საქართველო XV-მა არგენტინულ ‘ხაგუარესთან’ სერიის პირველი მატჩი დიდი სხვაობით, 3:66 დათმო.
საქართველოს ჩემპიონატის, დიდი 10-ის მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, როგორც მოსალოდნელი იყო, სუპერ რაგბის ფინალისტს ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
წინ სერიის მეორე მატჩია, რომელიც ბუენოს აირესში 24 იანვარს, საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე იმედოვნებს, რომ საქართველო XVგანმეორებით შეხვედრას უკეთ ჩაატარებს:
„ამ დონის გუნდს ისტორიაში პირველად ვეთამაშეთ. იაგუარებს ფაქტობრივად არგენტინის ნაკრებია, რომლის მორაგბეებსაც მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი პერიოდი აქვთ გავლილი და შესანიშნავ ფორმაში არიან. ვფიქრობ, შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა, მაგრამ წნეხს ვერ გავუძელით, თავდაჯერება გვაკლდა. ჩვენი მიზანი იყო გვენახა სად ვართ ამ დონის გუნდთან, მაგრამ ბურთზე კონტროლი ვერ დავამყარეთ, შეტევაში არაფერი გამოგვივიდა და მეტოქემაც შეცდომები არ გვაპატია. ვეცდებით მეორე შეხვედრა უკეთ ჩავატაროთ და თუ ეს შევძელით დავრწმუნდებით, რომ ამ დონის მეტოქეებთან ხშირი თამაშით, წინსვლა შეგვიძლია“.
‘ხაგუარესთან’ მატჩში სამი ჩვენი მორაგბე სინბინით დაისაჯა და 30 წუთი მოედანზე კაცნაკლულები ვიყავით, რაც მეტოქემ ლელოებში ასახა. ხამაშურიძის თქმით, დისციპლინის პრობლემები მეტოქის სიძლიერემ განაპირობა:
„არგენტინელები ისეთ ტემპში თამაშობდნენ, რასაც შეჩვეული არ ვართ და ხშირად ვრჩებოდით თამაშგარეში. უკვე ბუენოს აირესში ვართ, გავარჩევთ განვლილ შეხვედრას და ვეცდებით პრობლემები გამოვასწოროთ. პირველ შეხვედრაში წელის ტრავმა მიიღო ირაკლი სვანიძემ და მეორე შეხვედრაში ის ვერ დაგვეხმარება, დანარჩენი მორაგბეები კი მწყობრში არიან“.
სერიის მეორე მატჩი 24 იანვარს, ბუენოს აირესში გაიმართება
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამარცხვინო წაგებაა @ საინტერესოა იმ 3 ქულის აღება როგორ მოახერხეს ? ქართულ რაგბში ნამდვილი კრიზისი იწყება(თუ უკვე არ დაიწყო) ბოლო 2-3 წელი სულ უკან უკან მივდივართ @@