იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფის ერთ-ერთმა ფავორიტმა ინგლისის ნაკრებმა ტონგა იოლად 35:3 დაამარცხა.
პირველი 23 წუთი ანგარიში 3:3 იყო და ტონგელები ინგლისელებს წამატებით იგერიებდნენ. 23-ე წუთზე მანი ტუილაგმა ლელო დადო 30-ე წუთზე იმავე ტუილაგმა მეორე ლელო გაიტანა და კუნძულელები უშანსოდ იყვნენ.
მეორე ტაიმშიც მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა რაგბს. "ვარდებმა" 76-ე წუთზე ლელო დადეს, რაც ბრიტანელებს პრემიალური ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
მომდევნო შეხვედრსი ინგლისი აშშ-ს დაუპირისპრიდება, მატჩი 26 სექტემბერს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია