4 ერი

13:55 | 12.08.2019 | ნანახია 1280 - ჯერ

პოლარდი საუკეთესო ბომბარდირია

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მგეზავი ანდრე პოლარდი რაგბი ჩემპიონშიპის 2019 წლის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
“ქურციკების” ლიდერმა მონაგარი ტურნირის დასკვნით ტურში გაიმდიდრა, როდესაც სალტაში გამართულ შეხვედრაში, არგენტინელებს 31 ქულა “უსახსოვრა”.
საინტერესოა, რომ პოლარდმა მხოლოდ აღნიშნულითაც კი აჯობა მე-2 ადგილზე გასულ ავსტრალიელ კრისტიან ლეალიიფანოს (24 ქულა).

2019 წლის რაგბი ჩემპიონშიპის ბომბარდირთა საუკეთესო ხუთეული
1. ანდრე პოლარდი (სამხრეთ აფრიკა) – 42 ქულა (2 ლელო, 4 გარდასახვა, 8 ჯარიმა)
2. კრისტიან ლეალიიფანო (ავსტრალია) – 24 ქულა (3 გარდასახვა, 6 ჯარიმა)
3. ბიოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია) – 20 ქულა (ლელო, 3 გარდასახვა, 3 ჯარიმა)
4. ნიკოლას სანჩესი (არგენტინა) – 19 ქულა (2 გარდასახვა, 5 ჯარიმა)
5. რის ჰოჯი (ავსტრალია), ჰერშელ იანტისი (სამხრეთ აფრიკა) – ორივე 15 ქულა (3 ლელო)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080976