შიდა რაგბი

19:16 | 16.09.2020 | ნანახია 1054 - ჯერ

რაგბის კავშირის შენობაში, სადაც მორაგბე დაჭრეს, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

შემთხვევის ადგილზე პოლიციელებმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა რამდენიმესაათიანი სამუშაოები დაასრულეს და ტერიტორია რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.

შემთხვევის ადგილის დატოვებისას მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, დღეს რაგბის კავშირში შენობაში, სროლა იყო. სროლის შედეგად ერთი ადამიანია დაჭრილი.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გასროლა სავარაუდოდ, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ განახორციელა, რის შედეგადაც დაჭრილია მორაგბე, რამაზ ხარაზიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ipn.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.099908