ლეგიონერები

21:14 | 23.12.2020 | ნანახია 971 - ჯერ

ოფიციალურად: დავით ქუბრიაშვილმა ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით ქუბრიაშვილი „პერპინიანში“ რჩება და ფრანგულ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

როგორც „პერპინიანის“ ვებგვერდი იტყობინება, ქუბრიაშვილმა ხელშეკრულება 2022 წლამდე გაახანგრძლივა.

34 წლის მორაგბე „პერპინიანს“ ოქტომბერში შეუერთდა და 9 მატჩში 1 ლელო მიითვალა. მას საქართველოს ნაკრების ღირსება 48-ჯერ დაუცავს, ხოლო სხვა და სხვა პერიოდში „მონპელიეს“, „ტულონის“, „სტად დე ფრანსესა“ და „გრენობლის“ შემადგენლობაში ირჯებოდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084595