ლეგიონერები

17:33 | 16.12.2020 | ნანახია 2231 - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი კვესელაძე "გლოსტერის" მორაგბეა

საქართველოს ნაკრების მორაგბე გიორგი კვესელაძე კარიერას „გლოსტერში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. კვესელაძემ „გლოსტერთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კვესელაძე პირველი ქართველი უკანახაზელია, რომელიც პრემიერშიპში ითამაშებს. 23 წლის შუამარბმა კომენტარიც გააკეთა:

„ძალიან ვამაყობ, რომ კონტრაქტი გავაფორმე ასეთ ტრადიციულ გუნდთან. კლუბს კარგად ვიცნობ და ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ „გლოსტერში“ თამაშის შესაძლებლობა მომეცა“, - ციტირებს გიორგის სიტყვებს ინგლისელთა ვებგვერდი.

კვესელაძის შესახებ „გლოსტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ალექს ბრაუნმაც ისაუბრა:

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით გიორგის პროგრესს თვალს. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა თამაშებმა, განსაკუთრებით შემოდგომის ერთა თასის სერიებში. დიდი სურვილი გვაქვს პროგრესი პრემიერშიპში გააგრძელოს და ჩვენს ნახევარდაცვას დამატებით ძალას შესძენს“, - აღნიშნა ბრაუნმა.

შეგახსენებთ, გიორგი კვესელაძე შემოდგომის ერთა თასზე მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ამასთან, ტურნირის საუკეთესო ლელოს ავტორიც გახდა (ირლანდიასთან მითვლილი ლელო).


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:18 | 17.12.2020
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ გიორგი ! ! !

02:02 | 17.12.2020
NIKA..01 (335)

წარმატებები გიო!დაუღალავი შრომა,მიზანსწრაფულობა და ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გსურს და როგორც ქართულ რაგბს ჭირდება

0.100061