4 ერი

19:20 | 18.07.2019 | ნანახია 1902 - ჯერ

რაგბი ჩემპიონშიპი 2019 ერთ წრედ წარიმართება

20 ივლისს სტარტს აიღებს რაგბი ჩემპიონშიპის რიგით 24-ე გათამაშება, რომელსაც წლეულს განსხვავებული ფორმატი ექნება. აღნიშნულის მიზეზი 2019 წლის მსოფლიო თასია, რომელმაც ტურნირის განრიგში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა.
შედეგად, რაგბი ჩემპიონშიფის წლევანდელი გამარჯვებული მხოლოდ ერთ წრეის თავზე გამოვლინდება. შეჯიბრი ოციოდ დღე გასტანს და ნაკრებებს სამ-სამი მატჩის ჩატარება მოუწევთ.

რაგბი ჩემპიონშიპი, 2019
პირველი ტური
20 ივლისი
19:05 სამხრეთ აფრიკა – ავსტრალია (იოჰანესბურგი)

22:05 არგენტინა – ახალი ზელანდია (ბუენოს აირესი)

მეორე ტური
27 ივლისი
11:35 ახალი ზელანდია – სამხრეთ აფრიკა (ველინგთონი)
13:45 ავსტრალია – არგენტინა (ბრისბენი)

მესამე ტური

10 აგვისტო
13:45 ავსტრალია – ახალი ზელანდია (პერთი)
23:40 არგენტინა – სამხრეთ აფრიკა (სალტა)

სათქმელია ისიც, რომ 17 აგვისტოს სამხრეთ ნახევარსფეროს ბობოლა ნაკრებები ერთმანეთს კიდევ ერთხელ ოღონდ, რაგბი ჩემპიონშიპის ეგიდის გარეშე გაეჯიბრებიან.

11:35 ახალი ზელანდია - ავსტრალია (ოქლენდი)

18:00 სამხრეთ აფრიკა - არგენტინა (პრეტორია)


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:43 | 20.07.2019
dominici99 (94)

სად შეიძლება ყურება, ხომ არ იცით?

0.088772