საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა კოლომიეში გამართული 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირი მე-8 ადგილზე დაასრულა და ტოკიოს საგზურისთვის ვეღარ იბრძოლებს.
პირველი დღის შემდეგ, ჩვენი გუნდი მოწინავე რვეულში მოხვდა და თასის მეოთხედფინალში მასპინძელ საფრანგეთს შეხვდა, 4 უპასუხო ლელო გაუშვა და მომავალმა ფინალისტმა 28:0 იმარჯვა, რითაც ტოკიოს საგზურისთვის ბრძოლას გამოგვთიშა.
მე-5 ადგილის ნახევარფინალში მეტოქედ გერმანია გვერგო, რომელსაც წინა დღეს ჯგუფურ ეტაპზეც ვეთამაშეთ. სამწუხაროდ, რევანში არ შედგა. მართალია ამჯერად მეტოქემ მხოლოდ 3 ლელო გაიტანა, თუმცა პასუხის გაცემა ვერ შევძელით და 0:19.
მე-7 ადგილისთვის იტალიას შევხვდით. მეტოქე ორი ლელოთი დაწინაურდა, რაზეც ივანე ხელაიამ ტაიმის ბოლოს უპასუხა და სხვაობა 7 ქულამდე დავიდა. მეტოქემ ლელო-გარდასახვა მეორე ტაიმის დასაწყისშიც გაიტანა, რის შემდეგაც ნიკო აფციაურმა დუბლი შეასრულა, მაგრამ ერთი გარდასახვა არაზუსტი იყო და იტალიამ 21:19 იმარჯვა.
ოლიმპიადის პირდაპირი საგზური ინგლისმა მოიპოვა. მან ფინალში საფრანგეთი 31:7 დაამარცხა. მე-3 ადგილისთვის ირლანდიამ პორტუგალიას 26:12 სძლია და გაისად, საფრანგეთთან ერთად, საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში ითამაშებს.
რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ერთ კვირაში ევროპის გრან პრის მეორე ეტაპზე პოლონეთში ითამაშებს.
განვლილ ტურნირსა და სამომავლო გეგმებზე 7-კაცას მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ლეჟავამ ისაუბრა:
„ის გუნდები, რომლებიც უკვე წლებია 7-კაცა რაგბის განვითარებაზე ზრუნავენ, ჩვენზე წინ დარჩნენ. შეგვეძლო იტალიის დამარცხება, თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხეთ. ერთ კვირაში ევროპის გრან პრის მეორე ეტაპი გველის და ვეცდებით რუსეთთან ერთად მასაც გადავასწროთ, რაც ჰონკონგის შესარჩევ ტურნირში თამაშის უფლებას მოგვცემს“.
„ვფიქრობდით, რომ კოლომიეში მეხუთე-მეექვსე ადგილს დავიკავებდით, მაგრამ ამისათვის ჯერ მზად არ აღმოვჩნდით. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, ბურთები დავკარგეთ და ასეთი დონის მეტოქეები ამას არ პატიობენ. ტურნირის მსვლელობისას ტრავმებით სამი მორაგბე დავკარგეთ, რამაც უკეთესი ადგილის დაკავებაში ხელი შეგვიშალა.
ვფიქრობ, მომდევნო სამი წელიწადი იგივე ჯგუფმა უნდა იმუშაოს და 2024 წელს საფრანგეთის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის შანსი გვექნება. საფრანგეთი, როგორც მასპინძელი, იქ უკონკურსოდ მოხვდება. იმედია, ინგლისი პარიზში მსოფლიოს სერიიდან მოხვდება და ეს კონკურენციას შეამცირებს. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა და მომავალ წლებში ჩვენს გვერდით იქნება“.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა გახდაეს 7 კაცა რომ ყურადღებას არ აქცევენ @ არადა პირველ რიგში უნდა მიექციატყ ურადღება იმიტომ ტომ ოლიმპიური სახეობაა და თავიდანვერომ მიექციათ ყურადღება ოლიმპიადაზე გასვლაც შეგვეძლო და იქ საპრიზო ადგილის მოპოვება!
ვუერთდები წინა კომენტარს.
სამწუხაროა, რომ 7 კაცად სათანადო ყურადღება არ ექცევა. მე ასევე ძალიან მაკვირვებს ხოლმე შემადგენლობის შერჩევის საკითხი. ვერანაირად ვერ ვხვდები რა პრინციპით ხდება ეს.
ლეჟავას საკითხი უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ვფიქრობ საქართველოს შიდა ჩემპიონატიდან შეიძლება უკეთესი მწვრთნელის და შემადგენლობის შერჩევა.
გაგვანდეთ თქვენი მოსაზრება შემადგენლობასთან შესახებ.
თუნდაც ის, რომ წლის განმავლობაში ძალიან განსხვავებული შემადგენლობით ვთამაშობთ, რაც შეთამაშებას ძალიან უშლის ხელს.
კიდევ ის რომ 7 კაცად უნდა ზრდიდეს ეროვნულისათვის ხაზის მოთამაშეებს, რაც ბოლო წლებში არ ხდება და ეს მიუთითებს იმას რომ 7 კაცაში მოთამაშეების შერჩევა არ ხდება ეროვნულის ინტერესების გათვალისწინებით.
7 კაცა 15 კაცას ვერ გაუზრდის მოთამაშეს, ეგ გამორიცხულია, პირიქით ჩვენები შედეგს მაშინ დებდნენ როცა 15 კაცას ხალხს იმატებდნენ. 20-22 ბიჭი უნდა შეარჩიონ და ისინი მოამზადონ შვიდკაცასთვის, 15 საერთოდ არ უნდა იყოს გარეული არსად.
რა არის გამორიცხული???
ყველგან იმაზე არის საუბარი, რომ 7 კაცა სწრაფ და მოქნილ უკანა ხაზს ზრდის 15 კაცასთვის.
აი, ვინც უკვა გადავა 15 კაცაში (ეროვნულში) პირდად მე ვფიქრობ, რომ 7 კაცაში აღარ უნდა დაბრუნდეს. სხვა მხრივ მთელი 7 კაცას "მუღამი" სწორედ, რომ ეროვნულისთვის მუშაობაა.
ეხლა, როდესაც 7 კაცა ოლომპიური სახეობა გახდა ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება ის უფრო წინაც კი დააყენეს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ჯერ-ჯერობით (სანამ რესურსები არის ასეთი მწირი) ყველაფერი ეროვუნილს ინტერესებზე უნდა იყოს აწყობილი.
სად ყველგან? შვიდკაცას აბსულიტურად სხვა სქილები ჭირდება, რომელიც მერე 15 კაცაში არაფერში არ გარგია. იმ ქვეყნებში რომლებისკენაც ვისწრაფით 7 კაცა და 15 კაცა ცალცალკეა, თავის ბიუჯეტით და მთელი ამბით. უიშვიათესია 7 კაცას ტიპმა 15 კაცა გაქაჩოს.
დიახ, 7 კაცა განსხვავებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანხვედრა არ აქვს 15 კაცასთან არაფერში. 7 კაცას სჭირდება სისწრაფე და ფინტები, რაც 15 კაცას ხაზის მოთამაშეებისათვის აუცილებელი საკითხებია.
მე დიდი 10-ის რამდენიმე მოთამაშეს ვესაუბრე ვინც და დამიდასტურეს, რომ 7 კაცაში ვარჯიში/თამაში მათ 15 კაცას ხაზში თამაშში ძალიან ეხმარებათ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მე მაინტერესებს და ვერ ვიპოვე ჯერ პასუხი არის: რა პრინციპით ირჩევიან 7 კაცას კანდიდატები და ვინ, როგორ ხვდება შემადგენლობაში??
ჰეიგს 15 კაცასთვის შემუშავებული აქვს გარკვეული ტესტები, რაც მორაგბეებისათვის ცნობილია.
აი 7 კაცაში მსგავსი ვერ ვიპოვე. თანაც რამდენადაც ვიცი დიდ 10-ში ხდება სპეციალური სისტემით მონაცემების შეგროვება ვინ რამდენი ირბინა, რა საჩქარე განავითარა, სპრინტი, ბოჯვები და ა.შ.), რატომ არ არის ცნობილი გარკვეული მონაცემები რისი დაკმაყოფილების შემთხვევასი მორაგბე ხვდება 7 კაცას სამწვრთნელო გუნდის დაკვირვების ქვეშ?!
მე ასეთი, როგორც ზემოთ დავწერე ვერ მოვიძიე!!
თქვენთვის არის ცნობილი?
სირცხვილია რა, ამდენი წელია 7-კაცას არ გამოუჩნდა პატრონი. ლეჟავას კიდევ ღრმა პენსიამდე უნდა ამ შედეგებით ნაკრებში დარჩენა? მე პირადად ვერანაირ წინსვლას ვერ ვხედავ. გერმანია რომ მოგიგებს რაზე უნდა ილაპარაკო. არადა ერთ-ერთი ოლიმპიური სახეობაა. ფედერაციავ გამოიღვიძე!!!
გერმანიას ყოველთვის ჩვენზე უკეთესი 7 კაცა ყავდა, რეალურად ჩვენი 7 კაცა შედეგს დებდა მაშინ როცა იმატებდა ნაკრების ხალხს, ამ ბოლო დროს მელიტონამ უარი თქვა ნაკრების ბიჭების დათმობაზე და შედეგიც შესაბამისია. ოლომპიურ სახეობაზე თუ აპელირებთ, მაშინ ოლიმპიურ კომიტეტს მოთხოვეთ დაფინანსება, კავშირი როგორც აფინანსებს, ამ მოცემულობით არც აპირებს მაგის გაზრდას.
გერმანიას ჩვენზე უკეთესი 7 კაცა მას მერე ყავს რაც ეს სახეობა ოლიმპიური გახდა. ჩემის აზრით მოთამაშეთა არსებული რესურსით ჩვენ მაინც უნდა ვჯობდეთ 7 კაცაშიც, როგორც გერმანიას, ასევე ეპანეთს, რუსეთს და პორტუგალიას.
ამისათვის კი საჭიროა შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება და საქმის ისეთი ხალხისათვის ჩაბარება ვისაც ამის გაკეთება შეუძლიათ!!