საერთაშორისო

19:48 | 7.02.2021 | ნანახია 2215 - ჯერ

რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: "ვერც წარმოვიდგენდი, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 0:0 იქნებოდა"

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჯოუნზმა საქართველოსთან (7:16) მარცხი შეაფასა და განაცხადა, რომ არც კი წარმოედგინა, პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 0:0 თუ იქნებოდა.

„ვერც კი წარმოვიდგენდით შესვენებისას ანგარიში 0:0 თუ იქნებოდა და ალბათ, ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ამ თამაშიდან. რთული შეხვედრა იყო. დავუშვით პატარ-პატარა შეცდომები, რის გამოც ვერ მივაღწიეთ სასურველ შედეგს. საქართველო ძლიერი იყო ბოჭვისა და კონტაქტის არეში. ის ცდილობს უკეთესი ხარისხის რაგბი ითამაშოს და უფრო წინ წაიწიოს. ჩვენ დღეს კარგად ვითამაშეთ, მაგრამ საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერი გუნდია“, - თქვა ჯოუნზმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ისტორიაში 22-ედ და მათ შორის, ზედიზედ მე-19-ედ დაამარცხა. "ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის გათამაშება 5 გამარჯვებით პირველ პოზიციაზე დაასრულეს და დამსახურებული თასიც აღმართეს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:26 | 08.02.2021
qomagi (248)

სირცხვილი თქვენ ბიჭებო და პირველ რიგში ამ მთავრობას და რაგბის ფედერაციის თავკაცებს, ასე სამარცხვინო სიტუაციაში რომ ჩააგდეს ქართული რაგბი. რა ვერ გაიყავით ადგილები და ფული თქვე ღორებო!!! რაგბიც გინდათ დაასამაროთ ფეხბურთივით?

0.109522