საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის გათამაშებაში ზედიზედ ორი გმარჯვების შემდეგ რეიტინგში პროგრესი განიცადა და იტალიას გადაასწრო.
განახლებულ რეიტინგში „ბორჯღალოსნებს“ 72.70 ქულა აქვთ და მე-12 ადგილზე აღზვედნენ, პოზიცია კი, იტალიის ნაკრებს გაუცვალეს, რომელმაც ამავე პერიოდში ექვს ერში ორივე თამაში წააგო.
„სკუადრა აძურასთან“ უპირატესობა ამ დროისთვის მინიმალურია, ხოლო ფიჯისთან ჩამორჩენა ჯერაც სოლიდურია.
... 10. არგენტინა - 78.31 ქულა
11. ფიჯი - 76.21
12. საქართველო - 72.70
13. იტალია - 72.04
14. ტონგა - 71.44
15. სამოა - 70.72
მოწინავე ათეულში ერთადერთი ცვილება მოხდა, ირლანდიამ და უელსმა ადგილები გაცვალეს, ხოლო რეიტინგის ლიდერი კვლავინდებურად მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი სამხრეთ აფრიკის ნაკრებია.
1. სამხრეთ აფრიკა - 94.19 ქულა
2. ახალი ზელანდია - 92.11
3. ინგლისი - 87.80
4. ირლანდია - 85.36
5. უელსი - 84.28
6. საფრანგეთი - 82.37
7. ავსტრალია - 81.90
8. იაპოანია - 79.28
9. შოტლანდია - 78.58
აღსანიშნავია, რომ განახლებული მონაცემებით ყველაზე დიდი რეგრესი რუსეთმა განიცადა, რომელიც მეოცედან 25-ე ადგილამდე დაქვეითდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა ტვინი შეჭამეთ ამ რეიტინგებით სულ მე-20 ზე ვიყოთ თუ გინდა ოღონდ იმ ბობოლებთან ერთხელ მაინც მოგვეგო ან თამაშის ხარისხი გვქონდეს კარგი. სულ ყლეზე კიდია იტალიას რეიტინგი სადაც უნდა იქ არის ექვს ერში და სულ რომ მე-25 იყოს მინც არ გამოაგდებენ იქედან
იტალიაზე ქულებით გადასწრება ცუდი არ არის, მაგრამ თამაშით და კლასით უნდა გადავასწროთ. ისე გამოდის, რომ ჩვენ ამ ფარჩაკ გუნდებთან მოგებით ვიწერთ ქულებს და იტალია 6 ერის ბობოლებთან წაგებით ვერ ხეირობს. თუნდაც 1 თამაში რომ მოიგოს იტალიამ, შეიძლება ფიჯისაც კი გადაასწროს, თუ გასწრებაზე მიდგა საქმე. არადა დღეს იტალია ჩვენზე გაცილებით უკეთესი გუნდია.
რეიტინგში ადგილზე მეტად კლასს განსაზღვრავს რამდენი ქულა გვაქვს. 75-ზე მეტი არასოდეს გვქონია და მიზანი უნდა იყოს ეს. ამ ქულას კიდე მხოლოდ ერთა ლიგაში მოგებებით ვერანაირად ვერ გადავცდებით. იტალია რომ 6 ერის ქვეყნებთან კარგავს ქულებს ამის გამო ვასწრებთ და არა იმიტო რომ კლასით ვჯობნით. სამწუხაროდ ესეა, მაგრამ ჩვენი დროც მოვა მჯერა
მგონი 75 ქულაში ვცდები მაგრამ პრინციპს რასაც ვიძახი მიხვდებით