საერთაშორისო

16:00 | 3.06.2020 | ნანახია 871 - ჯერ

მოხალისე COVID-19-თან ბრძოლაში: იტალიელ მორაგბეს ღირსების ორდენით დააჯილდოვებენ

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დღეს დაასახელა ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსთან ბრძოლაში შეტანილი წვლილის გამო ღირსების ორდენით დააჯილდოვებს.

მათ შორის არიან ანესთეზიოლოგები, ექიმები, ექთნები, მოხალისეები, მეწარმეები და იტალიის ნაკრების მორაგბე მაქსიმ მბანდა.

მოგეხსენებათ, „ზებრეს“ 28 წლის მოთამაშე საგანგებო სიტუაციის დროს თავისივე სურვილით საზოგადოების სამსახურში ჩადგა და მოხალისედ დაიწყო მუშაობა.

აღსანიშნავია, რომ 19 მაისს „ზებრემ“ საწვრთნელი პროცესი განაახლა, მაგრამ მესამე ხაზელ მორაგბეს არ მიუტოვებია მოხალისეობა. ისიც ვთქვათ, რომ მაქსიმს კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა და მიუხედავად იმისა, რომ ეპიცენტრში იმყოფებოდა და რისკი დიდი იყო, პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078438