სხვა

16:15 | 4.07.2019 | ნანახია 2908 - ჯერ

რეზი ბროძელი და საბა ილურიძე რუსულ “სლავაში” რჩებიან

ქართველი მორაგბეები რეზი ბროძელი და საბა ილურიძე კარიერას კვლავაც რუსულ “სლავაში” გააგრძელებენ. შეგახსენებთ, რომ მოსკოვური კლუბი ქართველ ლეგიონერებთან კონტრაქტის გაწყვეტას “პოლიტიკური” ჟესტის გამო აპირებდა, თუმცა, სიტუაცია შეიცვალა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ბროძელმა გაავრცელა:
“მადლობა ორივე მხარეს, საქართველოსა და რუსეთის რაგბის ფედერაციებს. გუშინ ბატონმა გოჩა სვანიძემ დამირეკა და დეტალურად ვისაუბრეთ. აქტიური მუშაობა დაიწყო გოჩამ და საქართველოს რაგბის ფედერაციამ რუსეთის ფედერაცისთან თუ რატომ უნდა მომხდარიყო ჩვენი გუნდიდან გაშვება, აღმოჩდა, რომ ამის მიზეზი არაფერი არ იყო.
ყველაფერი გაირკვა და დალაგდა! ჩვენი აზრით, ვიღაც მესამე პირები ინტრიგნულად ცდილობდნენ ჩემი და საბას ამ სოლიდარობის ჟესტის გაპოლიტიკურებას. აღსანიშნავია რომ კლუბ “სლავას” ჩემი და საბას გაშვება არანაირად არ უნდოდა. გუშინ გვიან ღამით, დამიკავშირდნენ გუნდის წარმომადგენლები და გაირკვა, რომ მე და საბა გუნდში ვრჩებით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორივე მხარის ფედერაციას და ყველას დაინტერესბისთვის და გვერდში დგომისთვის!”.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, ყველაფერი 27 ივნისს, რუსეთის თასის მეოთხედფინალის ეგიდით გამართულ მატჩს მოჰყვა, რომელშიც მოსკოვური კლუბი კრასნოდარულ “ყუბანს” დაუხვდა და 10:19 დამარცხდა.
საინტერესოა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში მასპინძელთა ათივე ქულა (ლელო, გარდასახვა, ჯარიმა) ბროძელმა მიითვალა, ლელოს დადება კი მან და საბა ილურიძემ თვალზე ხელის აფარებით აღნიშნეს.
მოგეხსენებათ, ეს უკვე ცნობილია ჟესტია, რომელიც ანტისაოკუპაციო პროტესტსა და შემდგომში მიტინგის დაშლას უკავშირდება.
მსგავსი რამ არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა და საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების ლიდერმა თედო აბჟანდაძემაც გააკეთეს.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:07 | 07.07.2019
პანტელეიმონი (1218)

კომენტარის გარეშე -stripslashes((strlen('https://rugger.info/news/26598')>0?' https://rugger.info/news/26598':' https://rugger.info/news/26598'))

14:36 | 05.07.2019
პანტელეიმონი (1218)

გოჩა სვანიძე ! ! ! იმიტომ დაგსვა რაგბის ოჯახმა პრეზიდენტის სკამზე, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო და ნაკრებები იქნება, თუ საკლუბო რაგბი საქმე წინ უნდა წაწიო ! ! ! კეთილი ინებე და როგორც გინდა დაარწმუნე საქათველოს მთავრობა, რომ რაგბის კავშირის ფინანსური დახმარება უნდა გაიზარდოს, შესაბამისად "დიდი 10" -ის დაფინანსება მინიმუმ უნდა გამეორდეს და უნდა გამოინახოს სახსრები (ამასთან სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები pro 14 -ის ხელმძღვაბელობასთან) ქართული ფრანჩიზის მონაწილეობისათვის pro 14 -ში ! ! ! წინამდეგ შემთხვევაში ქართული რაგბის რეგრესი უცილობელია ! ! !

22:50 | 05.07.2019
გორდა (250)

აშკარად, ქომაგის გადმოსახედიდან რაგბის ხელმძღვანელობას უფრო მეტი აქვს გასაკეთებელი ვიდრე აკეთებს.
ისე, რაც ყველაზე თვალშისაცემია, კავშირის შესუსტება ქომაგთან. წინა ხელმძღვანელობა ამას უფრო ხშირად და "ხარისხიანად" აკეთებდა.
შეიძლება, ესენიც ბევრ რამეზე მუშაობენ, მაგრამ ქომაგი სრულ ვაკუუმშია (იმედია ასეა საქმე და რაიმე კარგით გაგვახარებენ).

22:52 | 05.07.2019
გორდა (250)

ამასწინებზე, სვანიძემ და ჰეიგმა რომ გამართეს ჟურნალისტებთან შეხვედრა, თავში აზრად არავის მოუვიდა ჰეიგის მომავალზე ეკითხა? მიდის მსოფლიოს მერე იაპონიაში, თუ ჯერ არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი?!
ამ "ჟურნალისტების" მიდგომაც ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში ბევრ კითხვებს აჩენს!!

18:53 | 04.07.2019
გორდა (250)

დიდი სიფრთხილე საჭირო რაგბის მართვაშიც!!
დღეს-დღეობით ჩვენ რუსეთზე წინ ვართ კაცთა, 20 წლამდელთა და 18 წლამდელთა მიღწევებით! რა თქმა უნდა რეიტინგში!
თუმცა 7 კაცაში, ქალთა და საკლუბო რაგბში ისინი ცოტათი წინ არიან. კარგად ჩანს, რომ ცდილობენ გავლენა მეტი მოიპოვონ რაგბის "მსოფლიო ბიზნესში" და პოლიტიკურ/ფინანსური რესურსებით ვაგლახ, რომ რაღაცეები შეუძლიათ. ამიტომ რაგბის ფედერაცია, ძალზედ ჭკვიანურად უნდა მუშაობდეს, რომ მასიმალურად მოვწყდეთ რუსეთის, რუმინეთის და მსგავსი ქვეყნების დონეს. ამას, რომ შევძლებთ მერე შეიძლება სხვა ენაზე საუბარი, მანამდე მოქმედება გონივრულად არის საჭირო.
ევროპული რაგბი არ გვიკარებს სამწუხაროდ, ტოლს-სწორად არ გვთლიან. კონტინენტის ფარიც გააუქმეს, საიდანაც ევრო ჩელენჯზე შეიძლებოდა მოვედრა (არადა ჩვენი გუნდები იქოქებოდნენ და დარწმუნებული ვიყავი მომდევნო ჯერზე მიზანს მიაღწევდნენ!) და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ წარმოგიდგენიათ საკლუბო რაგბის განვითარება. რეალობა, რომ ისევ რუმინეთის, რუსეთის, იტალიის, ესპანეთის და მსგავსი ქვეყნების საკლუბო ტურნირზე უნდა ვიფიქროთ.

18:07 | 04.07.2019
dinamo222 (692)

აწი მაინც შეეშვან რაგბისტებიც და ყველა სხვა სპორტსმენებიც ამ იდიოტურ ჟესტიკულაციას და თავიანთ საქმეს მიხედონ ნუ ერევიან პოლიტიკაში და პოლიტიკოსებიც მიხედავენ თავიანთ საქმეებს !

18:05 | 04.07.2019
dinamo222 (692)

ავტორს მივმართავ რა ანტისაოკუპაციო მიტინგს უკავშირდება ? თვითონ ამბობენ რომ არანაირი პოლიტიკური ჟესტი არ იყოო დაზიანებულებს გამოვუცხადეთ ამით სოლიდარობაო და ისევ ისე უბერავ ანტისაოკუპაციოო @ იქნება გახარიას წინააღმდეგ იყო მიმართული ან მელია-უგულავას ? ანუ ჩვენი საშინაო საქმეა ეგ და რატომ ცდილობთ ზოგ ზოგები სიტუიაციის არევას ? @@

17:13 | 04.07.2019
ოვალური კორბენი (276)

კარგია. თორემ რაღაც ისტერიას ემსგავსება ყველაფერი.

0.085531