საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ 2019 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე საკუთარი გუნდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთელი კონცენტრაცია პრობლემების აღმოფხვრისკენაა მიმართული. მან ასევე საკუთარი ტრავმის შესახებაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ დიდი ალბათობით უელსთან გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.
- მსოფლიო ჩემპიონატი და მოლოდინები
- „სანამ მსოფლიო ჩემპიონატზე წავალთ, იქამდე შოტლანდიასთან თამაში გვაქვს გამოსასწორებელი. აღნიშნული მატჩი ჩვენთვის ძალიან არასასურველი შედეგით დასრულდა და ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრისკენ არის ახლა ჩვენი კონცენტრაცია მიმართული.
- შანსები უელსთან...
- განვმეორდები და ვიტყვი, რომ შოტლანდიასთან ჩვენი თავი კიდევ ერთხელ უნდა გამოვცადოთ. თუ რამდენაც შეგვიძლია შეცდომების გამოსწორება და ამის შემდეგ აქტიურად ვიფიქრებთ უელსზე. შოტლანდიასთან მატჩი ჩვენთვის საუკეთესო ვარჯიში იქნება, თუ შეიძლება ამას ვარჯიში ეწოდოს.
- ტრავმის შესახებ...
- ჩემს ტრავმას რაც შეეხება - რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პირველივე მატჩზე შევძლებ თამაშს. ყოველ შემთხვევაში მიზანი ეს არის და იმედია გამოვა“ - გვითხრა მერაბ შარიქაძემ.
შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასის გათამაშება 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება, სადაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მეხუთედ იასპარეზებს. ჩვენი გუნდი D ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან ითამაშებს. მანამდე კი 6 სექტემბერს შოტლანდიას დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ მერაბ ! ! !
გამოსასწორებელიო რომ ამბობს ერთი ვინმემ კითხოს თუ იცის რააქვს გამოსასწორებელი, რამდენი წელია სულ ერთი და იგივე სულ გამოსასწორებელი. ესენი რომ რაგბს თამაშობენ მაგ თამაშს აღარავინ აღარ თამაშობს რუსეთის და რამდენიმე წყალწაღებული ნაკრების გარდა. თამაშის გაშლა და სისწრაფეებზე თამაში ისწავლეთ თქვე მთხლეებო
ერთი შენი თავი მისცა ჩვენს რაგბისტებს შერკინებაში,იქნებ დაგიზილონ გვერდები შე მართლა მთხლეო
ჩემი გვერდების დაზელის თავიც არ ექნებათ მაგ მთხლეებს რომც ქონდეთ მაინც ვერ ისწავლიან რაგბის თამასშს
ჩემთვისას, ვინაიდან მე პირადად ასიეშვილს პირველ 1 ნომრად ვხედავ და ისიც მიკვირს, რატომ არის ის მ-2 და ზოგჯერ მე-3 ერთი ნომერი. გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი მორაგბეა, ჩემი აზრით, ყველა ის თვისება აქვს რაც სჭირდება უმაღლესი დონის მორაგბეს, ის ერთ-ერთი ლიდერია გუნდის
წარმატებები და დროული გამოჯანმრთელება მერაბ შარიქაძეს!!!
სპორტალზე მსოფლიოზე წასასვლელი ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა დაიდო:
შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, ვანო კარკაძე, ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, გიორგი მელიქიძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, ბექა საღინაძე, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი თხილაიშვილი, ბექა გორგაძე, მამუკა გორგოძე.
უკანა ხაზი: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, თედო აბჟანდაძე, ლაშა მალაღურაძე, ზურაბ ძნელაძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელაძე, მირიან მოდებაძე, ალექსანდრე
თოდუა, იოსებ მათიაშვილი.
--
პირადად ჩემთვის გაუგებარი იქნება თუ განაცხადს მიღმა ვიხილავ კარლენ ასეიშვილს.