საერთაშორისო

17:40 | 14.03.2021 | ნანახია 2953 - ჯერ

რაგბი ევროპა: გამარჯვება მძიმე ბრძოლაში ესპანეთთან

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპას მიმდინარე გათამშებაში მეორე მატჩი ჩაატარა და ესპანეთის ნაკრებს მძიმე ბრძოლაში მოუგო. „ბორჯღალოსნებმა“ მორიგი უფერული თამაში აჩვენეს და საკმაოდ ბევრი ნერვიულობა მოუწიათ.

პორტუგალიასთან ლევან მაისაშვილის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ საერთოდაც მარცხდებოდა, მაგრამ მაშინ მეორე ნახევარში თამაშში გარდატხის შეტანა შეძლო. ახლაც, არანაკლებ რთული თამაში გამოდგა. არადა, დასაწყისი იდეალური იყო. მე-4 წუთზე თორნიკე ჯალაღონიამ ლელო მიითვალა და თედო აბჟანდაძემ გარდასახა.

7-ქულიანი უპირატესობა 3 წუთში განიავდა, რადგან ესპანელებმა გარდასახული ლელოთი გვიპასუხეს. პირველ ტაიმში გუნდებმა თითო ჯარიმაც გაცვალეს და - 10:10.

ცხადია, ეს არ იყო შედეგი, რასაც დადებითი ეთქმოდა. მეორე ტაიმი ესპანელების ჯარიმით დაიწყო და პირინელები პირველად დაწინაურდნენ. თუმცა, ამას აკა ტაბუცაძის ლელო და აბჟანდაძის გარდასახვა მოჰყვა და ისევ წინ გავედით. უნდა აღინიშნოს, რომ ესპანეთის ნაკრები არაფრით ნებდებოდა და ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს. „ბორჯღალოსნებმა“ ჯაბა ბრეგვაძის მესამე ლელოთი შეძლეს ცოტათი თამაშის დამშვიდება, რომელიც აბჟანდაძემ ისევ ზუსტად გარდასახა. ესპანელებმა 67-ე წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს და სხვაობა 6 ქულამდე შემცირდა.

ბოლო წუთებში საქართველოს ნაკრებს ნერვიულობა მოუწია, მაგრამ ანგარიში შეინარჩუნა და 25:19 იმარჯვა, ბონუს ქულის გარეშე. ამრიგად, ლევან მაისაშვილის გუნდს ორი ტურის თავზე 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია, ხოლო მომდევნო მატჩს 20 მარტს, კალინინგრადში, რუსეთის ნაკრებთან გამართავს.

ესპანეთი - საქართველო 19:25 (10:10)

ქულები: 0:5 ჯალაღონია (4), 0:7 აბჟანდაძე (5), 5:7 ლინკლატერი (8), 7:7 გემესი (9), 7:10 აბჟანდაძე (17), 10:10 გემესი (42), 13:10 გემესი (44), 13:15 ტაბუცაძე (45), 13:18 აბჟანდაძე (59), 16:18 ლინკლატერი (65), 16:23 ბრეგვაძე (65), 16:25 აბჟანდაძე (66), 19:25 ლინკლატერი (67)


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:14 | 15.03.2021
გუსანი (34)

ასე თუ გააგრძელეს...როდემდე გადავრჩებით, წაგებებიც წამოვა....რაგბიც ფეხბურთის გზას ადგას?....,,შემოლაწუნება" ხომ არ ჭირდებად? ღმერთმა არ ქნას რუსეთისგან? საქართველოში ჩუმად მოუწევთ ,,შემოპარვა"

19:35 | 14.03.2021
პანტელეიმონი (1218)

და კიდევ ერთი, არავის არ ჭირდება რეესტრის კართან მომლოდინე ტყემალაძე, დაჯდეს თვითმფრინავზე, თუ სრკ -ის არჩეული პრეზიდენტია და სასწრაფოდ ჩავიდეს გუნდთან ! ! ! შეანჯღრიოს ყველა, იქნებ გამოაფხიზლოს ! ! !

19:21 | 14.03.2021
dinamo222 (692)

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება უნდა სეიცვალოს ნაკრების მინიმუმ 50 % და მაისაშვილიც უნდა მოხსნან სანამ დროა @

18:42 | 14.03.2021
პანტელეიმონი (1218)

ბორჯღალოსნებს ასეთი თამაშით უდიდესი სირცხვილი და დამცირება ელოდება კალინგრადში. კატასტროფაა, ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს?! არ შეგიძლია? წადი ნაკრებიდან მაშინ ! ! ! ოთხი აუტის გაფუჭება როგორ უნდა მოახერხო ერთ ტაიმში, სირცხვილია ! ! ! მგონია, რომ ზოგიერთს ნაკრებში თამაში დაბევებული გონია და "ძედავშინური" განწყობილება ეტყობა. "ზატარმოჟენი" აზროვნების მოთამაშეებს სასწრაფოდ უნდა დავემშვიდობოთ და იმ ახალგაზრდებით ჩავიდეთ კალინგრადში ვინც სათანადო სიჩქარეებით, კრეატიული თამაშით, ბოლომდე იბრძოლებს და თუ წააგებენ რუსებთან ასეთი თამაშის მერე არ შემრცხვება მაინც ! ! ! არასოდეს ასეთი ფრაზები არ დამიწერია ბორჯღალოსნებზე, მაგრამ მოთმინების ფიალა დაილია უკვე. არც მწვრთნელზე მითქვია აუგი აქამდე, მაგრა საკმარისია უკვე. ლევან მაისაშვილს არა მხოლოდ კომპეტენცია არ ყოფნის, არამედ როგორც ჩანს გუნდში არ ცემენ პატივს, თორემ გაუგებარია მოთამაშეები ასე უგულოდ, "მანდრაჟით" თამაშობდნენ და ფეხებზე იკიდებდნენ უკვე მერამდენე თამაშია თავის მოვალეობას - ითამაშოს კონცენტრირებულად და ბოლო შესაძლებლობები ჩადონ თამაშში და მათ კიდევ აძლევდე შესაძლებლობას ნაკრების მაისურის ჩაცმის, მე ეს არ წარმომიდგენია. სირცხვილი ! ! ! სირცხვილი ! ! ! სირცხვილი ! ! !

0.149187