ამბები

16:36 | 16.06.2014 | ნანახია 4000 - ჯერ

მცირედი ცვლილებები

გასულ შაბათ-კვირას მსოფლიოს სარაგბო სტადიონებზე გამართულმა ტესტ-მატჩებმა და ოფიციალურმა შეხვედრებმა მსოფლიოს ყოველკვირეული რეიტინგის მოწინავე ოცეულში მხოლოდ ორი ცვლილება გამოიწვია, სხვა შედეგებმა კი, ოდენ ქულათა მარაგები შეცვალა.

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის 23:13 ძლევით სარეიტინგო მონაგარს ვერაფერი შემატა, მაგრამ იტალიასთან ჩამორჩენა მაინც შეამცირა. მე-14-ე საფეხურზე მყოფმა იტალიელებმა სამოასთან 0:15 მარცხის შედეგად 0,33 ქულა დაკარგეს და ახლა “ბორჯღალოსნებს” 0,77 ქულით უსწრებენ. კანადას შოტლანდიასთან 17:19 მარცხი 0,71 ქულა დაუჯდა და ქართველებს 1,11 ქულით ჩამორჩა.

სარეიტინგო ცვლილება არგენტინის ირლანდიასთან მარცხთან ერთად (17:23), სამოასა და წყნარი ოკეანის თასზე ფიჯის მიერ ტონგას განადგურებამ (45:17) გამოიწვია. სამხრეთ ამერიკელები მე-11-ე პოზიციამდე დაეშვდნენ, სამოა და ფიჯი კი, მე-10-მე-11-ე ადგილებზე დაწინაურდნენ. ახალ ზელანდიას ინგლისის მინიმალური სხვაობით ძლევამ არაფერი შესძინა, ისევე, როგორც სამხრეთ აფრიკას უელსის 38:16 ძლევამ. თითქმის ვერაფერი მიიღო ავსტრალიამ, რომელმაც საფრანგეთს 6:0 აჯობა. ქულები მიიღეს ირლანდიამ (0,58), შოტლანდიამ (0,71), იაპონიამ (0,49 - წყნარი ოკეანის თასზე აშშ 37:29 დაამარცხა) და რუმინეთმა (0,12), მაგრამ ისინი საკუთარ პოზიციებზე რჩებიან.

მომავალ შაბათ-კვირას გასამართი მატჩები რეიტინგში ცვლილებებს გამოიწვევს, მაგრამ საქართველოს ნაკრებისთვის არაფერი შეიცვლება. “ბორჯღალოსნებს” “თბილისის თასზე” გასამართი ორი მატჩი არც არაფერს შესძენს და არც არაფერს დააკარგვინებს. 21 ივნისს იაპონიამ იტალია დიდი სხვაობითაც რომც დაამარცხოს, “აძურას” დანაკარგი ისეთი არ იქნება, რომ ისინი ქართველთა ქვევით აღმოჩნდნენ და მხოლოდ სხვაობა შემცირდება.

 

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 16 ივნისისთვის

1      (1). ახალი ზელანდია      93,81

2      (2). სამხრეთ აფრიკა              89,34

3      (3). ავსტრალია            86,92

4      (4). ინგლისი               85,68

5      (5). ირლანდია             83,44

6      (6). უელსი                 80,70

7      (7). საფრანგეთი           80,03

8      (8). შოტლანდია           76,63

9      (10). სამოა                 75,60

10    (11). ფიჯი                  75,56

11    (9). არგენტინა             75,12

12    (12). იაპონია               75,07

13    (13). ტონგა                 72,58

14    (14). იტალია               71,23

15   (15). საქართველო       70,46

16    (16). კანადა                69,35

17    (17). რუმინეთი             68,20

18    (18). აშშ                   65,96

19    (19). რუსეთი               63,43

20    (20). ურუგვაი                     61,74

21    (21). ესპანეთი                     60,65

22    (22). ნამიბია               58,79

23    (23). ჰონკონგი             58,47

24    (24). პორტუგალია         57,73

25    (25). კორეა                 57,22

26    (26). გერმანია                     57,19

27    (27). ჩილე                  54,54

28    (28). მოლდოვა             54,10

29    (29). ბელგია               53,90

30    (30). ზიმბაბვე                     53,56

31    (31). ჰოლანდია            53,16

32    (32). უკრაინა              52,37

33    (33). კენია                 51,75

34    ...


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089404