სიახლეები

20:40 | 25.09.2020 | ნანახია 1098 - ჯერ

ნიკა ამაშუკელი „რვა ერის“ მატჩებში!

2019 წლის საქართველოს საუკეთესო რეფერი ნიკა ამაშუკელი, „შემოდგომის ერთა თასის“ ორ მატჩში იმსაჯებს.

22 ნოემბერს ის „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და საფრანგეთის შეხვედრაში უეინ ბარნსის თანამსაჯი იქნება, ხოლო 28 ნოემბერს, იმავე „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და ფიჯის მატჩში ენდრიუ ბრისს დაეხმარება.

„ეს არის მომენტი, რომელზეც ამ ასაკში ვერც კი ვიოცნებებდი. შოტლანდია-საფრანგეთი ძველისძველი დაპირისპირებაა და ფაქტობრივად, ექვსი ერის ტოლფასი შეხვედრის მსაჯობა მომიწევს, ხოლო შოტლანდია-ფიჯი იქნება პრინციპული დაპირისპირება“ – ამბობს ამაშუკელი.

„მომიწევს მსოფლიოში უდაოდ ნომერ პირველ მსაჯთან, უეინ ბარნსთან და ენდრიუ ბრისთან მუშაობა, რაც ათასმაგი პასუხისმგებლობაა. ბარნსი რეპუტაციით და ავტორიტეტით უდაოდ უძლიერესი მსაჯია და მსოფლიო თასის ფინალი მხოლოდ იმის გამო ვერ იმსაჯა, რომ იქ ინგლისის ნაკრები თამაშობდა. პირადად ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც მეორე დონის სარაგბო ქვეყანას წარმოადგენს, ეს გასაოცარი ფაქტი და დიდი პატივია“ – განაცხადა 26 წლის მსაჯმა.

ამაშუკელმა 2019/2020 წლების სეზონის ჩელენჯ ქაფზე ჯგუფური ეტაპის ექვსი მატჩიდან ხუთი იმსაჯა; ასევე ის იყო რეფერი 2020 წლის 20-წლამდელთა ექვსი ერის ორ შეხვედრაში: საფრანგეთი – ინგლისი დაირლანდია – უელსი; 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთის და ესპანეთის ეროვნულინაკრებების მატჩი; პრო 14-ში ირლანდიური ‘მანსთერისა’ და სამხრეთ აფრიკული ‘კინგსის’ თამაში; ხოლოპრო დე2-ში (ვანი – მონტობანი) დებიუტში, ხელი COVID-19-ის პანდემიამ შეუშალა.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08649