ბორჯღალოსნები

15:37 | 26.06.2019 | ნანახია 4583 - ჯერ

ზურაბ ჟვანია: “საქართველოს ნაკრებს ვერ დავეხმარები, რაც ჩემი სურვილით არ მომხდარა”
"ცუდია რომ, სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია"

ინფორმაცია, რომელიც ბოლო დღეებში სარაგბო სამყაროში არაოფიციალურად გავრცელდა, დადასტურდა: საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ზურაბ ჟვანია 2019 წლის მსოფლიო თასზე ვერ ითამაშებს, რასაც არცთუ ჯანსაღი მიზეზები აქვს. აღნიშნულის შესახებ განცხადება თავად ჟვანიამ გაავრცელა.
“მივმართავ ყველა გულშემატკივარს. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა დაფასებისთვის, გულშემატკივრობისთვის...
სამწუხაროა, რომ წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დავეხმარები. მინდა იცოდეთ, რომ ეს ჩემი პირადი სურვილის გამო არ მომხდარა, ისევ თქვენი და საქართველოს გულისთვის მინდოდა მეთამაშა, განსაკუთრებით, რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველაფერი მოხდა კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო.
ცუდია რომ, სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია, მაგრამ იცოდეთ, მე აუცილებლად გაგახარებთ ჩემს ქვეყანაში თუ ამის უფლებას არ მაძლევენ სხვა ქვეყნიდან.
მინდა წარმატება ვუსურვო ჩემს მეგობრებს, საქართველოს ნაკრებს. მადლობა ყველა თქვენთაგანს ყურადღებისთვის. დასმულ კითხვებს წინასწარ ვცემ პასუხს. ვისაც ენდომება ამ თემაზე საუბარი, ყველასთვის გახსნილი იქნება, რადგან არ ვარ პირველი, მაგრამ მინდა უკანასკნელი ვიყო და მომავალში სხვაც არ აღმოჩნდეს ჩემს სიტუაციაში.
საქართველოში ჩამოვედი საქართველოსთვის და თქვენთვის, ჩემი გულშემატკივარისთვის, მაგრამ მინდა ვისაუბრო ამ საკითხზე და ისე დავბრუნდე უკან. მინდა, საქართველო და თქვენ კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ”.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:05 | 27.06.2019
dinamo222 (692)

განსაკუთრებით რუსეთის წინააღმდეგ რატომ ? რაა მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და გუშინწინ ახალი ზელანდია გააცამტვერა ?D

20:45 | 26.06.2019
ICEMAN (162)

მოდი ყველამ ვაღიაროთ რომ ჩვენი ნაკრები მებრძოლი, ძალისმიერი გუნდია მაგრამ სანახაობრივ რაგბის არ თამაშობს. და ჟვანია არის ერთადერთი რაგბისტი შერკინების ხაზში რომელიც აცოცხლებს ჩვენი ნაკრების უფერული თამაშის სტილს.

11:11 | 29.06.2019
პანტელეიმონი (1218)

+1

21:01 | 26.06.2019
ICEMAN (162)

სულ იმას გავიძახით რომ შერკინების მორაგბეები საუკეთესოები გვყავს მსოფლიოში თუმცა ასე არაა, რეალურად ისინი მართლა საუკეთესოები არიან მიწოლაში და ამაში ზელანდიასაც ვჯობივართ მაგრამ იგივე ზელანდიელი შერკინების მოთამაშეები სხვა ყველა კომპონენტში ჩაგრავენ ჩვენ მორკინალებს, პირველ რიგში იმაში რომ გაცილებით სწრაფები და ტექნიკურები მაშინ როცა ჩვენი მორკინალები ბურთ ანელებენ და ამიტომ შეტევაში ფლანგზე მეტობის გაკეთება გვიჭირს. და ჟვანია არის ერთადერთი მორკინალი რომელიც ზელანდიელების და სხვა წავმყვანი ნაკრებებბის სტილის რაგბის თამაშOბს

18:09 | 26.06.2019
ზებე (86)

ნუთუ ვერავინ ვერ ხვდება რომ ღუსეთის ინტერესები იკვეთება არათუ რაგბის კავშირში არამედ ჩვენს სამშობლოში?ვის რა ჯაგლაგად უნდა მტერთან ამხანაგური .გამოფხიზლდით რატომ ულოკავთ მტერს რატომ

00:10 | 27.06.2019
alfadhirhaiti (110)

უფრო მასონების კვალი ჩანს.

19:33 | 26.06.2019
ოვალური კორბენი (276)

ამხანაგური არ არის, ტესტია. თუ მტერია და თამაში ტეხავს, მაშინ ნურც ერთა თასზე ვეთამაშებით.
და თუ იმის გამო ვუკადრისობთ, რომ ჩვენზე სუსტია და მათთან თამაში არას გვარგებს, მაგ ლოგიკით შოტლანდიასაც უნდა ეთქვა ჩვენთან თამაშზე უარი

21:28 | 26.06.2019
ზებე (86)

შენ თუ მტერი გიტყდება არ ვიცი მაგრამ ჩემთვის და მრავალი ქართველისთვის მტერი მიუღებელია.შენ გეტყობა მთავარია მხიარულად იყო და არ განაღვლებს რუსი იქნება თუ ფრანგი

14:54 | 27.06.2019
ოვალური კორბენი (276)

უცნაური მიდგომაა.
ნებისმიერი ადამიანისთვის მძიმე დაავადება მიუღებელია. მაგრამ თუ მაინც დაემართა, მერეც ხომ ვერ დაუწყებს იგნორს "მიუღებელია, მიუღებელია"-ს ძახილით ?
საჭიროა სწორი მიდგომები და მკურნალობა.

16:37 | 27.06.2019
ზებე (86)

შენი პასუხის მერე არ ვაპირებდი რომ მეც მეპასუხა, მაგრამ რადგან შენ თვლი რომ საქართველო ღრუსეთს არასწორად უდგება და სწორად უნდა მიუდგეს რაიმე მდგომარეობაში და უნდა უმკურნალოს ამიტომ დაგიწერ. პირველ რიგში შეგახსენებ რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობაში ფეხბურთში, მსოფლიოს და ევროპის შესარჩევ ჯგუფში ერთად არ შეიძლება რომ მოხვდნენ (რუსეთი და უკრაინა, თურქეთი და სომხეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი, სერბეთი და კოსოვო, და წარმოიდგინეთ ესპანეთი და გიბრალტარი) ამ მოცემულობიდან გამომდინარე ჩვენ რატომ უნდა ვეთამაშებოდეთ ღრუსებს შესარჩევში?! შენი აზრით ეს არის სწორი მიდგომა ჩვენი მხრიდან და სხვა ქვეყნები არასწორად უდგებიან ერთმანეთს? აქედან გამომდინარე მე ვიძახი რომ რა საჭიროა მტერს ოკუპანტს ასე შეუძვრე (ეს არაფერს არ გავს შეძვრომის და ლოკვის გარდა) და დაუნიშნო ამხანაგური (ტესტი) ( შენ თუ ტესტი რაიმე გამართლებად მიგაჩნია )იმის მაგივრად რომ ცდილობდე ყველანაირად აგრძნობინო ოკუპანტს საერთაშორისო დონეზე რომ მინიმუმ არასწორად იქცევა. შენ აქეთ უნიშნავ ამხანაგურს და აჩვენებ ცივილიზებულ სამყაროს რომ მტერთან ამხანაგური და ჩახუტება გსურს!ან ამ ოკუპანტთან ტესტი რას მოგცემს განვითარების მიზნით?თუ მაინცდამაინც რაღაც გაქვს დაგეგმილი და მისი დონის ნაკრებთან გინდა ტესტი ღრუსეთის დონის რამდენი ნაკრებია კიდევ მსოფლიოში რომელიც სიამოვნებით დაგთანხმდება ტესტზე. შენ რატომ ირჩევ მაინცდამანც ოკუპანტს (ესპანეთი,რუმინეთი,კანადა,ურუგვაი,ნამიბია) აარჩიე და ეთამაშე.რას ეტმასნები და უძვრები ამ მსოფლიოს განგრენა სახელმწიფოს. აი ეს მინდოდა მეთქვა

11:10 | 29.06.2019
პანტელეიმონი (1218)

გეთანხმები +1

18:39 | 27.06.2019
ოვალური კორბენი (276)

რაგბში არაა ასეთი მიდგომები. ფეხბურთში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებიც არსებობს, მაგრამ რაგბში ჩრდილორლანდიელები (ოლსტერელები) ირლანდიის ნაკრებში თამაშობენ.
ზუსტი მიდგომებია მეთქი საჭირო. ეგრე ძვიადა ძიძიგურიც ჩაუწვა სამტრედიაში მატარებელს, რუსეთს ბლოკადა უნდა გამოვუცხადოო
იმათ რას დააკლებდა და თბილისში სამ დღეში აღარაფერი იდო დახლებზე

17:22 | 26.06.2019
ოვალური კორბენი (276)

მიდი ზურა ჯიგარო, გარკვევით თქვი ყველაფერი. ისეთი სახელ-გვარის პატრონი ხარ, დალაგებული და დამაჯერებელი ლაპარაკი კი უნდა შეგეძლოს და აბა შენ იცი

16:38 | 26.06.2019
maxo_65 (458)

რა ხდება ვინმემ თუ იცის, გაგვარკვიოს

16:13 | 26.06.2019
ICEMAN (162)

ვერ მივხვდი რა ხდება მაგრამ როგორც ჩანს ღიად საუბარს აპირებს და იმედია ყველაფერს ნათელი მოეფინება. მე ერთი ვიცი რომ ჟვანია სპორტული თვალსაზრისით ნაკრების კაცია და მე საერთოდ ისიც მიკვირდა ზამენაზე რომ შემოყავდათ რადგან სასტარტოს კაცია აშკარად

0.103875