საერთაშორისო

23:50 | 11.05.2020 | ნანახია 2852 - ჯერ

The Times: "დადგა დრო 6 ერიდან იტალია გავუშვათ!"

ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Times- ექვსი ერიდან იტალიის გაშვებას ითხოვს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, „სკუადრა აძურას“ იქ ყოფნა რაგბის რეპუტაციას ზიანს აყენებს.

თუმცა, წერილში ის მიზეზიცაა ნახსენები, რის გამოც იტალია ჯერ კიდევ იმყოფება ექვს ერში და არა მაგალითად, საქართველო. ექვს ერში იტალიის დარჩენა კარგი მხოლოდ ფულისთვისაა", - ასეთია წერილის სათაური.

„იტალია ექვსი ერიდან გამოვიდეს. 20 სეზონში იტალიელებმა 103 თამაშში მხოლოდ 12 მოიგეს, ერთი გამარჯვება ყოველ მეცხრე მატჩში. მიმდინარე სეზონში ქულაც ვერ მოიპოვეს, კარდიფში 42:0 წააგეს და შოტლანდიასთან რომში 17:0. აშკარა ნიშანი იმისა, რომ ტურნირს მნიშვნელოვანი გადაბრუნება სჭირდება.

რუმინეთი და საქართველო კონკურენციის დონეზე თავიანთ სტანდარტს აჩვენებენ, მაგრამ რომში თამაშების ჩატარება უფრო მომგებიანია, ვიდრე ბუქარესტში ან თბილისში. ფაქტია, რომ იტალიის ექვსი ერიდან გაგდება, კარგი იქნება ტურნირისთვის, სპორტის რეპუტაციისთვის და თავად იტალიელებისთვისაც“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, საქართველოს მსოფლიო რაგბის რეიტინგში ამ დროისთვის მე-12 ადგილი უკავია, ხოლო იტალია მე-14 საფეხურზეა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:56 | 13.05.2020
krasni (587)

ახალი სისხლი მართლაც სჭირდება ექვს ერს. მუდმივი ადგილის ჩუქება თვითონ იტლიასაც უმოტივაციო სიტუაციაში აგდებს. არადა ჩვენ როგორ წაგვადგებოდა. რაგბის კავშირის ახალმა შემადგენლობამ უნდა იბრძოლოს U20-ის და U18-ის როგორმე ექვსი ერის შესაბამის ტურნირში ჩართვაზე. ასეთ შემთხვევაში წარმოიდგინეთ როგორი ნაკრებით გამოვალთ U20-ის მსოფლიოზე.

04:09 | 12.05.2020
dinamo222 (692)

რა რუმინეთი ? მაგათ უკვე რუსები და ესპანელები უგებენ და რა უნდათ 6 ერში ? საქართველოს რაც შეეხება შარშანწინ იტალიასთან იმიტომ წავაგეთ რომ ცუდი დრო დაემთხვა 8 ძირითადი მოთამაშე არ გვყავდა მართთლა ძირითადი და არა ისეთი ნაკრებში რომაა და იშვიათად გამოდის ცვლილებებზე ამას პლიუს გადაღლილებიც იყვნენ ჩვენები პლიუს იტალიაში იყო თამაში და 12 ქულით საქართველოს კი არა შეიზლება შოტლანდიას ან საფრანგეთსაც მოუგონ სახლში ! ნეიტრალურზე რომ ჩატარებულიყო დიდი შანსი იქნებოდა მოგების და ის 8 ძირითადიც თუ გვეყოლებოდა აუცილებლად მოვუგებდით ! 6 ერმა აუცილებლად უნდა დააწესოს გადასასვლელი თამაშები 6 ერის ბოლო ადგილოსანს და ევროპის ჩემპიონს შორის და ჩვენი შეშვება თუ არ უნდათ იმის გამო რომ საქართველოში 50 და 500 ევროიანი ბილეთები ვერ გაიყიდება მაშინ ჯანდანას საშინაო თამაშები ჩაგვატარებინონ ნეიტრალურ მოედანზე მაგალითად 6 ერის ქვეყნებში ან სადმე მდიდარ ქვეყანაში ამერიკაში კანადაში ან ევროპის რომელიმე მდიდარ ქვეყანაში ეს მაინც კარგი იქნება ჩვენთვის !

0.082574