ვიდეო

17:10 | 21.08.2019 | ნანახია 3872 - ჯერ

შოტლანდიელი ქომაგები თბილისში სტუმრობისთვის ირაზმებიან

შოტლანდიის რაგბის კავშირმა სპეციალური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გუნდის ქომაგებს თბილისში დაგეგმილ მატჩზე დასწრებისკენ მოუწოდებს.
ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც პირველი დონის ქვეყნის ნაკრები საქართველოს ტესტ-შეხვედრის ჩასატარებლად მოემგზავრება, ამდენად, გასაკვირი არაა, რომ სქოთები მომავალ შეხვედრას ისტორიულს უწოდებენ.
საინტერესოა, რომ ტურისტული კომპანია Thomas Cook Sport “ნარშავების” ფანებს თბილისში მგზავრობას გუნდთან ერთად, ჩარტერული რეისით სთავაზობს.
გულშემატკივრებს სპეციალური საქომაგო ატრიბიტუკა გადაეცემათ და ისინი სამ ღამეს 4-ვარსკვლავიან სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” გაატარებენ, ტურის ფასი კი 1 049 ფუნტია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებთა შერკინება 31 აგვისტოს, “დინამო არენაზე” გახლავთ დაგეგმილი და 20:00 საათზე დაიწყება, 6 სექტემბერს კი, საპასუხო შეხვედრა ედინბურგის “მარიფილდზე” შედგება.
მანამდე, 27 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე, “ბორჯღალოსნები” სამხრეთაფრიკულ “საუზერნ ქინგზს” დაუხვდებიან, შოტლანდიელებს კი, 24 აგვისტოს საშინაო მატჩი ელით საფრანგეთთან, რომელთანაც გასულ უქმეებზე ნიცაში 3:32 წააგეს.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასისთვის ემზადება, რომელსაც იაპონიის ქალაქები 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე პერიოდში უმასპინძლებს.
“ბორჯღალოსნებს” თამაში D ჯგუფში მოუწევთ, სადაც მეტოქეებად ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაი ეყოლებათ. ქართველი მორაგბეები სასტარტო შეხვედრას 23 სექტემბერს, ტოიოტაში, უელსელთა წინააღმდეგ ჩაატარებენ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:19 | 21.08.2019
გუგა80 (177)

აი ფასი! აი ხალხი! აი ქვეყანა! აი რაგბის მესვეურნი! აი ბიზნესი! აი ტურიზმი! აი საქმე!!!
ცხადია შოტლანდიურ მხარეზე მაწვს საუბარი.
თორემ ჩვენმა რაგბის კავშირმა, ჩარტერული ტურის ორგანიზება კი არა, შეიძლება საგარეო მატჩის ჩატარების სტადიონის მისამართის მოცემაც კი დაგაყვედრონ ))

17:57 | 21.08.2019
ICEMAN (162)

1089 ფუნტს იხდიან უფასოდ კი არ მოდიან, და თან რაგბის ფედერაია კი არა ტურისტული კომპანიაა

18:03 | 21.08.2019
jora84 (183)

2016 დაახლოებით იგივე ფასად იყო აქედან იქეთ ტური.

0.089797