ბორჯღალოსნები

17:55 | 5.12.2020 | ნანახია 3388 - ჯერ

სამი ლელო და მარცხი ფიჯისთან: საქართველომ რვა ერში მერვე ადგილი დაიკავა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასზე, იგივე რვა ერზე ასპარეზობა დაასრულა. „ბორჯღალოსნები“ მეშვიდე ადგილისთვის მატჩში ფიჯის დაუპირისპირდნენ და სამწუხაროდ დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს - 24:38. შედეგად, ლევან მაისაშვილის გუნდმა ტურნირზე ბოლო, მერვე ადგილი დაიკავა.

შეხვედრა ჩვენთვის ძალიან ცუდად დაიწყო და პირველივე წუთზე ნემანი ნადოლომ ლელო დაგვიდო. მოპოვებულმა უპირატესობამ ფიჯის განწყობა კიდევ უფრო აამაღლა და 5 წუთში მეორედ უწიეს ჩვენი ჩათვლის მოედანს. ამას თედო აბჟანდაძის ჯარიმა მოჰყვა, მაგრამ ტუისოვამ სულ მალე მესამე ლელო მიითვალა. ქართველი მორაგბეები თამაშში გიორგი მელიქიძის ლელომ დააბრუნა, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა და ტაიმიც ასე დასრულა - 10:19.

ბუნებრივია, თამაში ჯერ წაგებული არ იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ბევრი არაფერი შეცვლილა. ფიჯი ძალიან კარგად თამაშობდა, განსაკუთრებით ნემანი ნადოლოს შეჩერება გაჭირდა, რომელმაც სამჯერ დაგვალელოვა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. 63-ე წუთისთვის მატჩის ბედი გადაწყდა - ფიჯი უკვე 38:10-ს იგებდა და ცხადია, ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა საქართველოს ნაკრების შესაძლებლობებს აღემატებოდა.

თუმცა, ჩვენს სასახელოდ ის უნდა ითქვას, რომ ბოლოს „ბორჯღალოსნებმა“ იბრძოლეს და ანგარიშის სხვაობა შეამცირეს. ბექა საღინაძემ ორი ლელო დადო, რომელიც ორჯერვე აბჟანდაძემ გარდასახა და საბოლოოდ, 24:38.

საქართველოს ნაკრებმა რვა ერზე ოთხივე თამაში წააგო - ინგლისთან 0:40, უელსთან 0:18, ირლანდიასთან 10:23 და ფიჯისთან 24:38. „ბორჯღალოსნების“ ანგარიშზე ოთხი ლელოა (ბექა საღინაძე 2, თითო-თითო გიორგი კვესელაძე და გიორგი მელიქიძე), 2 ჯარიმა და 4 გარდასახვაა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა საშემოდგომო ეტაპი დაასრულა და რვა ერის მატჩებს მანამდე შოტლანდიასთან ტესტსაც თუ მივათვლით, ბოლო პერიოდში საკმაოდ სასარგებლო 5 თამაში ჩაატარა პირველი დონის გუნდებთან, რაც იმედია მომავალში სასიკეთოდ წაადგება.

საქართველო - ფიჯი 24:38 (10:19)

ქულები: ნადოლო (1, ლ), დიერი (6, ლ), ვოლავოლა (7, გ), აბჟანდაძე (10, ჯ), ტუისოვა (17, ლ), ვოლავოლა (18, გ), მელიქიძე (22, ლ), აბჟანდაძე (24 გ), კუნავულა (53, ლ), ვოლავოლა (55, გ), ნადოლო (58, ლ), ნადოლო (62, ლ), ვოლავოლა (63, გ), საღინაძე (67, ლ), აბჟანაძე (67, გ), საღინაძე (78, ლ), აბჟანდაძე (79, გ)

საქართველო: ნარიაშვილი (გოგიჩაშვილი 68), მამუკაშვილი (ბრეგვაძე 49), გიგაშვილი (მელიქიძე 10), ჯაიანი, მიქაუტაძე (ქერდიყოშვილი 68), გიორგაძე (გაჩეჩილაძე 60), საღინაძე, ჯალაღონია, ლობჟანიძე (აფრასიძე 60), აბჟანდაძე, თოდუა, შარიქაძე, კვესელაძე, ტაბუცაძე, მათიაშვილი (ნინიაშვილი 60)

ფიჯი: რავაი (ჰეტეტი 72), მატავესი (იკანივერე 72), დოგე (წავაკე 60), რატუვა, მაიანავანუა (მინიმბი 63), დიერი, კუნავულა, ტუისუ (რატუნიარავა 68), ლომანი (კურუვოლი 73), ვოლავოლა, ნადოლო, ბოტია (ვულარიკა 73), რადრადრა, ტუისოვა, მურიმუვალუ (ნაიასლევუ 68)


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:52 | 06.12.2020
qomagi (248)

მაისაშვილი ჰეიგთან ერთად იყო გასაშვები, რადგან ჰეიგის დროსაც დიდწილად მაისაშვილი წყვეტდა შემადგენლობის დაყენებას და ეს ნაცნობ-მეგობრობა და ფავორიტობა რაგბშიც სამწუხაროდ ხშირად დაფიქსირებულა. ამის ნათელი მაგალითია ჯიუტად სოსო მათიაშვილის 15 ნომერზე დაყენება და მალაღურაძის, ჟვანიას არ გამოძახება. ჟვანიას თემა ცალკე განხილვის საგანია, ისევე როგორც თავის დროზე ხრუშასთან პრობლემების გამო საერთოდ აღარ დაუძახეს ნაკრებში, როცა იმ პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის პოზიციაზე.
მალაღურაძე ბოჭვებში არის უძლიერესი, აქვს ძალიან ძლიერი ფეხი და მოედნის კარგი ხედვა, ჩვენი ნახევრიდან შეუძლია ბურთი მეტოქის 5 მეტრიანთან ჩააგდოს და ასეთი კაცი ნაკრებში ვერ მოხვდა იმ ფონზე, რომ მეტოქეებიდან გამომდინარე ძირითადად დაცვაში მოგვიწევდა თამაში. მათიაშვილმა როგორც ითამაშა, ყველამ ვნახეთ. პირადად ყველა მორაგბეს დიდ პატივს ვცემ და მესმის რომ სოსოც დიდად განიცდის, მაგრამ ასე არ შეიძლება. კამეჩივით ნადოლოს და სხვა ფიჯელებს წელზე და მხრებზე რომ ეტანები მოსაფერებლად, შედი ფეხებში და იქ გაუკეთე ბოჭვა, ტიპებს მკლავები აქვთ ჩვენების ბარძაყების ხელა.
ნარიაშვილს ძალიან აქვს მოკლებული, შერკინებაში ჯარიმების მინიმუმ 50-60% მის კისერზეა. ამ დროს მობილური, სწრაფი და შეტევაში კრეატიული ჟვანია ლამის 2 წელია ნაკრებს არ გააკარეს. ტიპი ინგლისის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში თამაშობს მუდმივად დაამაზე უკეთესი პრაქტიკა რაღა გინდა მწვრთნელს, რომ წუწუნებ 1 წელია არ გვითამაშიაო. აგერ არც ფიჯელებს უთამაშიათ და გადაგვიარეს ბულდოზერივით. კიდევ კარგი წვიმდა, თორემ მშრალ მოედანზე საერთოდ გაგვათახსირებდნენ. სამწუხაროდ, 2015 მსოფლიო თასის შემდეგ ეიფორიაში ვართ და თავს ვიტყუებთ, პატარა ბავშვებივით გვიხარია, ვიღაც კანფეტს რომ გადმოგვიგდებს - სასწაული პროგრესი გაქვთ, ნამდვილად იმსახურებთ 6 ერსო. რაღა ნატოში და ევროკავშირში შესვლა და რაღა 6 ერში.
რაგბის ფედერაციაშიც არეულია შიდა სამზარეულო, რაც არ უნდა იძახონ, რომ ეგრე არ არის. ახლა საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიქრობენ და ამიტომ დატოვეს დროებით მაისაშვილი, რითაც წინასწარვე იყო ნაკრები განწირული ყველა თამაშის წასაგებად, სათქმელად კი იტყვიან ასეთ ძლიერ ნაკრებებთან ეგრევე მოგებას რატომ ითხოვთო.
ყველა ასაკობრივ დონეზე და აკადემიებში უცხოელი მაღალკვალიფიციური მწვრთნელები გვჭირდება, რაც შეიძლება სწრაფად და ეროვნულში კიდევ 20 წლამდელების იმ თაობიდან უფრო მეტი ახალგზარდა, რომლებმაც იტალია, შოტლანდია, არგენტინა დაამარცხეს, რომლებიც ხელითაც უკეთ თამაშობენ და არც მენტალური პრობლემები აქვთ ასეთი დონის გუნდებთან სათამაშოდ და მოსაგებად.
არგენტინამ ზელანდიას მოუგო და ორჯერ ეთამაშა ფრე ავსტრალიას. მათაც რომ ეწუწუნათ ჩვენსავით უფულობაზე და ათას მიზეზზე, იქ არ იქნებოდნენ დღეს სადაც არიან.

19:37 | 06.12.2020
qomagi (248)

ვიდრე ქვემოთ ვრცლად დავწერდე ჩემს მოსაზრებას, ბატონო ავტორო, გთხოვ მიპასუხო და არ დამამადლო 2-3 წუთი პასუხის გასაცემად. გულშემატკივრების აქ დაფიქსირებულ ადექვატურ მოსაზრებებს და კრიტიკას (გინებას და წყევლა-კრულვას არ ვგულისხმობ) თქვენ და თქვენი კოლეგები თუ აქცევთ ყურადღებას, ითვალისწინებთ და სხვადასხვა სპორტის მესვეურებთან შეხვედრისას თუ აჟღერებთ და რა პასუხს იღებთ? და თუ არ აჟღერებთ, რატომ?

14:19 | 06.12.2020
krasni (587)

რა დამსახურებისთვის მიეცა შანსი მაისაშვილს? არსებული რესურსებით უკეთესი გუნდის გაკეთება შეიძლებოდა. სელექცია იყო სუსტი, რატომ წაიყვანა მათიაშვილი და არ იყო მალაღურაძე? თოდუა გამოილია, გვაკლდა ჟვანია, იაშაღაშვილი. თუ უცხოელი მწვრთნელი არ იქნება, აუცილებლად შანსი უნდა მიეცეს მაისაშვილს და მის "კამანდას". და კიდევ, რატომ მოგვყავს შერკინების მწვრთნელად უცხოელი, როცა აქვსენტი გიორგაძე გვყავს?!

18:18 | 06.12.2020
krasni (587)

მაისურაძე და მისი "კამანდა" უნდა დამეწერა

20:28 | 05.12.2020
გუგა80 (177)

ყველას გეყოლებათ კოვიდ გადატანილი ნაცნობი. კითხეთ როგორ მოქმედებს ჯანმრთელობაზე. ხალხი კვირებით ვერ მოდის აზრზე და ვერ უბრუნდება ჯანმრთელობის პირვანდელ მდგომარეობას, რომ არაფერი ვთქვა ფიზიკურ ფორმაზე. კოვიდ გადატანილი ფიჯი, ჩათვალეთ, რომ იყო პირობითად "ნახევარი ძალის" ნაკრები. და კი დავინახეთ ყველამ მათ ფონზე როგორ გამოიყურებოდა საქართველოს "ტურისტების"
ნაკრები, რომლებიც ზუსტად რომ ტურისტულ
მოგზაურობაში წავიდნენ ნისპიან ალბიონზე ბიუჯეტის ფულით.
გამოვიდეს ეხლა მაისურაძე და ფედერაციის გამპრავებლები და იძახონ "ეხლა უფრო ძლიერი გუნდი ვართ ვიდრე გუშინო".
20 წელი საკმარისია იმისთვის რომ შეფასდეს ამა თუ იმ სპორტის პოტენციალი. როგორც ფეხბურთი ასევე რაგბი უნდა გადავიდეს სრულად თვით დარინანსებაზე. ერთი ლარიც
აღარ
უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტიდან!!!!
როდის მიხვდებიან ეს ვირთხა პოლტიკოსები რომ შეწყვიტონ ხალხის ფულის უაზროდ ხარჯვა?!

00:06 | 06.12.2020
GENESIS (49)

მართალია, რომ მაამებლური დამოკიდებულება არასწორია და განვითარებას ხელს უშლის.. ჯერ ითქვა, რომ მთელი წელი არ გვითამაშია და ასე ამიტომ დავთმეთ თავიდან შოტლანდიასთანო.. ახლა ალბათ ითქმება, რომ გადაიღალნენო და ფიჯი კიდევ მთელი წლის უთამაშებელი, თან ნაავადმყოფრები და კარგად დასვენებულნი იყვნენო

02:08 | 06.12.2020
fereidneli (24)

აბუმ რომ მოინდომა პრეზიდენტობა და ნიჟარაძე მოახსნევინა, იმის მერე წავიდა საქმე უკან.

09:01 | 06.12.2020
პანტელეიმონი (1218)

100% -ით გეთანხმები ! ! !

20:09 | 05.12.2020
fereidneli (24)

მათიაშვილი არაა ნაკრების დონე!!! ფიზიკურად უსუსტესია, შეტევაში ნოლი. მითუმეტეს ტაბუცაძესთან ერთად რომ დგას, იქ რომ ერთი კაცი უტევს ორივეს აქეთ–იქით ისვრის და ლელოს დებს. ეს ჩვეულებრივ მოყვარულს ესმის და ფიჯის ზელანდიელი ტრენერი ვერ დაინახავდა? ტაბუცაძე შეტევაში მაინც ფახხურობს რაღაცას. შერკინება სულ დაგვისუსტდა. სასწრაფოდ ახალი უცხოელი ტრენერი გვინდა და რამდენიმე უკანახაზელის ნატურალიზება.

19:28 | 05.12.2020
NIKA..01 (335)

ძალიან,ძალიან ბევრი შრომა და ვარჯიში ჭირდებათ ჩვენ მორაგბეებს,რომ მივუახლოვდეთ 1 დონის გუნდების დონეს.აქ არაა საუბარი რომ მათ დონეზე ავიდეთ,მხოლოდ რომ მივუახლოვდეთ.ბავშვთა რაგბში ფიზიკური მომზადების და სარაგბო უნარების წვრთნის პრინციპები და პროცესი შესაცვლელია.ნამდვილად არ ვიცი როგორ მიმდინარეობს ამჟამად წვრთნა,მხოლოდ აღზრდილი მორაგბეების ფიზიკური და სარაგბო შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვფიქრობ,რომ არაა სათანადო დონეზე აღნიშნული საკითხი.სანამ ეს არ მოგვარდება,იქამდე ძნელი იქნება წარმატებაზე ფიქრი,რადგან ზრდასრულ ასაკში მორაგბე დიდად ვერ შეიცვლება,რაც არ უნდა ივარჯიშოს.შესაძლოა მიაღწიოს გარკვეულ პროგრესს,მარა არა კარდინალურ გარდასახვას.რაც შეეხება ნაკრებს,აუცილებლად გვჭირდება მაღალი დონის მწვრთნელი.ტაქტიკური მომზადება ძალიან სუსტია ამჟამინდელ ნაკრებში.მაისაშვილი დასაფასებელი სპეციალისტია,მაგრამ ამ ეტაპზე არაა ის ვინც საქართველოს ნაკრებს ჭირდება.არიან მორაგბეები,რომლებიც სრულიად შეუსაბამონი არიან თუნდაც საქართველოს ნაკრების დონესთან.პირველ რიგში მათიაშვილი!ძალიან სუსტია ფიზიკურად,იმდენად სუსტი,რომ მრავალჯერ ჩავარდა უხერხულ(უცხოს თვალით სასაცილოც კი) მდგომარეობაში.არც შეტევაში ვარგა და დაცვაში ხო საერთოდ არც უნდა ჩაითვალოს.პრინციპში არც შეტავაშია ჩასათვლელი.ჰაერში ვერ თამაშობს,ბურთს ვერ იჭერს უმრავლეს შემთხვევაში,ფეხით ვერ თამაშობს წესიერად,ხელით წაღებაზე ხო საუბარიც არაა,არც დრიბლინგი,არც სისხარტე,არც სივრცის მონახვის და ათვისების უნარი,კონტაქტში მისი ყოველი შესვლა ბურთის დაკარგვით სრულდება.ჯარიმის უპირატესობა რომ გვქონდა და ბურთი მიიღო მოედნის ცენტრში,იმხელა თავისუფალი სივრცე ქონდა წინ,რომ ლელომდე სრულიად თავისუფალი იყო მოედანი,მან კი სრულიად უაზრო პასი გაუშვა ფლანგზე.აქედანაც ჩანს,რომ არ აქვს სივრცის ათვისების უნარი,ათვისება კი არა და ვერც კი ამჩნევს სივრცე თუ აქვს.თოდუამ საშინლად ითამაშა,ფაქტიურად არ გვყავს ფლანგი.ვერანაირ დადებით ზეგავლენას ვერ ახდენს თამაშის მიმდინარეობისას.პირველი ლელო კი მის მიერ სრულიად უწყინარ სიტუაციაში წინ თამაშს მოყვა.შეუსაბამოა მისი კლასი ნაკრების დონესთან.ზოგადად უკანა ხაზი ძალიან სუსტი გვყავს ფიზიკურად,რაც შემდეგ აისახება იმაში,რომ მოწინააღმდეგე მარტივად შემოდის ჩვეწნი ჩათვლის მოედანში ფიზიკური ძალის გამოყენებით.პირველი,მეორე,და მესამე ხაზი არაა საკმარისი დაცვაში ყოფნის დროს.როდესაც მოწინააღმდეგის 1 მორაგბეს ჩვენი 2 უკანახაზელი ვერ უწევს ფიზიკურ წინააღმდეგობას და მესამე მეოთხე მორაგბის ჩართვა ხდება საჭირო,ძნელია ამ დროს არ გაჩნდეს ჩვენ დაცვაში სივრცეები.ადრე უკანა ხაზში გვყავდა მაჩხანელი,მალაღურაძე,კაჭი და შესაბამისად დაცვით ფაზაში მხოლოდ ფიზიკური ძალის გამოყენებით ძალიან ცოტა ლელოს ვუშვებდით.შეტევაში ფაქტიურად არ გვყავდა უკანა ხაზი,მაგრამ ცუდი ისაა,რომ არც ახლა გვყავს.დაცვაშიც სწრაფი ჩარბენების შეჩერება გვიჭირდა,მაგრამ არც ახლა გვილხინს ამ კომპონენტში.რაც შეეხება აიღე და მიეძალეს,აი აქ ყველა გუნდს უფრო მეტად უჭირდათ ჩვენთვის ლელოს დადება ვიდრე ახლა.თანამედროვე რაგბში უკანა ხაზელები ფიზიკურად თითქმის ისევე ძლიერები არიან როგორც ფორვარდები.თუ გვსურს მივუახლოვდეთ 1 დონის გუნდების დონეს ჩვენი ყველა მორაგბის და მათ შორის უკანა ხაზელების ფიზიკური მომზადების დონე უნდა იყოს უმაღლეს დონეზე.ამას არ ჭირდება ტიერ 1 გუნდებთან ხშირი თამაში,ამას ინდივიდუალურად საკუთარ თავზე ვარჯიში ჭირდება.აი სარაგბო უნარებს კი ჯერ ბავშვთა რაგბში სწორად წარმართული მომზადება და შემდგომ კი მაღალი დონის ჩემპიონატში,მაღალი დონის მოწინააღმდეგესთან თამაშის პრაქტიკა ჭირდება.მოკლედ პრობლემები თავზწე საყრელია.პრობლემების გამოსწორება კი საძირკველიდან,ბავშვთა რაგბიდანაა დასაწყები და სტრუქტურაა ჩამოსაყალიბებელი,რომლითაც მორაგბე ბავშვის ასაკიდან ზრდასრულ ასაკამდე სტრუქტურულად გამართულ მომზადების ეტაპებს გაივლის.ეს არ იქნება ძალიან სწრაფი შედეგის მომტანი,თუმცა სხვა ალტერნატივა ჩემი აზრით არაა.6 ერზე პრეტენზიებს ჯობია აღნიშნული პრობლემების მოგვარებისთვის გაკეთდეს მაქსიმუმი.6 ერში თუ დაგვიმატეს რა თქმა უნდა გადასარევი იქნება,მაგრამ იქ არ მიღება არ უნდა გახდეს რაგბის განვითარების დამუხრუჭების მიზეზი.რაგბის განვითარების სწორი და გამართული პროგრამა რომ გვექნება და ბავშვის ასაკიდან მოყოლებული სწორი განვითარების პროგრამა მორაგბეებისთვის,სწორედ ეს მოიტანს მომავალში იმ შედეგს,რომ ჩვენ მივუახლოვდებით მათ დონეს და რეალურად სესაძლებელი იქნება რომ მიგვიწვიონ.იქამდე ასევე აუცილებელია ფრანჩიზის შექმნა და ყველა საშუალების გამოყენება,რომ მაღალი დონის ჩემპიონატში ჩავრთოთ მინიმუმ 1 ფრანჩიზი.1 პრო 14-ში და 1 იც იმავე ქარი ქაპზე იდეალური იქნებოდა.

23:43 | 05.12.2020
GENESIS (49)

გეთანხმები ბევრ საკითხში, თუმცა მგონია, რომ არსებული რესურსების სწორი გადანაწილებით, ობიექტური სელექციითა და სათანადო სტრატეგიული მომზადებით, უკეთესი შედეგის დადება შეიძლებოდა. სწორი მაგალითი იყო მოყვანილი და მართლაც, გაოგნებას იწვევს, რომ ასეთ დონეზე გუნდი ფაქტიურად მცველის გარეშე გადის მოედანზე.

08:57 | 06.12.2020
პანტელეიმონი (1218)

ვფიქრობ, მალაღურაძის გამოყენება 15-ზე დღესაც მეტ უპირატესობას მოგვცემდა, ისე როგორც ჟვანიას მობილურობა პირველ ხაზში. მათიაშვილს, ბევრი აქვს სამუშაო, რომ ნაკრებში თამაში გააგრძელოს. თოდუას ალბათ სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ. თაობა მოდის, იმედია სიღრმეები გაიზრდება და ქართული რაგბი სხვა დონეზე შეძლებს თამაშს. ძალიან გამიხარდა დაუმსახურებლად ქართული რაგბიდან დროებით ჩამოშორებული ბატონი გია ნიჟარაძის რაგბი ევროპის ვიცე პრეზიდენტად არჩევა. გოჩა სვანიძის კოშმარული მმართველობის მერე არეულ რაგბის კავშირში მალე ვისურვებდი, რომ რაგბის სამყარომ შეძლოს გონიერ, ავტორიტეტულ და კომპეტენტურ გუნდს ჩააბაროს სადავეები (უნდა გამოირიცხოს პარტიული და კლანური დანიშვნა). რა თქმა უნდა გვჭირდება ბევრად უფრო გამოცდილი მწვრთნელი, მაგრამ სიჩქარე ამ საქმეში არ ივარგებს. ამასთან ყველა ვართ დარწმუნებული, რომ ფრანჩიზის შექმნის გარეშე შეუძლებელია ქართული რაგბის შემდგომი პროგრესი, რომელსაც ყველა შემთხვევაში შეთავსებით ნაკრების მწვრთნელი უნდა ედგეს სათავეში ! ! !

22:59 | 05.12.2020
გუსანი (34)

ჩემი სათქმელიც ეს იყო, როგორც ფეხბურთში აქაც, როგორც მთელ ქვეყანაში , პრომლები საძირკველშია გამოსასწორებელი,რაგბში კიდევ რაღაც ცოტა გამოსწორების პოტენციალი მესახება ოღონდ უცხოელი ა/ზელანდიელი სტაფის ფონზე

20:12 | 05.12.2020
fereidneli (24)

გეთანხმები

18:39 | 05.12.2020
გუსანი (34)

მაპატიონ ბიჭებმა ,მაგრამ გონიერი, სხარტი მოთამაშეები ,,ცოტა გვყავს", ფიჯის კი სისწრაფეში და ძალაში ნაღდად ვერ ვაჯობებდით, მხოლოდ ერთი შანსი იყო -მეტი დისციპლინით, ნაკლები შეცდომებით და ეპიზოდების (ასეთი მცირე შესაძლებლობებით) გონიერი გამოყენება შევგძლებოდა, რაზეც ისედაც ეჭვი მეპარებოდაა , იმიტომ რომ ( როგორც ფეხბურთში) ჩვენები ფეტვივით იბნევიან, გონება ეკეტებად( ფიჯელებიც ამიტომაც აგებენ 1 დონის ნაკრებებთან) ნაავადმყოფარ ფიჯიც ჩვენზე გაცილებით უკეთ გამოიყურეოდნენ და შეტევების 80-90% ლელოებით დააგვირგვინეს, შთაბეჭდილება იქმნებოდა საჭიროების შემთხვევაში იმდენს დადებდნენ. ჩვენ კი რეალური ვერაფერი შევთავაზედ. არ დაიწყოდ ჩვენების ლელოებზე ძალიან გამახარა , მაგრამ ეს ფიჯი იყო რემლებიც ჩვენებივით თამაშის დროს ხშირად დუნდებიან დასკვნა -1 მწვრთნელები შესაცვლელია. ვერცერთმა ვერ ასწავლა ჩვენებს ხაზზე ბურთის გატანა-გათამაშება ვხვდები რატომაც რითაც დავიწყე მიტომ. 2 ძალიან შორს ვართ ამ გუნდებთან სათამაშოდ.3 ბიჭებმა თავი დახარონ და როგორც მინდორზე ივარჯიშონ მეტი, ისე საკლასო ოთახებში მეტი იმეცადინონ, პირველ რიგში თავიანთი თავისთვის, ოჯახისთვის , მომავლისთვის და მამულისთვის. უკეთესი მომავლის იმედით.....

0.134865