საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის, დიდი 10-ის მეცხრე ტურში გორის „ჯიქი“ საკუთარ მოედანზე „ბათუმს“ დაუხვდა და ეს მატჩი საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ აჭარლებმა 139:3 მოიგეს!
ეს კი სარეკორდო ანგარიშია დაამხელა სხვაობით ქართული რაგბის ისტორიაში არავის მოუგია. „ბათუმელმა“ მორაგბეებმა 21 ლელო(!) მიითვალეს და ცხადია, ესეც რეკორდია. „ჯიქიმ“ მე-5 წუთზე შეძლო ერთი ჯარიმის გატანა და ეს იყო და ეს.
„ბათუმი“ დიდი 10-ის B ჯგუფში 6 მოგებით და 3 წაგებით მეორე ადგილზეა, მხოლოდ ქუთაისის „აიას“ ჩამორჩება, ხოლო „ჯიქი“ იმავე ჯგუფში 1 მოგებით, 1 ფრითა და 7 წაგებით ბოლო ადგილზე იმყოფება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია