ბორჯღალოსნები

20:47 | 14.11.2020 | ნანახია 2782 - ჯერ

8 ერი: "ბორჯღალოსნების" უქულო დებიუტი ინგლისთან

შემოდგომის ერთა თასი, იგივე 8 ერის გათამაშება დაიწყო და საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა სარაგბო მექაში, ლეგენდარულ თვიქნემზე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ინგლისის ნაკრებთან გამართა.

ბუნებრივია, „ბორჯღალოსნებისთვის“ ეს სრულიად ახალი გამოწვევაა და გაცილებით მაღალი დონის მეტოქესთან შეხვედრა დიდი ტესტი იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველო ინგლისს მსოფლიო თასის მიღმა პირველად დაუპირისპირდა.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მთელმა შეხვედრამ ინგლისელთა დიდი უპირატესობით და კარნახით ჩაიარა. ლევან მაისაშვილის გუნდს პრაქტიკულად არ შეუტევია მასპინძლებისთვის და ლოგიკურია, რომ შეხვედრა უქულოდ, ნულზე დაასრულა. საპასუხოდ კი 6 ლელო მიიღო, საიდანაც ნახევარი ჯეიმი ჯორჯის ანგარიშზეა. ოუენ ფარელმა კი ხსენებული 6 ლელოდან 5 გარდასახა და ინგლისის ნაკრებმა ადვილად, 4:0 იმარჯვა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს სასურველი სტარტი არ გამოუვიდა, თუმცა, ალბათ ეს მოსალოდნელიც იყო - ინგლისი ძალიან ძლიერია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. საქართველოს A ჯგუფში 0 ქულა აქვს, ისევე როგორც უელსს, რომელიც პირველ ტურში ირლანდიასთან 9:32 დამარცხდა. „ბორჯღალოსნები“ მომდევნო მატჩს 21 ნოემბერს, სწორედ უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

ინგლისი - საქართველო 40:0 (26:0)

ქულები: უილსი (14, ლ), ფარელი (16, გ) ჯორჯი (29, ლ), ფარელი (30, გ), ჯორჯი (33, ლ), დელი (37, ლ), ფარელი (38, გ), ჯორჯი (57, ლ), ფარელი (58, გ), რობსონი (69, ლ), ფარელი (70, გ)

ინგლისი: გენგი (მ. ვენიპოლა 47), ჯორჯი (დანი 65), სტიუარტი, ეველსი (კერი 65), ლენჩბერი, იტოჯი, უილსი (ერლი 46), ბ. ვენიპოლა, იანგსი (დ. რობსონი 61), ფარელი, მეი, სლეიდი, ლოურენსი (მალინსი 61), იოსეფი (მარჩანტი 38), დელი

საქართველო: ნარიაშვილი (გოგიჩაშვილი 46), მამუკაშვილი (ბრეგვაძე 46), გიგაშვილი (ყაულაშვილი 59), ჯაიანი, ქერდიკოშვილი (ლობჟანიძე 64), საღინაძე, თხილაიშვილი (ჯალაღონია 72), გორგაძე (გიორგაძე 59), აფრასიძე (ჯავახია 65), აბჟანდაძე, სვანიძე, შარიქაძე, კვესელაძე, ტაბუცაძე, ხმალაძე


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:55 | 15.11.2020
qomagi (248)

ქვეყანას დედა აქვს მოტ...ნული სირი პოლიტიკოსების გამო და ეს პირდაპირ აისახება სპორტზეც. გადახედეთ ფედერაციების უმრავლესობას, ძმაკაცების დანიშვნა, მაყუთების გაყოფის გამო ჩხუბი და დავიდარაბა, ხალხიც და სპორტიც სულ ქინძზე ჰკიდიათ, მთავარია ფული ჩაიჯიბონ, რით ვერ გაძღა ამათი მუცელი. უთავმოყვარეოთა და ყვარყვარეთა ზეობა და ზეიმია საბჭოთა კავშირის ეპოქიდან დაწყებული დღემდე. მაისაშვილიც ჰეიგთან ერთად იყო გასაშვები ჯერ კიდევ 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ. გასაგებია ინგლისმა დაგვიდო 40 ქულა, მაგრამ ბურთს რომ აუტში ვერ გადაიტან ან მოედანზე ვერ დატოვებ როცა საჭიროა, მეტოქეს შიშის თუ რაღაც გაუგებარი მიზეზის გამო აუტში ვერ აუხტები და არ იბრძვი ბურთის მოსაპოვებლად, შეტევაში აბსოლუტური 0, არანაირი იდეები და ფანტაზია, როცა ნაქებ მოლსა და შერკინებაში ლურსმანივით გღუნავენ, რა ნამუსით რჩება მწვრთნელთა შტაბი და საერთოდ ფედერაციის მესვეურები? მაგრამ აქაც არჩევნებს ელოდებიან და სულ არ ჰკიდიათ ნაკრები?

16:47 | 15.11.2020
GENESIS (49)

წინა თამაშთან შედარებით, ფიზიკურად აშკარად უკეთ გამოიყურებოდნენ.. მაგრამ ტაქტიკური მომზადება, ტექნიკური მხარე და სელექცია კვლავ უამრავ კითხვას ტოვებს..
კომენტატორებს კი ვურჩევდი, რაგბზე ფოკუსირდნენ, და ტენდენციურ და არათემატურ, უადგილო "ღადაობებს", რაც ხალხის დაყოფას და ურთიერთგაუცხოებას იწვევს, მოერიდონ.. არ არის სპორტული ტელერეპორტაჟი, რომელსაც მთელი ქვეყანა უყურებს, სუბიექტური პოლიტიკური მისწრაფებების გამომზეურების თუ აფიშირების არენა..

09:29 | 15.11.2020
გუგა80 (177)

აქ ყოველდღე ათობით კაცი კვდება, იმიტომ რომ შესაბამისი დაფინანსება და სამედიცინო ინფრასტრუქტურა არ გვაქვს და ესენი 50-50 კაცით ტურისტებად დადიან ბრიტანეთში 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში ისვენებენ ბიჭები რომ 40-50 ქულიანი "გაკვეთილები" ისწავლონ! ამოვიდა რა ყელში მართლა.

არც იმას გამოვრიცხავ, რომელიმე თამაში (ვთქვათ შემდეგი უელსთან) მცირე სხვაობით წააგონ და აუუ დაიწყება ეგრევე ბაქი ბუქი, აი როგორი წინსვლაა და აშ..
არა ბატონებო!!! არა!!!
არანაირი წინსვლა არ არის და ვინც ამას ვერ ხედავს და არ ხედავს უბრალოდ ბრმაა ჩემი აზრით.
იტალიელებს რომ დასცინიან (ნეტა იტალიის დონეზე ვიყოთ) 20 წელია 6 ერში ვერაფერს აკეთებენო, დიახ სწორია და დასაცინია, მაგრამ ჩვენ კი არა იაპონიამ და არგენტინამ შეიძლება დასცინონ.
ჩვენ ზუსტად იგივე ფსკერზე ვართ.
"ღირსეული წაგებები" და "მილიონიანი გაკვეთილები" აღარ გვინდა. ან შედეგი დადეთ ან გააა...ით!

09:19 | 15.11.2020
გუგა80 (177)

ძალიან ყელში ამოვიდა ეს "მილიონიანი" გაკვეთილები!
არ წაიღეს ბიჭო ტვინი ამ ბიუჯეტის უმაქნისმა წურბელებმა გინდა ფეხბურთის და გინდა რაგბის სახით.
სასწრაფოს შეწყდეს სპორტის და განსაკუთრებით გუნდური უმაქნისი სახეობების დაფინანსება ბიუჯეტიდან!!!!!
ჩემს გადახდილ გადასახადებს ნუ დახარჯავენ და იმის იქით გინდა გაკვეთილებს დაესწრონ და გინდა გამოცდები აბარონ!
ზუსტად ისევე ვიტყუებთ თავს რაგბიში რომ "ჩვენი თამაშია" როგორც ფებბურთში რომ "ჩვენი იდენტობაა" (არ გადაგვაყილეს 40 წლის წინ მოგებულ 1 ქეციან ჭე კლასის თასს).

08:28 | 15.11.2020
dinamo222 (692)

ინგლისს ძირითადი გუნდით და მთელი ძალით რომ ეთამაშა 140-0 ს მოგვიგებდა ! კი ბატონო ინგლისი ჩვენზე ძლიერია მაგრამ ისე მაინც წავაგოთ ლსამის მეორე შემადგენლობასთან რომ 1 ლელო მაინც დავუდოთ ან 1 ჯარიმა მაინც გავუტანოთ ასეთი სამარცხვინო ანგარიშს რომ არ ვუყურებდეთ @ მოკლედ ფეხბურთის არ იყოს თუ ასე გაგრძელდა ქართული რაგბიც მაგარ ქაქში აღმოჩდება @ ბოლო 3-4 წელი არანაირი წინსვლა არ გვაქვს და პირიქით უკან უკან მივდივართ @ რაშიც ადრე ვიყავით ძლიერები იმაშიც ჩავფლავდით და ინგლისმაც და შოტლანდიამაც და უფრო ადრე იაპონიამ და ფიჯიმ ზუსტად ძალისმიერ თამაშში შერკინებებში და მოლებში გადაგვიარეს @ ფეხბურთშიც ასე არაა ? იქაც მოვუგეთ ჭ და ჰ კლასის ყაზახეთს ლატვიას ანდორას ბელარუსს (და ისიც ორი პატარა ბიჭის სასწაულების ხარჯზე) და თავი რაღაცა გვეგონა ! მაგრამ შევხვდით იმათზე ოდნავ ძლიერ გუნდს და დავრჩით ისევ ქაქში @

0.09457