საერთაშორისო

19:11 | 23.01.2020 | ნანახია 1605 - ჯერ

საქართველო XV | შემადგენლობა სერიის მეორე მატჩისთვის

24 იანვარს, 23:45-ზე (არგენტინის დროით 16:45-ზე) საქართველო XV ზე-რაგბის ვიცე-ჩემპიონ ‘ხაგუარესთან’ 2 მატჩიანი სერიის მეორე შეხვედრას გამართავს. სერიის პირველ შეხვედრაში არგენტინელებმა დიდი სხვაობით, 66:3 იმარჯვეს.

პირველი მატჩის მიმოხილვა და შეფასება

პირველი მატჩის ფოტო-რეპორტაჟი

სერიის მეორე მატჩი ბუენოს აირესში, სან ისიდრო კლაბში გაიმართება. საქართველო XV ბუენოს აირესში პირველი მატჩის შემდეგ ჩავიდა და ადგილზე აგრძელებენ მზადებას სერიის დასკვნითი მატჩისთვის.

მატჩამდე ერთი დღით ადრე ბესიკ ხამაშურიძემ სამატჩო რაზმი დაასახელა. თუ წინა მატჩში გუნდებმა 29-29 მოთამაშით ითამაშეს, ამჯერად გუნდები 26-26 მორაგბით ითამაშებენ. შეცვლები ამჯერადაც შეუზღუდავი იქნება.

საქართველო XV იაგუარების წინააღმდეგ, სერიის მეორე მატჩი 24 იანვარი, 23:45 (საქ. დროით) | ბუენოს აირეს, არგენტინა

ხაზი | ბექები: 15. დავით მოძღვრიშვილი, 14. ანზორ სიჭინავა, 13. სანდრო მამამთავრიშვილი, 12. გიორგი ნათელაშვილი, 11. ნიკა გიგაური, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. კობა ბუჯიაშვილი;

შერკინება | ფორვარდები: 1. ზურაბ ერისთავი, 2. ბეკა მამრიკიშვილი, 3. ანტონ ფეიქრიშვილი (კაპ), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. სანდრო ქოიავა, 6. გურამ შენგელია, 7. კობა ჯიმშელეიშვილი, 8. გიორგი მჭედლიშვილი;

მარქაფა: 16. გიორგი ხუროშვილი, 17. ბექა გვარამია, 18. ნიკა პატარაია, 19. დაჩი კოპაძე, 20. ვანო ფუტკარაძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. გურამ ქანდაურაშვილი, 24. გიორგი ჭუაძე, 25. არჩილ აბესაძე, 26 თორნიკე კიკნაძე

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084698