წყნარი ოკეანის თასი

13:35 | 11.08.2019 | ნანახია 1927 - ჯერ

იაპონია წყნარი ოკეანის თასის მფლობელია

იაპონიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა წყნარი ოკეანის თასის გათამაშება მესამედ მოიგო. მოახლოებული მსოფლიო თასის მასპინძლებმა შეჯიბრი ძალიან დამაჯერებლად იასპარეზეს და ფიჯისა და ტონგას კვალად, გუშინ უმთავრეს კონკურენტ აშშ-საც იოლად აჯობა - 34:20.
ტურნირის დასკვნითი შეხვედრები ფიჯის დედაქალაქ სუვაში ჩატარდა. იაპონელებმა ბევრი რამ საწყის ათიოდ წუთში გადაწყვიტეს, როდესაც მაიკლ ლიტჩისა და კენკი ფუკუოკას ლელოებისა და იუ ტამურას ფეხჩუბინობის წყალობით, 17:0 დაწინაურდნენ.
ამ უკანასკნელმა, საბოლოო ჯამში, 14 ქულა მოაგროვა, მე-2 ტაიმში ლიტჩმა დუბლი შეასრულა, იაპონელთა კიდევ 1 ლელო კი რიოჰეი იამანაკამ დადო.
შედეგად, “საკურებმა” სამ თამაშში მაქსიმალური – 15 ქულა აიღეს და პირველობა სადავო არ გაუხდიათ, ამასთან, უახლოეს კონკურენტებს – ფიჯისა და აშშ-ს ხუთ-ხუთი ქულით აჯობეს.
კუნძულელებმა, რომლებიც მომავალ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან, საწყისი შეხვედრა იაპონიასთან დათმეს, დასკვნით ტურებში კი, კანადასა და სამოას აჯობეს.
გუშინდელი მატჩი სანახაობრივი ნამდვილად არ ყოფილა. ფიჯი შინ კი თამაშობდა, თუმცა, ბურთს მეტწილად სამოა ფლობდა და წარმატებას მხოლოდ მცირე დეტალების გამო ვერ მიაღწია.
შეხვედრის პირველ ტაიმში ბენ ვოლავოლამა და ულუპანო სეუტენიმ ჯარიმები გაცვალეს, შესვენების შემდეგ კი, მხოლოდ 1 შედეგიანი შეტევა გქვონდა: ვერენიკი გონევას ლელო იმავე ვოლავოლამ გარდასახა – 10:3.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:14 | 12.08.2019
krasni (587)

არ იქნება ალბათ ბევრი სახვეწი ამგენთან ჩართვა. არადა მართლაც მაგარ ნახტომს გავაკეთებთ.

16:54 | 12.08.2019
qomagi (248)

ავტორ, რავა დეპეშასავით სტატია გვაჩუქე. იმ ოხერი რუგერ ინფოდან მაიც გეთარგმნა, ცოტა უფრო ვრცლად იყო მიმოხილვა დადებული.
ისე, ამ გათამაშებაში რომ ჩაგვრთონ, 1-2 წელიწადში მართლა მაგარ პრაქტიკასა და გამოცდილებას ავკრეფთ, ამოვიდა ყელში ეს ერთა თასი, ჩვენ ვერაფერს ვსწავლობთ და მაჩანჩალებს კი ვავარჯიშებთ.

21:02 | 11.08.2019
fereidneli (24)

3 თამაში რატომ აქვთ ჩატარებული? 5 თამაშს რატომ არ თამაშობენ?

14:41 | 11.08.2019
dede (87)

ამ გათამაშებაში ჩავერთოთ ჩვენც ერთა თასზე რა გვინდა?

15:33 | 11.08.2019
თორღვა პანკელი (387)

ამ გათამაშებაში რომ ჩავერთოთ, შეიძლება ერთ წელზე მეტი არ დაგვჭირდეს, გრანდებს რომ სისხლი გავუშროთ.

0.079526