საერთაშორისო

21:48 | 5.02.2021 | ნანახია 730 - ჯერ

2021 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად გაუქმდა

COVID-19-ის გლობალური პანდემიის გამო, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2021 წელსაც არ შედგება.

მსოფლიო რაგბმა ეს გადაწყვეტილება პოტენციურ მასპინძლებთან და ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების რაგბის კავშირებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. გათვალისწინებული იყო როგორც მოთამაშეთა უსაფრთხოების, ასევე ფინანსური ასპექტები.

მოცემულ მომენტში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა თუ შესაძლებელი იქნება, უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს 20-წლამდელთა რეგიონალური ტურნირები.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084939