საერთაშორისო

15:06 | 23.09.2019 | ნანახია 2553 - ჯერ

პირველი ტაიმის შემდეგ - უელსი საქართველოსთან ვარჯიშობს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის მსოფლიო თასის გათამაშება არცთუ კარგად დაიწყო. “ბორჯღალოსნები“ უელსის ნაკრებთან პირველი ტაიმის შემდეგ უშანსოდ მარცხდებიან.

განსაკუთრებით საწყისი წუთები გამოდგა მილტონ ჰეიგის გუნდისთვის კოშმარული. უკვე მე-19 წუთისთვის უელსმა სამჯერ დაგვალელოვა, თანაც დიდი ძალისხმევის გარეშე, რადგან საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზი უფერულად ირჯებოდა.

დევისმა, ტიპურიკმა და ადამსმა მიითვალეს ლელოები, რომელთაგანაც ორი ზუსტად გარდასახა ბიგარმა, ერთხელ კი ხელსაყრელი პოზიციიდან დაგვინდო და ბურთ ძელს გაარტყა. ამასთან ერთხელ ჯარიმაც ზუსტად შეასრულა.

მერე იყო 20-წუთიანი პაუზა და ტაიმის ბოლოს ვილიამსმა მეოთხე ლელო მიითვალა, რითაც უელსს ბონუს ქულა პირველივე ტაიმში გაუნაღდა. გარდასახვა ბიგარმა კვლავ ზუსტად დაარტყა და ჯერჯერობით პირველი ტაიმის შემდეგ სოლიდური სხვაობაა - 0:29.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:04 | 23.09.2019
miriani (151)

როგორც ყოველთვის ჩაძინება პირველ ტაიმში და პოზიტიური მეორე ტაიმი...
ხოო, კიდე რი იძახიან ფიზიკაში 125%არიან მომზადებული ბიჭებიო , სადაა ეგ 125%?? მე რაღაც ვერსად დავინახე....
მოკლედ, იმედი ვიქონიოთ რო პირველი თამაშის სინდრომი იყო , როგორც ყოველთვის და მოსაგებ თამაშებს მოიგებენ, თუმცა ასეთი თამაშით ფიჯისთან რა ვიცი.. რა ვიცი...
ფედერაცია გაასხით...სასწრაფოდ გაამსერეთ სვანაძე!!!
დროზე დააბრუნეთ ნიჟარაძე!!!

17:03 | 23.09.2019
miriani (151)

გამოჩდა რო ჯობდა ჩილაჩავა, გიორგაძე პირველ ტაიმში გამოეყვანა...მამუკა კი მეორეში...
მათიაშვილი რომელ პლანეტაზე იყო ვაბშე, რეებს აკეთებდა... და უბედურება ისაა რო ალტერნატივა არ აქვს....

16:00 | 23.09.2019
dinamo222 (692)

რა უნდოდა ჩილაჩავას სკამზე ? რატომ არ გამოიყვანა თავიდანვეე ?? @@@

15:24 | 23.09.2019
dinamo222 (692)

მე იმედი მაქვს რომ ბონუსი იკვე აიღეს უელსელებმა და აწი იქნება აღარ შეიწუხონ თავი და დაისვენონ თორემ თუ ასე გაგრძელდა ანტირეწკორდს დავამყარებთ ვდა სანოლოოდ შევრცხვებით @ ან იქნება მსაჯმა შეგვიცოდოს და ერთი ლელო მაინც დაგვადებინოს ?

15:21 | 23.09.2019
garedji (1)

ფედერაციააააა ამ ყველაფრის მიზეზი. ჯერ პირველი მწვრთნელი არის "ჭ" კლასის ამას ბევრი პროფესორობა არ უნდა 4 წელია ნაკრების თამაშს ვუყურებ და აშკარაა.. რაც არ უნდა კარგი კაცი იყოს ამ ეტაპზე ამ კაცს არ ყოფნის იმის კვალიფიკაცია, რომ კარგი მწვრთნელი იყოს.. მეც ვარ ეგრე კარგი კაცი და ჩამაბარეთ ნაკრები.. საერთოდ რომ ვუყურებ ნაკრების თამაშს საზიზღრობააა... 2003 წელს რომ ნაკრები გვყავდა იმ დონეზეა დღევანდელი ნაკრები და პლუს კიდევ ფიჯისთან უშანსოდ ვართ ბონუს ქულით მოგვიგებენ და ურუგვიასთანაც კითხვის ნიშNის ქვეშ დგას ჩვენი მოგება..

15:12 | 23.09.2019
erovnuli-nakrebi (224)

აი ლეონსიო რომ აიკიდებდა რუმინელებს ეგ დრო ნოგვენატრება ასე თუ გაგრძელდა

15:12 | 23.09.2019
erovnuli-nakrebi (224)

ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ასეთ დროს? ფაქტია როს ეს გუნდი იმაზე უარესია, რაც 2002 დროს იყო

0.086299