საქართველოს ნაკრების მორაგბის, გიორგი კვესელაძის ლელო, რომელიც ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ მიითვალა, შემოდგომის ერთა თასის ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით, მესამე ტურის საუკეთესო ლელოდ დასახელდა.
კვესელაძის ლელომ გამოკითხვაში აბსოლუტური უპირატესობით გაიმარჯვა და ხმების უდიდესი რაოდენობა - 92% მიიღო.
გიორგიმ კელტებთან შესანიშნავი სოლორეიდით გაჭრა ირლანდიელთა დაცვის ხაზი და ულამაზესი ლელოს დამიწება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ კვესელაძე რამდენიმე დღის წინ მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და მაშინ ხმების 88.8% მიიღო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია