საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა რაგბი ევროპას მეორე ტურში ესპანეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მეტოქე საკმაოდ ძლიერია და საქართველოსთან სათამაშოდ განსაკუთრებით ემზადებიან.
„ესპანეთი ბოლო წლებში საკმაოდ კარ გუნდად ჩამოყალიბდა, ძლიერი მეტოქეა და ჩვეთან ერთად ერთ-ერთი ფავორიტია. ბუნებრივია, რომ ამიტომ, ჩვენთან მატჩისთვის განსაკუთრებით ემზადებიან. არცერთი გუნდი არ არის, რომ ჩვენთან განსაკუთრებით არ ემზადებოდეს. ნაადრევი ფინალი არ არის, რადგან ჯერ მხოლოდ მეორე ტაიმია.
32 მორაგბე გვყავს და ამიტომაც, როტაციის შანსი გვაქვს, რომ სხვადასხვა მოთამაშეებს მიეცეთ შანსი. ეს ბუნებრივი პროცესია, როდესაც ხდება მოთამაშეებზე დაკვირვება. ესპანეთს განსაკუთრებით მოლში შეუშლია პრობლემების შექმნა, ჩვენი უპირატასობა მაინც ორთაბრძოლებია, დომინანტები უნდა ვიყოთ შეჯგუფებებში. ამას გარდა, გამოცდილება, სათამაშო კუთხით ვამბობ და არა ასაკით. ტემპი და ფიზიკურობა, მგონია, რომ ორივე ტაიმს უკეთ ვითამაშებთ. თუ წნეხში თვითონ არ მოვიქცევთ თავს და სწორად მივყვებით სათამაშო გეგმას, ვფიქრობ, ჩვენი სცენარით წარიმართება თამაში. როგორ გამოვიყენებთ ამ ყველაფერს თამაშში გამოჩნდება“, - თქვა მაისაშვილმა.
მატჩის წინ კომენტარი „ბორღალოსნების“ მორაგბემ ლაშა ჯაიანმაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ თამაშისთვის მზად არიან:
„სავარჯიშო კვირამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. გარკვეული შეცდომების გამოსწორება გვინდოდა და ვფიქრობ ეს შევძელით. დღეს კაპიტნის ვარჯიშმა კარგად ჩაიარა, ბიჭებიც თავს კარგად გრძნობენ. მზად ვართ თამაშისთვის. ესპანეთი კარგი გუნდია, ბოლომდე დაიხარჯებიან, ეს ვიცით და მზად ვართ. კარგ თამაშს ველოდებით“, - თქვა ჯაიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს პირველი ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს. ესპანეთთან მატჩი კი 14 მარტს, თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიან არ მინდოდა ამის დაწერა,მაგრამ მრცხვენია ჩვენი ნაკრების თამაშის გამო.ბოლო 3-4 წელია საშინელებაა ჩვენების თამაში(უფრო ტანჯვა).არანაირი ტაქტიკური განსწავლულობა,არანაირი პროგრესი არცერთ ასპექტში.პირიქით საგრძნობი რეგრესი შერკინებასა და მოლში.სრული უდისციპლინობა და მოედანზე აზროვნების ნული დონე.ასე მგონია,რომ ტვინებს გასახდელში ტოვებენ და ისე გამოდიან.კვესელაძემ 2 ჯერ ისეთი ბურთი ვერ დაიჭირა ასე მგონია რაიმე დაავადება აქვს.მაგის გამო მივიღეთ ლელო.თუ თვალის დაავადება ჭირს,ან თუ სხვა რამ რის გამოც ხელი უკანკალებს და მაგხელა ბურთს ვერ იმაგრებს ხელში,მაშინ არ ჯობია უმკურნალონ და შემდეგ გამოვიდეს მოედანზე სათამაშოდ?რას გავს ჰაერში თამაში?რას გავს აუტები?მამუკაშვილსაც არ აწყენდა თვალის ექიმი,საკუთარ 5 მეტრიანში მოწინააღმდეგეს რომ უპასა.გული მეწვის ამ ყველაფრის შემხედვარე.მწვრთნელი გამოსაცვლელია,დისციპლინა დასამყარებელი.ასეთი თამაშით რა 6 ერი?რა იტალია?იტალია ესპანეთის ამ ნაკრებს თავისი ა ნაკრებით 1 ტაიმს 25-30 ქულას მოუგებდა.ვის ვეტოლებით და რას ვიტყუებთ თავს?საზიზღრობააა...(((((((((