ბორჯღალოსნები

18:56 | 25.11.2020 | ნანახია 604 - ჯერ

რვა ერი | გორგაძე Planetrugby-ს სიმბოლურში

სარაგბო პორტალმა Planetrugby-მ, ბორჯღალოსანთა შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე „შემოდგომის ერთა თასის“ მაორე ტურის სიმბოლურში შეიყვანა.

სიმბოლურში რვა მორაგბე მოხვდა ინგლისის ნაკრებიდან, სამი საფრანგეთიდან, ორი უელსიდან, თითო-თითო შოტლანდიიდან და საქართველოდან, ირლანდიიდან კი არცერთი.

შერკინებაში კვაჭის პოზიციაზე არჩევანი ფრანგ კამილ შაზე შეჩერდა, 8 ნომერზე ბექა გორგაძე გამოარჩიეს, ხოლო დანარჩენი ექვსი პოზიცია ინგლისელებმა გაინაწილეს. ჩვენი ყოფილი მოწინააღმდეგე – უელსის ნაკრებიდან სიმბოლურში მგეზავი კალუმ შიდი და შუამარბი ჯონი უილიამსი მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ 8 ნომრის შერჩევისას არჩევანი უელსელი არონ ვეინრაითს, ინგლისელ ბილი ვუნიპოლასა და გორგაძეს შორის გაკეთა.

„უელსის რვა ნომერმა არონ ვეინრაითმა და ინგლისელმა ბილი ვუნიპოლამ კარგი თამაშები ჩაატარეს, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ბექა გორგაძეზე შევაჩერეთ. მან შთამბეჭდავად ითამაშა, ბურთით 11-ჯერ შეუტია, 74 მეტრი მოიგო და 13 ბოჭვა შეასრულა” – წერს planetrugby.

მეორე ტურის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

ხაზი

15. ტომა რამოსი (საფრანგეთი), 14. ბლერ კინგჰორნი (შოტლანდია), 13. ვირიმი ვაკატავა (საფრანგეთი), 12. ჯონი უილიამსი (უელსი), 11. ჯონი მეი (ინგლისი), 10. კალუმ შიდი (უელსი), 9. ბენ იანგსი (ინგლისი);

შერკინება

1. მაკო ვუნიპოლა (ინგლისი), 2. კამილ შა (საფრანგეთი), 3. კაილ სინქლერი (ინგლისი), 4. მარო იტოჯე (ინგლისი), 5. ჯო ლონჩბრი (ინგლისი), 6. ტომ ქარი (ინგლისი), 7. სემ ანდერჰილი (ინგლისი), 8. ბექა გორგაძე (საქართველო).

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.090522