საერთაშორისო

9:50 | 8.12.2019 | ნანახია 4807 - ჯერ

"ბორჯღალოსნები" | 7 ნოემბერს საფრანგეთთან

2020 წლის 7 ნოემბერს ბორჯღალოსნები საფრანგეთის ნაკრებთან მეორე ტესტ-მატჩს გამართავენ, პირველს მსოფლიო თასს მიღმა.

საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებების პირველი შეხვედრა 2007 წლის მსოფლიო თასზე, 30 სექტემბერს მარსელში გაიმართა და მასპინძლებმა 64:7 მოიგეს.

13 წლის შემდეგ, ბორჯღალოსნების უმეტესობისთვის კარგად ნაცნობ საფრანგეთს საერთაშორისო ტესტ-მატჩისთვის მსოფლიო თასს მიღმა პირველად ვეწვევით და სენტ-ეტიენში ვეთამაშებით

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე ამბობს, რომ შეთანხმება დაახლოებით იმ პერიოდში შედგა, რა დროსაც სამხრეთ აფრიკასთან ივნისის ტესტ-მატჩი დაიგეგმა:

„დეკემბრის ბოლომდე, იანვრის დასაწყისში, გულშემატკივრებისთვის კიდევ რამდენიმე სიახლე გვექნება და გვსურდა ყველა ამბავი ერთად მოგვეგროვებინა. საფრანგეთთან ნოემბრის ტესტ-მატჩი, დაახლოებით იმავე პერიოდში დაიგეგმა, რა პერიოდშიც სამხრეთ აფრიკას შევუთანხმდით, თუმცა დასაზუსტებელი იყო რიცხვი და სტადიონი. საფრანგეთში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, იქ ჩასვლა ყველა ქვეყნიდან იოლია და ვფიქრობ, ბორჯღალოსნების თამაშის ხილვის შესაძლებლობა ბევრ ქომაგს ექნება“.

rugby.ge


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:26 | 10.12.2019
krasni (587)

რატომ გვიანდება ახალი პრეზიდენტის არჩევა და აქედან გამომდინარე ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნა?

20:32 | 08.12.2019
ogafa (407)

აქ არაფერი მომხდრაა?

12:12 | 08.12.2019
გუგა80 (177)

ანუ 2020ში კაკ მინიმუმ 2 "ღირსეული" წაგება გარანტირებული გვაქვს (აფრიკასთან და პეტუხებთან). დალშე???
მერე მერე?? მერე რა ხდება???
ან რაიმე განვითარების გეგმა თუ არსებობს?
ან სად ვართ და სად მივდივართ?
ან 20 წლის წინანდელ კლურზე რომ წავედით თავიდან მაგას გაგიტარებთ გგონიათ? თუ როგორ არის საქმე?
ასე რომ ჩამძ..ერდა ეს სპორტი და ფეხბურთიზაცია განიცადა ვინ არის პასუხისმგებელი პირი? სად არის პასუხები კითხვებზე???

19:25 | 24.12.2019
პანტელეიმონი (1218)

+1

0.085