ბორჯღალოსნები

20:02 | 11.10.2019 | ნანახია 3705 - ჯერ

მადლობა ლეგენდავ - მამუკა გორგოძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა (+VIDEO)

ლეგენდარული ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრებს დღეს ოფიციალურად დაემშვიდობა. 35 წლის გორგოძე „ბორჯღალოსნების“ მაისური ბოლოჯერ ავსტრალიასთან შეხვედრაში მოირგო.

გორგოძის ნაკრებიდან წასვლა მსოფლიო რაგბი სოციალურ ქსელში აქტიურად გამოეხმაურა:

„მან ყველაფერი მისცა სპორტს, რომელიც უყვარდა. დიდებული გორგოძის გაცილება. საქართველოს ნაკრების გიგანტი - მამუკა გორგოძე საერთაშორისო რაგბიდან წავიდა. რა კაცი!“, - წერს მსოფლიო რაგბი.

გორგოძეს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2003 წელს ჰქონდა. მას შემდეგ 75-ჯერ დაიცვა ქვეყნის მთავარი გუნდის ღირსება და 135 ქულა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მამუკამ სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა, მაგრამ მსოფლიო თასის წინ „ბორჯღალოსნებში“ დაბრუნება მოუწია.

მთლიანობაში გორგოძემ ოთხ მსოფლიო თასზე (2007, 2011, 2015, 2019) იასპარეზა, ჯამში 15 მატჩი ჩაატარა (მერაბ კვირიკაშვილთან ერთად საუკეთესო შედეგი აქვს) და საინტერესოა, რომ სამ მსოფლიო თასზე ლელოს დადება მოახერხა (2011, 2015, 2019).


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:56 | 13.10.2019
ოვალური კორბენი (276)

ვფიქრობ, ხვდებოდა რომ მთლად მაჟორულ ნოტაზე არ ჩაივლიდა მისი დაბრუნება, მაგრამ ხათრი ვერ გაუტეხა ქვეყანას. თან საკუთარი თავის ნაკრებში ყოფნის საჭიროებაც დაინახა, რა თქმა უნდა...
დიდი სპორტსმენია მამუკა. თავისი სიტყვა ნაღდად აქვს ნათქვამი არამარტო ქართულ, არამედ მსოფლიო რაგბიში.

08:57 | 13.10.2019
+++Dinamo Tbilisi+++ (44)

როდის ყოფილა საქართველოში ვინმეს შრომა დაფასებულიყო. ჯერ სულს ამოვხდით

სიცოცხლეში, სიკვდილის მერე პანთეონში დავკრძალავთ. .მამუკას ჯვარი წერია...
არავინ არაფერს არ იტყვის.რაგბი ისეთი სპორტია,არ გამოუვა არავის ლამაზად სამზარეულოში რა ხდება სააშკარაოზე რომ გამოიტანოს. პრობლემები რომ არის ფედერაციაში ყველა ხედავს. მაგრამ ვინაა პატრონი.

მამუკას მადლობას ვუხდი და ქედს ვიხრი მის წინაშე . გაიხარე ჯიგარო

19:49 | 12.10.2019
თორღვა პანკელი (387)

რომ არა მამუკა, მსოფლიო თასის ბოლო მატჩს ავსტრალიასთან, კიდე უფრო დიდი ანგარიშით წავაგებდით, მამუკა უბრალოდ კიარ დაბრუნდა, სარგებელიც მოუტანა ნაკრებს, რომელიც სულ მოჰქონდა. გმირულად ომობდა ნაკრებში მამუკა და არამარტო ნაკრებში, ის მსოფლიო ვარსკვლავია რაგბში! მაინც ვფიქრობ მამუკა გულშემატკივარს, რომელიმე საშინაო ტესტ მატჩით უნდა დაემშვიდობოს, როგორც ეს ბევრ სხვა სახელოვან მორაგბეს გაუკეთებია.

22:35 | 12.10.2019
NIKA..01 (335)

შესაძლებელია პეტიციის შედგენაც ამ თხოვნით

22:33 | 12.10.2019
NIKA..01 (335)

მეც ეგ მსურს.თუნდაც სათამაშოდ არ გამოვიდეს,უბრალოდ შემადგენლობაში იყოს,რომ თამაშის ბოლოს გაცილება მოვუწყოთ,ან სულაც შემადგენლობაშიც ნუ იქნება,მაგრამ ძალიან მინდა საქართველოში ჩატარებულ ნაკრების თამაშიდან მოხდეს მამუკას ნაკრებიდან გაცილება.

14:12 | 12.10.2019
McCaw (168)

ზოგადად ქართული სპორტში ძალიან ბევრ ცნობილი და ლეგანდა სპორტსმენის ნაკრებიდან და სპორტიდან წასვლას მოვსწრებივარ და გული ისე არასდროს არ დამწყვეტია როგორც ეს მამაუკას შემთხვევაში მოხდა და თამამად შემიძლია ვთქვა არც არავისზეე არასდროს გული ისე ისე არ დამწყდება როგორც ესმამაუკას შემთხვევაში მოხდა მამუკ ლეგენდების ლეგენდა ხარ იცოდე თუ სადმე პლანეტაზე სარაგბო ღმერთი არსებობს და თუკი არსებობს ეს საქართველოშია და მას სახელად მამუკა გორგოძე ქვია.

11:23 | 12.10.2019
davit-tg (12)

მადლობა ყველაფრისთვის მამუკა,წარმატებებს გისურვებ.
დღეს ქართულ რაგბი კრიზისშია, და მე მჯერა ისეთი ავტორიტეტები როგორიც თქვენ ხართ იტყვით თქვენ სათქმელს, რა ხდება ? რატო შეწყვიტა ნაკრებმა განვითარება,რა უშლის ხელს,დადექით ხალხის მხარეს თქვით სიმართლე. წარმატებები!!.მადლობა დიდი რაგბისთვის

10:12 | 12.10.2019
beeq.777 (63)

მადლობა მამკუკა ყველაფრისთვის რაც შენ გაიღე შენი ქვეყნისთვის, ნაკრებისთვის და გულშემატკივრებისთვის. წარმატებები საკლუბო კარიერაში და ცხოვრებაში. გული მწყდება რომ ნაკრების მაისურით მებრძოლს ვეღარ გიხილავ მოედანზე.

02:13 | 12.10.2019
NIKA..01 (335)

მადლობა მამუკას!წარმატებებს და ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებ ქართული რაგბის ლეგენდას

22:50 | 11.10.2019
jikha (22)

ეჰ, მამუკასთან, ნემსაძესთან, ვიტოსთან, კაჭისთან, მეკოსთან და მათ თაობასთან ერთად ერთი დიდი და სასახელო ეპოქა დასრულდა. მადლობა მათ და აწი ბურთი და მოედანი თქვენ, ახალგაზრდებო

0.105889