბევრად ძლიერი გუნდია, ვიდრე პორტუგალია. ასე რომ, რაც იყო დაგეგმილი, გასვლითი თამაშის მოგება, მოვიგეთ. კარგი იქნებოდა ბონუს ქულით მოგვეგო, რისი შანსიც იყო, თუმცა, მთლიანობაში რთული თამაში გამოვიდა. გვაკლია თანმიმდევრულობა, დისციპლინა. ისეთი ჯარიმები ავიღეთ, რაც არ უნდა აგვეღო. ამ ყველაფერზე ვმუშაობთ, სამუშაო პროცესია, გუნდში ბევრი ახალგაზრდაა, ემოცია მეტია და ისინი ასეთ თამაშებში იზრდებიან“, - თქვა მაისაშვილმა.

მატჩის შემდეგ კომენტარი „ბორჯღალოსნების“ კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა და თქვა, რომ განვითარებისთვის საჭიროა თვითკრიტიკულები იყვნენ:

„გუნდი რომ განვითარდეს, თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. შეიძლებოდა უკეთესად თამაში. გვქონდა კარგი მომენტები, რაღაცები გამოვიყენეთ, ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. თუმცა, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ პირადად მე, რაც ნაკრებში ვარ, არ მახსოვს, რომ ესპანეთში ადვილად და ბრძოლის გარეშე მოგვეგოს და ვფიქრობ, რომ რაგბი ევროპაზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და აქ ნებისმიერ მეტოქეს ძალიან გაუჭირდება მოგება. მთავარია, რომ მოვიგეთ, აქედან უნდა წავიღოთ, რაც პოზიტიურია და ნეგატიურზე უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, რომ იგივე შეცდომები არ დავუშვათ“, - აღნიშნა შარიქაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპას ორი ტურის შემდეგ 9 ქულით ლიდერობს და მომდევნო შეხვედრას 20 მარტს, კალინინგრადში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:44 | 16.03.2021
პანტელეიმონი (1218)

რამდენ ვინმეს შველის ეს პანდემია, აგერ მაისაშვილსაც მიეცა საშუალება სახე დაემალა როდემდე?

11:53 | 15.03.2021
krasni (587)

მაისურაძეა საჭირო თავის "სასტავი"-თ.

01:45 | 15.03.2021
GENESIS (49)

თუ გააკეთებენ სამართლიან სელექციას, შეაჩერებენ ჯერ ეროვნულისთვის არც თუ მზადყოფნაში მყოფი ახალბედების ნაჩქარევ თუ სარეკლამო დაყენებებს,, დაამძიმებენ შერკინებას, განსაკუთრებით მის ხერხემალს - მეორე ხაზს, და გაიხსენებენ მოკლე დარტყმებს, წესით, რუსეთს არაფრის შანსი არ უნდა ქონდეს. მაგრამ თუ ისევ დიქსონ-ჰეიგის სკოლის ვირტუალური ზღაპრები მფრინავ უკანა ხაზზე გავაგრძელეთ და ტრადიციული ძლიერი კომპონენტები ქარს გავატანეთ, პრობლემები მოიმატებს..

01:13 | 15.03.2021
გუსანი (34)

ამათ შეუძლიათ დააკოპირონ ეს ტექსტები და თავი აღარ შეიწუხონ, მაინც ერთი და იგივეს იმეორებენ. ასე თუ გააგრძელეს...როდემდე გადავრჩებით, წაგებებიც წამოვა....რაგბიც ფეხბურთის გზას ადგას?....,,შემოლაწუნება" ხომ არ ჭირდებად? ღმერთმა არ ქნას რუსეთისგან? საქართველოში ჩუმად მოუწევთ ,,შემოპარვა"

22:19 | 14.03.2021
alfadhirhaiti (110)

მარტო ერთი რაღაც მაინტერესებს, ის, რასაც დამწყებ რაგბისტებს ასწავლიან, ისინი რატო ავიწყდებათ და ეშლებათ. თამაშიდან თამაშამდე ხო მაინც შეიძლება გამოსწორება, მაგრამ ეტყობა აღარ ჰყოფნით ჭკუა გასათავისებლად.

გამეორებას მაინც არ აყურებინებენ?

0.088509