საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ დაადასტურა, რომ მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრებში ბრუნდება. სვანიძის განცხადებით, ჯერჯერობით საკითხი ოფიციალურად დახურული არაა, მაგრამ ორ-სამ დღეში ინფორმაცია გაოფიციალურდება.
„რამდენიმე დღეა სოციალურ მედიაში ძალიან დიდი აჟიოტაჟია, ჩვენ ამას ოფიციალურად არ ვააანონსებდით ერთი რამის გამო, რომ საკითხი ოფიციალურად წერტილ დასმული არაა.
თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ მამუკა გორგოძე თანახმაა ითამაშოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ის ყოველთვის იყო და დარჩა ქვეყნის დიდ პატრიოტად და დიდ ადამიანად. კონკრეტულ დეტალებს რაც შეეხება, ალბათ, ორ-სამ დღეში დასრულდება ტექნიკური მხარე და ამის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას.
მინდა აქვე გითხრათ, რომ გუნდთან შეთანხმების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ გადაწყდება საკითხი, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხის გადაწყვეტაში გადამწყვეტი როლი პრემიერ მინისტრმა ითამაშა“, - თქვა სვანიძემ ტელეკომპანია „მაესტროსთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, რომ გორგოძემ საქართველოს ნაკრების რიგებში ბოლოს 2017 წელს, რუმინეთთან შეხვედრაში ითამაშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თქვენი უტვინობის გამო გადაწყდა ისეთი უპრესტიჟულესი თამაშების ჩატარება შოტლანდიასთან მსოფლიოს თასამდე 1 თვით ადრე @ დარწმუნებული ვარ ჰეიგმა არ შეაკლა ბიჭები შოტლანდიას რომ ტრავმები არ მიეღოთ !
ყაპოს გაფიცებ ამხელა პრეზიდენტმა კაცმა იმდენი კი უნდა იცოდე რომ ასე იავნი პადხალიმობა ცუდათ ჩანს ხალხის თვალში თან ფაქტიურად გორგოძე დაამცირა ისე რომ ვერც მიხვდა, ფაქტიურად ის თქვა რომ როცა მთელი ერი ეხვეწებოდა გორგოძემ დაიკიდა მაგრამ პრემიერმა რომ თხოვა ეგრევე დათანხმდაო.
მე როგორც ვიცი პრემიერის დამსახურება გორგოძის დათანხმებაში კი არაა ტულონის შეფებთან მოლაპარაკებაშია ! თუმცა პადხალიმობა მაინც ნაღდად ჩანს ამ განცხადებაში
არა მგონია რავიცი არავის ქონია პრობლემა და რაღა გორგოძეს რომელსაც ყველაზე მეტი ავტორიტეტი აქვს შეექმნა კლუბთან პრობლემა ნაკრებში თუ უნდოდა თამაში? და დავიჯერო გორგოძე დაიკიდეს ტულონში მაგრამ ბახტაძეს ვეღარ გაუტეხეს?
თუმცა ეს პადხალიმობაც რა საჭიროა როცა ბახტაძე მაქსიმუმ 1 კვირაში აღარ იქნება პრემიერ მინისტრი D