მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სარაგბო პორტალმა RugbyPass ტურნირის სიმბოლური ნაკრები გამოავლინა, რომელშიც უმცროსი ბორჯღალოსნების მესამე ხაზელი იოანე იაშაღაშვილი 8 ნომერზე დაასახელეს.
მსოფლიო ჩემპიონატის დროს ჩვენმა ბიჭებმა უამრავი ბოჭვა შეასრულეს. ტურნირის სტატისტიკის მიხედვით, უმცროსი ბორჯღალოსნების საუკეთესო მბოჭავების სამეული ასე გამოიყურება:
იოანე იაშაღაშვილი - 70 ბოჭვა
კობა კოლოტაური - 54 ბოჭვა
თედო აბჟანდაძე - 49 ბოჭვა
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელ ნაკრებმა არგენტინაში მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ ათეულში შევიდა და ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა მსოფლიოს ელიტურ 12-ეულში ადგილი.
ამით უმცროსმა ბორჯღალოსნებმა თავიანთივე რეკორდი გააუმჯობესეს, ვინაიდან აქამდე არც ერთ თიერ2 ნაკრებს, ელიტაში აღზევების შემდეგ, ზედიზედ 5-ჯერ ადგილი არ შეუნარჩუნებია.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამშობლოში 25 ივნისს, დილის 03:05 საათზე დაბრუნდება.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაიხარე იოანე ! ! !
წარმატებები და მალე ეროვნულში გვენახოს!